© 2026 ყველა უფლება დაცულია
M Mepharishvili
5
22.12.2025
1530
ნოველა დასრულებულია. "სასაფლაოზე, მზე საშკათი ამოდის". დაბადება. სამყაროს აღქმა. სინათლე. გაურკვევლობა, ვერ ერკვევი სად ხარ. ბავშვობიდან რაღაცები გახსოვს. ასე სამი ორი წლის რომ იყავი. სიონში დასვენება. ზაფხულის თბილი საღამო. მოგონებების შეგროვებას იწყებ, უკვე სამი წლიდან. შენს შემთხვევაში ასეა, სხვისი რა გითხრა. ზოგს ისიც ახსოვს, როგორ დაიბადა და დედის მუცელში, რას აკეთებდა.
16.11.2025
2369
გაცივდა ყავა. ცუდად ვარ ასეც და ისეც, მაგრამ ეს არაფერს ცვლის, მაინც ძალიან მიყვარს ეს ხანმოკლე ცხოვრება, რომელშიც ბევრი დეტალია. მაინც მეყვარება ის, ვინც დიდიხანია მიყვარს და ამით სიამოვნებას ვიღებ, მიუხედავად იმისა, რომ ცალმხრივია. ცხოვრება უსასრულო აღმოჩენაა და ამისთვის მზად უნდა იყოთ, თუნდაც გვიან, მაგრამ ღირს.
20.07.2025
967
პურის ნაჭერს ვიღებ ზურგჩანთიდან და კოტეს, ნელ-ნელა ვაჭმევ. სახლი თბილია. ალბათ კოტე რომ არ იყოს, ფეხს არ მოვიცვლიდი და აი აქ, ამ საღორეში, სისხლში, სიმყრალეში, იმდენს ვიზავდი, რომ ჩემი ძვალიც არ დარჩებოდა.