© 2025 ყველა უფლება დაცულია
ყველას ჰგონია მოვა დრო... მაგრამ დრო მხოლოდ მიდის. ჩვენივე თავი მოგვანდო სამყარომ,როგორც მჭიდი იარაღს -ანდა იქნება პირიქით ხდება კიდეც, თავისით კი არ იწვება, ჩვენ ვწვავთ ჩვენსავე ხიდებს.
ათასი ამბავი რომესაც გიყვები, მხოლოდ ერთ ამბავში ჩარჩენას გულისხმობს და თუ კი გონებით დინებას მივყვები ეს წრეგადასული, ამბოხი გული ხომ მაგ გავარვარებულ ბაგეზე გაკვდება, იქ სადაც სიტყვები არჩევენ სუიციდს,
ამ ლექსს თან გასდევს ბნელი, ძლიერი, მარტოობისა და შინაგანი ბრძოლის ატმოსფერო — არა უბრალო სევდა, არამედ გატეხილი, მაგრამ მტკიცე ადამიანის ემოციური ფიქრები , შინაგანი ომის განცდით
იქ - სადაც ულევ სითბონაბოძებს გამოგიზოგავს ვნებას მუჭაში, რომ შენ კი არა - ელექტრობოძებს დააწყდეთ ძარღვი გვერდით ქუჩაში. იქ - სადაც თავის ფასს კარგავს სიტყვა, რადგანაც სათქმელს თვალები ამბობს. იქ - სადაც მუდამ- როცა კი მიხვალ, დაგახვედრებენ ნაზ- მყუდრო ამბორს...
ედემის ბაღში გველმა კი არა ერთფეროვნებამ დაბადა ცოდვა, მერე ადგა და გამოიარა ასწლეულები და ჩვენთან მოხვდა. ვტრიალებთ დღესაც იმავე წრეზე, შესაძლებლობა მუდამ გვეძლევა, თუმც კარგიც ცუდად მოქმედებს ჩვენზე, როცა ეს კარგი უკვე გვბერზრება. ჰო, ასეთია კაცის ბუნება, ერთფეროვნებას ვერ უძლებს დიდხანს და ხშირად გვიწევს განადგურება რას შევეჩვიეთ-რაც ძლიერ გვიყვარს.
შიგნიდან დანაწევრებული ემოციური მდგომარეობა, რომელიც მიუახლოვდა სიგიჟის, თვითგვემის, დანგრევის წერტილს. „ერთი – ორი – სამი თვე“ თითქოს ყოველდღიური ტკივილის ზუსტი გამოთვლაა, რაც ახლავს მოლოდინს, შიშიან მიჯაჭვულობას და გულში ჩარჩენილ სიყვარულს.
ნუ მწერ ნუღარაფერს გამახსენებ, ვეღარ დააბრუნებ რაც წამართვი, ჩემს ქმარს მე ვეძახი გადამრჩენელს, შენს ცოლს შენ რაც გინდა ის დაარქვი. ჯვართ ეცმები? ტაძარს მიაკითხე, აღსარების თქმისას მოგეშვება
ლექსი გამოხატავს შინაგან ბრძოლას იმედგაცრუებასთან და ტყუილთან. აჩვენებს პიროვნების სურვილს -გადაწყვეტილებას, რომ აღარ მოიტყუოს საკუთარი თავი და არავის მისცეს „ყალბი“ დაპირებებით საკუთარ თავზე გავლენის მოხდენის უფლება.
სახეზე ვარსკვლავის მტვერი მაყრია... ჩემს მხრებზე ნამდვილი ზეცაა გაშლილი. ოჰ, როგორ მჭირდები სუნთქვავ სანატრელო... ოჰ, როგორ ირევა ჩვენს შორის ამინდი....