მარი

მარი ბაიდოშვილი

3.29

(7 მიმოხილვა)

ჩემი შესახებ

მე ვარ მარი ბაიდოშვილი, დავიბადე ქ თბილისში , 7 წლამდე აქ ვიზრდებოდი, შემდეგ ოჯახით გადმოვედი ქ ყვარელში რადგან მამა მყავს ყვარლიდან , შემიყვანეს ქ ყვარლის #1 საჯარო სკოლაში ,სადაც ვსწავლობდი 9 კლასამდე , ხოლო 9 კლასის დამთავრების შემდეგ , ისევ თბილისში გადავედი და გავაგრძელე სწავლა # 18 სკოლა -ლიცეუმში ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე .სამ წლიანი სწავლების შემდეგ ჩავაბარე ილიას უცხო ენების სახელმწიფო უნივერსიტეტში რუსულ-ინგლისურ ფაკულტეტზე . წერა ადრეულ ასაკიდან დავიწყე ,ეს პროცესი ჩემთვის არის ერთგვარ “ექსტაზში“ ყოფნა .ეს მდგომარეობა რათქმაუნდა შეიძლება ყოველდღე არ გეუფლებოდეს,მეტსაც ვიტყვი: არის პერიოდი როდესაც სრული სიცარიელე სუფევს და ეს სიცარიელე შეიძლება თვეობითაც გაგრძელდეს ,მაგრამ არის პერიოდი როდესაც შეიძლება განუწყვეტელ შემოქმედებით წვაში იყო და ეს დღეების-კვირების მანძილზე გრძელდებოდეს. არ არის საჭირო რაიმე განსაკუთრებული მოვლენა ან ფაქტი იმისთვის რომ წერა წამოვიწყო. შეიძლება შუაღამისას გამომეღვიძოს და უეცრად „გასხივოსნების მაგვარი“ რამ დამემართოს, ამიტომ საწერ-კალამი სულ თავთან მიდევს. ბევრჯერ ყოვილა ოჯახის წევრების გაღვიძების მომრიდებია,სინათლის ანთების გარეშე ბნელში,ხელის ცეცებით მიპოვია ფურცელი და კალამი და ალალ -ბედზე ,ინტუიციის ხარჯზე მიწერია. დილით გაღვიძებულს კი ერთმანეთში გახლართული წინადადებებიდან თავიდან გამომიტანია აზრი და ლექსად მიქცევია. მაგრამ ვერც იმას ვიტყვი გადაჭრით , რომ ყველა ჩემი ლექსი ასე მოულოდნელი თავზე დატყდომით იქმნება.არის მომენტები როდესაც ფიქრი დასტრიალებს ერთ კონკრეტულ თემას ,თუმცა დიდხანს ვერ გამოდის ლექსის აწყობა. დავდივარ,ვფიქრობ რაღაცა დოზით ვიტანჯები კიდეც, რადგან ბაგეს მომდგარ სათქმელს ვერა და ვერ ვუყრი თავს .მერე უეცრად, როგორც მეთევზის ანკესს ისე წამოვაგებ ჩემს ფიქრს რომელიმე ერთ სიტყვას და ამ სიტყვას უცბად მთლიანი ლექსიც მოჰყვება. პოეზია ჩემი სულის საზრდოა- შეიძლება ითქვას სულის საკვები. ადამიანს ფიზიკური შიმშილის დასაკმაყოფილებლად ხომ სჭირდება საკვების მიღება ? დაახლოებით ამგვარ საჭიროებას ვგძნობ მეც პოეზიისადმი ჩემი სულიერი შიმშილის დასაკმაყოფილებლად. ხშირად იმის გამო რომ პროზა გრძელია და მეტი დრო სჭირდება წასაკითხად ,სულს ესაჭიროება რაღაც სწრაფმოქმედი გამაყუჩებელი. ამგვარია ჩემი ხედვა პოეზიისადმი სწრაფი-ძარღვებში გამავალი ძაბვა,მოკლე და მძლავრი, რომელიც ან გიშველის ან საბოლოოდ გაგანადგურებს. მე ვფიქრობ, რომ დღეს საქართველოს ნამდვილად ჰყავს ნიჭიერი პოეტები და მწერლები.ჩემის აზრით ქართული პოეზია და პროზაც საერთოდ ახალ საფეხურზე ადის. უბრალოდ ამის შეფასებას ვგონებ დასჭირდება რამოდენიმე ათეული წელი.

საყვარელი მწერალი:
უცნობია
საყვარელი წიგნი:
უცნობია