დაელოდე განთიადს
ისეთი დღეა, ოცნებას რომ ბედავ ახლიდან.
დამტვერილ ფრთებს რომ ამოქექავ ძველი სკივრიდან.
ისეთი დღეა, სულ მცირედიც რომ გიხარია.
სამყაროს კოცნას რომ უგზავნი ძველი ხიდიდან.
და აღარ გახსოვს, შენ გუშინღამ ამავე ხიდზე,
უკანასკნელი წამები რომ მუჭში ჩამარცვლე....