© 2026 ყველა უფლება დაცულია
Ra Ve
4.26
18.06.2026
58
რა ხდება ჩვენს თავს? _ ისე ჩუმად მკითხა ნათიამ, თითქოს არ სურდა, უცნობი ადამიანი მისი მღელვარების მოწმე გამხდარიყო. ნერვიულობდა, ადგილს ვერ პოულობდა; გვერდით მომიჯდა და სცადა შიშისგან და გაურკვევლობისგან გამოწვეული აკანკალებული თითები ჰუდის ჯიბეში დაემალა.
18.06.2026
77
რა ხდება ამა? — ჩურჩულით მკითხა ნათიამ. სწორედ მაშინ მთვარემ თავი დააღწია ღრუბლებს და იქაურობა გაგვინათა. მე სიტყვები ყელში გამეჩხირა, ძრწოლის ყინვამ მთელი სხეული დამიზაფრა. წამით კინაღამ გული გამიჩერდა. შადრევანზე არცერთი გარგულია აღარ იჯდა.

18.06.2026
66
მისაღების უზარმაზარ ფანჯარას გავხედე. ნაძვებს გადაღმა მზე ამოდიოდა ცაზე. სასახლეში მთვარის ვარდების ძილის დრო დგებოდა. არაფერზე ფიქრი აღარ შემეძლო. ცოტა უნდა დამეძინა, სულ მალე გოგოები მოვიდოდნენ და მზად უნდა ვყოფილიყავი.

18.06.2026
64
მთელი ღამე თათბირობდნენ კაცები. სოფლის რამდენიმე უხუცესი ესწრებოდა მათ თათბირს. არ იცოდნენ ახლა რა გზას დასდგომოდნენ, როგორ გამოერჩიათ ადამიანებში მთვარის მორჩილები. თუ სოფელს თავს მიკელე ესხმოდა, გამოდის ის, რომელიც მთაში მოკალით უდანაშაულო იყო?
18.06.2026
73
აქ რა გვინდა? ვკითხე და ქოხის წინ მდგარს გვერდით ამოვუდექი. _ რას უყურებ? ინტერესით შევხედე ხის სახლს, თითქოს პირველად ვხედავდი. ისე კი ვფიქრობდი, რად უნდოდა ამხელა სასახლეს ეს პატარა ნაგებობა. რა დანიშნულება ჰქონდა მას.
18.06.2026
58
ტელიოს რა მოხდა მერე? ისე ვეკითხებოდი, თითქოს მიპასუხებდა. მის გვერდით ვიჯექი და კვლავ ნაცნობი სევდის სიმძიმეს ვგრძნობდი გულში. _ ან ახლა რა ხდება? რატომ პირდაპირ არ მომიყვებით? ვფიქრობდი და არ მესმოდა. მე იმდენი მითი და ლეგენდა მქონდა წაკითხული და ყველა ერთმანეთს ჰგავდა. ყველას ერთი ფაბულა ჰქონდა.

18.06.2026
83
რაციონალურობას, ასეთი რამ რომ მქონოდა, უნდა ეკარნახა, რომ ჩემივე სიმშვიდისთვის, ანდაც იქნებ უსაფრთხოებისთვისაც აჯობებდა, თუ ამ ყველაფერს მოვშორებოდი. თუ ყველაფერს, რაც აქ ვნახე, ან განვიცადე უბრალოდ დავივიწყებდი, ბარგს ჩავალაგებდი და უკან სახლში დავბრუნდებოდი.
21.04.2026
709
ზეგ ჰარის მოკლავენ! სახე შეეცვალა მეთს. _ თავიდან შენ იყავი მათი სამიზნე, უმეტესად უცხოებს ირჩევენ. მაგრამ ჩათვალეს, რომ მოკვდი და ოზიმ, როგორც ჩანს, ჰარიზე შურისძიება გადაწყვიტა. აქამდე შინაური თითქმის არასდროს გაუწირიათ! რა ჯანდაბად აკეთებენ მაგას? უამრავი სულელური რაღაც მინახავს ჩემი ხანგრძლივი მოგზაურობის მანძილზე