© 2025 ყველა უფლება დაცულია
სახეზე ვარსკვლავის მტვერი მაყრია... ჩემს მხრებზე ნამდვილი ზეცაა გაშლილი. ოჰ, როგორ მჭირდები სუნთქვავ სანატრელო... ოჰ, როგორ ირევა ჩვენს შორის ამინდი....
შენ ამ სამყაროს ვერ უშველი, ხოდა დანებდი. მიენდე დღეებს, ყველაფერი იყოს სულ ერთი. ახლა სამყარო ის არაა, რაც იყო უწინ. ამომშრალია რადგან მისი მთელი სულეთი. სატყუარაა ეს ფერები, მინდვრები, ზეცა. გზებად ქცეული უდაბნოა ახლა სამყარო.
გავმიჯნოთ სამყარო მკვეთრი და ხავერდი... ეს კანი ეს თმები სხვა ქარებს დავუთმოთ... ცხოვრება არც ისე ლამაზი ვინმეა და მაინც ასე მსურს ასე მწამს რა ვუყოთ? გავმიჯნოთ დღეები და ცხადი სიზმრები...
მოვედი, მაგრამ არც კი ვიცი, რისთვის, ან რატომ.... ისე დაღლილი, სევდიანი, ისე არარა... ცარიელია ჩემი გული ფეთქვადაცლილი... ცარიელია ტკივილიც კი არის, აღარა... მოვედი, მაგრამ აღარ მქვია ძველი სახელი...
მე სოკოებზე ვოცნებობ და შენ ისევ ცაზე... ცაზე მეც ვფიქრობ , თუმც უშენოდ ვეღარ ვერკვევი... ვერც ცას ვპოულობ, ვერც მთვარეს და ვეღარც ვარსკვლავებს...
აგიჩემე და შენთვის ვწერდი ზღაპრებს არეულს... ცხადი სიზმრები შევიჩვიე ფიქრის საკენკით. გადავივიწყე ყველა სიტყვა, შენ რაც გითხარი. რომ სხვისთვის ვერ და არ გამენდო შენთვის ნამღერი.
ლექსი მძიმე, დრამატული და სიმბოლურია — სავსეა ტკივილით, შინაგანი ბრძოლის მოტივებით, დემონისა და იარის ხატებით. დაკარგული დრო ,რომელიც სიკვდილის შიშთან და სიცოცხლის ბოლომდე გატანილ ტკივილთანაა დაკავშირებული.
ამ ლექსის ლირიკული გმირი საკუთარ თავთან დიალოგშია, აქ გადმოცემული მთავარი ხაზი შინაგანი ბრძოლაა — „დემონთან“, რომელიც სინამდვილეში ადამიანისვე „მე“-ს ტკივილიანი, ბნელი სახეა.
მე მაქვს იმედი, რომ მასაც სტკივა ყოველი შენი ნერვი დათმობის ყველა ეტაპთან მივა ოღონდ შენ ჰყავდე - ბევრი. რომ ეჭვიანობ ყველა გამვლელზე, ვინც კი შეხედავს წამით
სურვილი არის საიდუმლო, შერწყმა ხან მისი პანაშვიდი, გიჯობს ჯანდაბაში გაისტუმრო, ვიდრე ახალ ფურცელს გადაშლიდე წარსული-ჩავარდნილი კლავიშივით პიანისტს გამუდმებით ხელს რომ უშლის, მაინც ვერ გაიგებს კაციშვილი შენს სულს ასე ძლიერ რატომ უჭირს არსებულ გარემოსთან შეგუება. თავის უფლებით რომ ამაყობდეს ერთი ასეთიც თუ გეგულება, შენზე არაფერი აღარ მოყვე...