ისეთი დღეა, ოცნებას რომ ბედავ ახლიდან.
დამტვერილ ფრთებს რომ ამოქექავ ძველი სკივრიდან.
ისეთი დღეა, სულ მცირედიც რომ გიხარია.
სამყაროს კოცნას რომ უგზავნი ძველი ხიდიდან.
და აღარ გახსოვს, შენ გუშინღამ ამავე ხიდზე,
უკანასკნელი წამები რომ მუჭში ჩამარცვლე....
Შემომეხარჯა თითქმის უკლევლივ
Ყველა ოცნება - ესეც ბედია,
Შენც დამივიწყე - რადგან ხანდახან,
ეს ოცნებებიც გადამდებია.
Თუ ყოველ ჯერზე უკან ვბრუნდები,
Როს ტკივილები აყეფდებიან,
სევდით ივსება ავზი,
ასე შევცურავ-ბლუზით.
შენ გირჩევნია ჯაზი,
მე ვამჯობინე ბლუზი
ველტვი აღმართ გზებს -ხვეულს,
ეს სიმარტივე მზღუდავს.
შენ ეწაფები სხეულს,
გთხოვ ნუ განსჯი შენი სამრეკლოდან
არ იცი რამდენი სართულია,
ზოგს რაც სასაცილოდ არ ეყოფა,
სხვისთვის რას გაიგებ რა რთულია.
ყველას გააჩნია თავის ,,მტკივა,,
ყველას თავის,,მინდა გააჩნია.
ვარსკვლავს მიჰყვებიან ჩემო
და არა ვარსკვლავი მათ.
შენ მე ისევ ისე მჩემობ,
მე კი მეტად აღარ ვარ.
გზასაც მიჰყვებიან ჩემო.
გზას კი მიზანი არ აქვს.
ახლა აღარაფერს ვგრძნობ და
შენ კვლავ ჩემზე დარდი გკლავს.
ჩემგან არაფერი დარჩა.
თავისუფალი მოგზაურები
თავისუფალი მოგზაურები
გზას მიჰყვებიან ჩემსავ სიზმრებში,
ქარს მიჰყვებიან...
ხატავენ სივრცეს,
თავქარიანი ჩემი ფიქრები.
რა არის მათთვის სევდები ჩემი?
საგზლად მიაქვთ და მაინც არ ჰყოფნით.