© 2026 ყველა უფლება დაცულია
მეორე დღეს სამსახურში ისეთ დროს მოვდივარ, რომ პირდაპირ დამკვეთის შეხვედრას დავესწრო. ოფისში შევდივარ თუ არა საათს ვუყურებ. კარგი დროა ყავის აღებასაც მოვასწრებ. ყავით ხელში მივემართები კრების ოთახისკენ და გამჭვირვალე მინებში უკვე ვხედავ იქ შექმნილ ვითარებას,
აქ რა გვინდა? ვკითხე და ქოხის წინ მდგარს გვერდით ამოვუდექი. _ რას უყურებ? ინტერესით შევხედე ხის სახლს, თითქოს პირველად ვხედავდი. ისე კი ვფიქრობდი, რად უნდოდა ამხელა სასახლეს ეს პატარა ნაგებობა. რა დანიშნულება ჰქონდა მას.
რაციონალურობას, ასეთი რამ რომ მქონოდა, უნდა ეკარნახა, რომ ჩემივე სიმშვიდისთვის, ანდაც იქნებ უსაფრთხოებისთვისაც აჯობებდა, თუ ამ ყველაფერს მოვშორებოდი. თუ ყველაფერს, რაც აქ ვნახე, ან განვიცადე უბრალოდ დავივიწყებდი, ბარგს ჩავალაგებდი და უკან სახლში დავბრუნდებოდი.
ადრე, ძალიან ადრე, მაშინ როცა ბუნება ჯერ კიდევ ესაუბრებოდა ადამიანს, მაშინ როცა ტყეებში ტყის სულები, მდინარეებში მდინარის ალები სახლობდნენ და ღამეები უჩვეულოდ თბილი და ნათელი იყო, ადამიანებს სცოდნიათ საკუთარი სიკვდილის დრო, იცოდნენ როდის სრულდებოდა დედამიწაზე მათი ყოფნის ხანა და ამის მიხედვით ატარებდნენ საკუთარ ცხოვრებას...
ეს ისტორია მეოცნებეთა ლიგის ექსპერიმენტების სერიიდან გახლავთ, ჩემი და ვერას ერთობლივი ნამუშევარია და ვფიქრობ ნამდვილად მოგხიბლავთ სიუჟეტი და მოულოდნელი, არაორდინალური დასასრული, იწყებს ვერა, ვაგრძელებ მე 😉
ზეგ ჰარის მოკლავენ! სახე შეეცვალა მეთს. _ თავიდან შენ იყავი მათი სამიზნე, უმეტესად უცხოებს ირჩევენ. მაგრამ ჩათვალეს, რომ მოკვდი და ოზიმ, როგორც ჩანს, ჰარიზე შურისძიება გადაწყვიტა. აქამდე შინაური თითქმის არასდროს გაუწირიათ! რა ჯანდაბად აკეთებენ მაგას? უამრავი სულელური რაღაც მინახავს ჩემი ხანგრძლივი მოგზაურობის მანძილზე
სიჩუმე უცნაური რამაა, უმეტესად სასიამოვნოდ ხმაურობს, მაგრამ დუმილი? ეს მეტად რთულია. დუმილი ყოველთვის უწყინარი სიჩუმე არაა, ის შეიძლება იყოს უარი, თანხმობა, მანიპულაცია, ძალადობა, შიში, თავდაცვის არცთუ სახარბიელო საშუალება, თანამონაწილეობა და გულგრილობა.
შეცდომებს, რომლებსაც წარსულში ვუშვებთ, წარსულსვე ვუტოვებთ და არ ვფიქრობთ იმ გავლენაზე, რასაც ისინი ახდენენ ჩვენს შემდგომ ცხოვრებაზე. ისე ვივიწყებთ, თითქოს ჩვენ თავად არ ვიყავით მათი შემოქმედი. უცნაური ჩვევა აქვს ადამიანს, შეუძლია საკუთარი დიდი თუ პატარა შეცდომები სხვას მარტივად გადააბრალოს.
ხდება ხოლმე ცხოვრებაში, რომ სრულიად მსგავს სიტუაციაში, ერთი ადამიანი მეტად ავლენს სწრაფვას პირველობისკენ, ვიდრე მეორე, ანდაც თანაბარი შესაძლებლობების მიუხედავად, ერთი მეტად სიცოცხლის უნარიანია, ვიდრე მეორე. სტრესი, რომელიც ერთისთვის მოტივატორი ხდება, რომ მიზანს მიაღწიოს, მეორისთვის დასასრული აღმოჩნდება ხოლმე
კლდის ვიწრო ნაპრალის წინ იჯდა. რაღაც ხანი იყო თავს აქ აფარებდა, პატარა ბუნებრივი გამოქვაბული სრულიად კმაროდა მის იმჟამინდელ სიტუაციას. მეტიც კი იყო და სწორედ ეს მეტი დაუთმო მას. აბეზარს, ხმაურიანს, მოუსვენარს.