© 2026 ყველა უფლება დაცულია
მიყვარს როცა ფიქრისთვის და ჩემს გონებაში ამ ბოლო დროს აღმოჩენილი უცნაური და სიბნელით სავსე ნაპრალებიდან ამომავალი იდუმალი ჩურჩულის მოსმენისთვის დრო მაქვს, სიჩუმე... ღმერთო ხანდახან რა კარგია როცა ირგვლივ სამარისებური სიჩუმე დგას...
მიყვარს როცა ფიქრისთვის და ჩემს გონებაში ამ ბოლო დროს აღმოჩენილი უცნაური და სიბნელით სავსე ნაპრალებიდან ამომავალი იდუმალი ჩურჩულის მოსმენისთვის დრო მაქვს, სიჩუმე... ღმერთო ხანდახან რა კარგია როცა ირგვლივ სამარისებური სიჩუმე დგას...
სამყარო ბალანსია, არანაირი სიკეთე და ბოროტება, კარგი და ცუდი, შავი და თეთრი, ლამაზი და მახინჯი აქ არ არსებობს. ეს ადამიანებმა მოიგონეს, რათა ადვილად გაეგოთ ის, რასაც მიუხედავად ყველა მცდელობისა, მაინც ვერაფრით იგებენ.
ხშირად, როცა არჩევანზე მიდგება საქმე, ადამიანის ფიქრებს უნებლიე ანგარება ერევა. და გადამწყვეტ მომენტში ის მნიშვნელოვანი, რაც უფრო მომგებიანია. ასეთ დროს უკან იხევს ყველაფერი, რაც რეალურად ღირებულია და არჩევანს აკეთებენ არა გულის, ანდაც გონების, არამედ მხოლოდ ხორციელის, ხელშესახების, ფასეულის მიხედვით.
შეცდომებს, რომლებსაც წარსულში ვუშვებთ, წარსულსვე ვუტოვებთ და არ ვფიქრობთ იმ გავლენაზე, რასაც ისინი ახდენენ ჩვენს შემდგომ ცხოვრებაზე. ისე ვივიწყებთ, თითქოს ჩვენ თავად არ ვიყავით მათი შემოქმედი. უცნაური ჩვევა აქვს ადამიანს, შეუძლია საკუთარი დიდი თუ პატარა შეცდომები სხვას მარტივად გადააბრალოს.
ხდება ხოლმე ცხოვრებაში, რომ სრულიად მსგავს სიტუაციაში, ერთი ადამიანი მეტად ავლენს სწრაფვას პირველობისკენ, ვიდრე მეორე, ანდაც თანაბარი შესაძლებლობების მიუხედავად, ერთი მეტად სიცოცხლის უნარიანია, ვიდრე მეორე. სტრესი, რომელიც ერთისთვის მოტივატორი ხდება, რომ მიზანს მიაღწიოს, მეორისთვის დასასრული აღმოჩნდება ხოლმე
საბას გადარჩენით მოპოვებული სიმშვიდით თრობა, სასიამოვნო აღმოჩნდა. თითქოს ყველაფერი დასტაბილურდა და ჩვეულ ფორმას დაუბრუნდა. ჩემ არჩეულ საქმეს ვასრულებდი და მხოლოდ კარგს ვისრუტავდი შემხვედრი მგზავრებისგან. ერთი ფიქრით ისიც კი დავუშვი, რომ ყველაფერი გაქრა და წარსულში მოვიტოვეთქო.
თავსხმა წვიმას ერთი ნაბიჯით ავასწარი ავტობუსში. ასეთი სიცივე დიდიხანია არ მეგრძნო. არასასიამოვნო დილის სუსხი, ნესტიანი და ცივი ჰაერი, თითქოს ფილტვებს კაწრავდა. ნახევრად ცარიელ ტრანსპორტში თავისუფალი ადგილების ფართო არჩევანი დამხვდა და მეც განმარტოვებულ სკამზე ჩამოვჯექი. სითბო მესიამოვნა, რადგან წინ დიდი გზა მქონდა ყურსასმენები გავიკეთე და თვალებს მოხუჭვის საშუალება მივეცი.
ეს პატარა ამბები სადგური N 6_ ის ჩანართებია. ამბებს რიგ რიგობით ვყვებით კოცონთან, როცა ანტონიოს ქოხის წინ ვათევთ ღამეს. ყველა ცდილობს ამბავი, საინტერესო, საშიში და რეალური იყოს. თქვენ როგორ გგონიათ, ვინ მოყვა ნამდვილი ამბავი და ვინ გამოიგონა?
წლები ვცხოვრობდი განდობილებთან, წლები ისე გადიოდა, დროთა სვლას ვერ ვგრძნობდი. თანდათან მავიწყდებოდა საკუთარი თავი, ყველაფერს ფარავდა უდროო სივრცის, თუ დროის მარყუჟის დაუნდობელი მდინარება.