© 2026 ყველა უფლება დაცულია
დილა თენდება და თავს ზედმეტად ენერგიულად ვგრძნობ. ყველა სევდა საღამოს ბარდება, ახალი დღე კი ახალი სევდების დაგროვებას ეთმობა, რომ საღამოს კვლავ დაღამებას გავატანო. დილიდან ყურადღებით ვარ, რომ მეზობლის გამოჩენა არ გამომრჩეს. აივანს თითქმის არ ვცილდები. იქ ვჭამ და იქ ვსვამ, მაგრამ უშედეგოდ. ჩემი ცივი მეზობელი არსად ჩანს. კვლავ ღამდება.
მკვლელი“ ფანჯარასთან ვდგავარ. რვა საათის შესრულებას ოცი წუთი აკლია. სკვერს გავყურებ. ადგილს სადაც სამანტას უნდა შევხვდე. მსუბუქი ნიავი არხევს ხის კენწეროებს, ეს საკმარისი არ იქნება ფრანის გასაშვებად, მაგრამ მე მას დავპირდი.
ამას მეოთხე თავი აწერია, მაგრამ მესამე თავის გაგრძელებაა ამიტომაც არის პატარა. მალე მომდევნო თავსაც დავდეეებ. 😉 ,,,,,,ჭიქას თვალი ავარიდე და მაგიდაზე ისე დავდგი, რომ ხელი აღარ დამეკარებინა. „პროტოკოლი: უცხო სითხეებსა და საკვებს არ გავეკარო.,,,,,,
- დავიჯერო არ მოვეწონე თუ ნეტავ იმ უზარმაზარი სათვალის გამო ვერ ხედავს ვერაფერს? -მოღუშულმა გახედა მეზობლის სახლის სახურავს და ყვავილების მორწყვა განაგრძო, ცოტა ხანში საერთოდ აღარ ახსოვდა რაც მოხდა...
,,მკვლელი,, მთელი დღეა ჩემი ბინის სამალავიდან ვაკვირდები ობიექტს. ის დილიდან ფრანს ჩაჰკირკიტებს, მე კი დილიდან ჩემს სურვილს ვებრძვი. საღამო ახლოვდება. საათს ვამოწმებ ზუსტად შვიდია. სარკის წინ ვდგავარ და საკუთარ თავს ვაკვირდები. უცნაური გრძნობა მაქვს, იმას ვაკეთებ რასაც არ უნდა ვაკეთებდე.
დილით თვალები რომ გავახილე, პირველი, რაც გამახსენდა, იყო რომბისებრი ფრანის აწყობის ინსტრუქცია,, ღამე ვერ მოვითმინე და მაინც გადავამოწმე ყველაფერი სადაც მის აწყობაზე რამე ეწერა. მგონი, ეს ჩემი პროფესიონალიზმის სრული კრახია.
ერთი კვირა სრულდება, რაც ობიექტზე დაკვირვება დავიწყე. ჩემი სამიზნე სრულიად არაპროგნოზირებადი, ქაოსური პიროვნებაა. არანაირი განრიგი არ გააჩნია, არანაირი სტანდარტული მარშრუტები. ასეთ ტიპებს ჩემს პროფესიაში „ცოცხალ რისკებს“ ვეძახით
მეორე დღეს სამსახურში ისეთ დროს მოვდივარ, რომ პირდაპირ დამკვეთის შეხვედრას დავესწრო. ოფისში შევდივარ თუ არა საათს ვუყურებ. კარგი დროა ყავის აღებასაც მოვასწრებ. ყავით ხელში მივემართები კრების ოთახისკენ და გამჭვირვალე მინებში უკვე ვხედავ იქ შექმნილ ვითარებას,
სულ ბოლოს ხელს ძველი ნეილონის აჟურული წინდები ამოჰყვა, ადრე „ჩულქებს“ რომ ეძახდნენ. - ეს აქ საიდან? - გაიკვირვა ნინომ, - ის ხომ დაიკარგა. ამის გულისთვის ბებიამ სულ ჭინჭრით დამისუსხა ფეხები: შენ მოიპარეო, დიდი ხანია მასზე თვალი გეჭირაო. მე კი არ ამიღია. მაშინ იმდენი ვიტირე, ვიფიცე, მაგრამ არ დამიჯერეს.
- გოგოზე ვფიქრობ რომლის აივანიც ფერადი ყვავილებით არის მორთული და რომელიც საკუთარ ეზოზე ოცნებობს, ეზოზე რომელშიც აუცილებლად იქნება კლემატისებით დაფარული ხის ფანჩატური.