© 2026 ყველა უფლება დაცულია
ნუნუ ბარბაქაძე
4.33
16.03.2026
1691
მაღაზიის კარი შევაღე.არყის ბოთლს ხელი დავავლე.ბევრი არჩევა არც დამიწყია.საფასური გადავიხადე და სწრაფად გამოვედი. ქუჩას მივყვებოდი.არყის ბოთლი გულში მქონდა ჩახუტებული სტაჟიანი ლოთივით...
26.08.2025
475
- თქვენ იცით რომ ბევრი ფული დაიკარგა? დატოვებული მქონდა სკოლაში და აღარ არის!-- ჯოხმა ისეთი ბრახვანი გაადინა მაგიდაზე ყველანი შევხტით. მერე შეშინებულებმა ერთმანეთს გადავხედეთ და სატირლად მოვემზადეთ. უცებ ვხედავ ნაუმიმ ეშმაკურად მოჭუტა თვალები და ვალერა მასწავლებელს გახედა...
26.08.2025
341
წამოვხტი და ის იყო უკან უნდა გავკიდებოდი, დააფრინდა ქორი წიწილს, ატეხა კრუხმა ვაიუშველებელი, ვიღას ახსოვდა ტარიელი და ნესტანი, ან გია სადღა მომაგონდა, წიწილა კი გადავარჩინე, მაგრამ...
22.08.2025
1236
ვიჯექი და ვგრძნობდი რომ ვერ ვიყავი კარგად. თითქოს ბურუსი ჩამოწვა,ჰაერი არ მყოფნიდა. ბარის ჩახუთულ სივრცეს დავაბრალე და ჰაერზე გასვლა გადავწყვიტე. წამოვიწიე და ვერ ავდექი...
22.08.2025
269
მტრედების მოშენება დაიწყო.შესცქეროდა დაბლიდან თეთრად მოფარფატე მტრედებს ბედნიერი ღიმილით და უსტვენდა. მტრედები ცაში მარყუჟს აკეთებდნენ და მერე მხრებზე ასხდებოდნენ პატრონს.
22.08.2025
410
დედა მინავლულ ნაკვერჩხლებზე შეშას აწყობდა, ალი გაუბედავად, უძლურად აპარპალდა, მერე მოძლიერდა და შეშებს მოედო. იმ კაცს თვალს ვერ ვუსწორებდი, მოჯადოებულივით შევყურებდი მოცეკვავე ცეცხლის ენებს.
22.08.2025
261
გახედე ბოშო,შეუყვირე,იქნებ გაბრუნდეს! აფსუს სოფელო! სარბიელი დარჩა ნადირებს! ეს ძაღლიც მგონი შეეჩვია და აღარც უყეფს, ანდა მიხვდა,რომ მის ხმას მაინც არვინ გაიგებს!