© 2026 ყველა უფლება დაცულია
ლალი კუტალაძე
5
13.07.2026
383
სულ ბოლოს ხელს ძველი ნეილონის აჟურული წინდები ამოჰყვა, ადრე „ჩულქებს“ რომ ეძახდნენ. - ეს აქ საიდან? - გაიკვირვა ნინომ, - ის ხომ დაიკარგა. ამის გულისთვის ბებიამ სულ ჭინჭრით დამისუსხა ფეხები: შენ მოიპარეო, დიდი ხანია მასზე თვალი გეჭირაო. მე კი არ ამიღია. მაშინ იმდენი ვიტირე, ვიფიცე, მაგრამ არ დამიჯერეს.
11.06.2026
96
კობა ნაღვლიანად შესცქეროდა მესამე სართულის ჩაბნელებულ ფანჯრებს, სადაც უდარდელი და უზრუნველი ცხოვრება ჰქონდა. თავს ევლებოდნენ და ნებისმიერ სურვილს უსრულებდნენ. ეჰ, რა დრო იყო! მერე ხელი მოჰკიდა მძიმე ჩანთებს და მანქანამდე მიათრია.
03.06.2026
1123
ფსიქიატრს ეჭვი აღარ ეპარებოდა, უნიკალურ მოვლენასთან ჰქონდა საქმე. ადამიანი ჯერ გაახალგაზრდავდა, ხოლო მერე ერთ ღამეში თავის ბუნებრივ ასაკს დაუბრუნდა, ისეთ უნიკალურ მოვლენასთან, რომელსაც კაცობრიობის წერილობით ისტორიაში ანალოგი არ გააჩნია. არც ეგვიპტურ პაპირუსებში, არც შუა საუკუნეების ქრონიკებში, არც თანამედროვე მედიცინაში არ არსებობს დადასტურებული შემთხვევა ადამიანის სრული ბიოლოგიური გაახალგაზრდავებისა.
07.05.2026
423
დილიდან ვზივარ ოფისში და როგორც ყოველთვის ველოდები კლიენტს. გარეთ უღიმღამო ამინდია, ჟინჟლავს. კლიენტურა ძალიან შემცირდა. ყველა ამაზე წუწუნებს. ან რა მიკვირს! ვისაც საზღვარგარეთ გასამგზავრებელი საბუთები ვუთარგმნე, ოჯახით გადაიხვეწა უცხოეთში, უკან არავინ დაბრუნებულა. შემოდის ახალგაზრდა ქალი შეწუხებული სახით. მაწვდის ხელნაწერს სათარგმნად. - რა ენაზე გნებავთ თარგმნა, ქალბატონო?
13.03.2026
1640
გათხრილი საფლავის წინ თვალცრემლიანი კაცი მხრებჩამოყრილი იდგა და შვილების და ყველა იქ თავმოყრილი ჭირისუფლების წინაშე ფიცს სდებდა: „გპირდები, ჩემო დიანა, რომ შენს ადგილს არავინ დაიკავებს. მე ცოლს აღარ მოვიყვან! არასდროს!“ კაცის გულმხურვალე სიტყვებმა ბევრს ცრემლი მოჰგვარა თვალებზე - როგორ ჰყვარებია ცოლი.
15.12.2025
825
ენუემენტი ის მწარე განცდაა, როდესაც იღებ პასუხს კითხვაზე, რომელიც დიდი ხანია გაწუხებს და გსურს წარსულში დაბრუნდე, რათა საკუთარ თავს მომავლის შესახებ უამბო. ზოგჯერ გინდა დაბრუნდე წარსულში, რომ საკუთარ თავს მოუყვე შენს მომავალზე. მომავალში შენ უკვე ყველა კითხვაზე იცი პასუხი, რაც ასე გაწუხებდა, და გინდა დაბრუნდე წარსულში, რომ ამცნო საკუთარ თავს ამის შესახებ.
29.11.2025
3231
წვიმამ მოულოდნელად დასცხო. მზიამ თავის შეფარება ვერსად მოასწრო და ისე გაილუმპა, კაბა ტანზე მიეტმასნა და წვიმის წვეთები წურწურით ჩამოსდიოდა. ქუჩაში ჩქარი ნაბიჯით მამავალს უცებ მანქანამ გაუჩერა და „დაბრძანდით, ქალბატონო,“ – კარი გაუღო მძღოლმა. შეციებულ და გაწუწულ მზიას მძღოლისთვის არც შეუხედავს, ისე ჩაჯდა მანქანის უკანა სავარძელში..
30.09.2025
927
ცისია ჩამოვიდა სოფელში. ცისია? სასმელისგან დასიებული და ჩაწითლებული თვალები ძლივს გაახილა ბოჩიამ. გაბრუებული გონება ბოლომდე ვერ აცნობიერებდა ნათქვამს, ხოლო დაბუჟებული სხეული ბოლომდე არ ემორჩილებოდა. - უნდა ვნახო, - ტახტიდან წამოდგომა დააპირა. - საით? ფეხზე ვერ დგები. დაბარბაცდა. ისევ ტახტს გადაემხო. ცისია... ცისია...
14.09.2025
1527
- ქალიშვილი ხარ? სერიოზულად? - ჰანსი გაოცებული უყურებდა შორენას. ვერ იჯერებდა, როგორ შეიძლებოდა ქალიშვილი ყოფილიყო 31 წლის ქალი. ან ვინმე არ მოსწონდა? ან არ ჰყვარებია? ან მამაკაცთან ყოფნის სურვილი არასდროს გასჩენია? მისთვის წარმოუდგენელი იყო ამ ასაკში ქალიშვილად ყოფნა!
29.08.2025
665
გაცნობისას ორივე შუახნის ასაკს გადაცილებული იყო, წლების სიმრავლე და განვლილი ცხოვრება თან სდევდათ, მაგრამ ორივეს სურდა ბედნიერება. ბედნიერება და სიყვარული ადამიანს ყველა ასაკში სჭირდება. ის ალამაზებს ცხოვრებას, განსაკუთრებით შუახნის ასაკში, როცა სული ესოდენ მიილტვის სრულყოფილებისკენ.