© 2026 ყველა უფლება დაცულია
მიყვარს როცა ფიქრისთვის და ჩემს გონებაში ამ ბოლო დროს აღმოჩენილი უცნაური და სიბნელით სავსე ნაპრალებიდან ამომავალი იდუმალი ჩურჩულის მოსმენისთვის დრო მაქვს, სიჩუმე... ღმერთო ხანდახან რა კარგია როცა ირგვლივ სამარისებური სიჩუმე დგას...
შემოწია ქალმა ფეხი სხვა რა გზა ჰქონდა, ისედაც ნახევარზე მეტი შიგნით იყო მაინც, დაიკეტა კარი და დაიძრა თუ არა, ჩემს გვერდით აქამდე წყნარად მდგარმა და აშკარად გვარიანად მთვრალმა კაცმა იღრიალა მთელი ხმით, შენ ბიჭო რანაირად ელაპარაკები დედისტოლ ქალსო...
სამყარო ბალანსია, არანაირი სიკეთე და ბოროტება, კარგი და ცუდი, შავი და თეთრი, ლამაზი და მახინჯი აქ არ არსებობს. ეს ადამიანებმა მოიგონეს, რათა ადვილად გაეგოთ ის, რასაც მიუხედავად ყველა მცდელობისა, მაინც ვერაფრით იგებენ.
ხშირად, როცა არჩევანზე მიდგება საქმე, ადამიანის ფიქრებს უნებლიე ანგარება ერევა. და გადამწყვეტ მომენტში ის მნიშვნელოვანი, რაც უფრო მომგებიანია. ასეთ დროს უკან იხევს ყველაფერი, რაც რეალურად ღირებულია და არჩევანს აკეთებენ არა გულის, ანდაც გონების, არამედ მხოლოდ ხორციელის, ხელშესახების, ფასეულის მიხედვით.
სიჩუმე უცნაური რამაა, უმეტესად სასიამოვნოდ ხმაურობს, მაგრამ დუმილი? ეს მეტად რთულია. დუმილი ყოველთვის უწყინარი სიჩუმე არაა, ის შეიძლება იყოს უარი, თანხმობა, მანიპულაცია, ძალადობა, შიში, თავდაცვის არცთუ სახარბიელო საშუალება, თანამონაწილეობა და გულგრილობა.
ხდება ხოლმე ცხოვრებაში, რომ სრულიად მსგავს სიტუაციაში, ერთი ადამიანი მეტად ავლენს სწრაფვას პირველობისკენ, ვიდრე მეორე, ანდაც თანაბარი შესაძლებლობების მიუხედავად, ერთი მეტად სიცოცხლის უნარიანია, ვიდრე მეორე. სტრესი, რომელიც ერთისთვის მოტივატორი ხდება, რომ მიზანს მიაღწიოს, მეორისთვის დასასრული აღმოჩნდება ხოლმე
თავსხმა წვიმას ერთი ნაბიჯით ავასწარი ავტობუსში. ასეთი სიცივე დიდიხანია არ მეგრძნო. არასასიამოვნო დილის სუსხი, ნესტიანი და ცივი ჰაერი, თითქოს ფილტვებს კაწრავდა. ნახევრად ცარიელ ტრანსპორტში თავისუფალი ადგილების ფართო არჩევანი დამხვდა და მეც განმარტოვებულ სკამზე ჩამოვჯექი. სითბო მესიამოვნა, რადგან წინ დიდი გზა მქონდა ყურსასმენები გავიკეთე და თვალებს მოხუჭვის საშუალება მივეცი.
კლდის ვიწრო ნაპრალის წინ იჯდა. რაღაც ხანი იყო თავს აქ აფარებდა, პატარა ბუნებრივი გამოქვაბული სრულიად კმაროდა მის იმჟამინდელ სიტუაციას. მეტიც კი იყო და სწორედ ეს მეტი დაუთმო მას. აბეზარს, ხმაურიანს, მოუსვენარს.
იმ ღამეს ქარი ამოვარდა, გამეტებით ახლიდა ხის ტოტებს ერთმანეთს. საშინელი, ავი ღმუილით ქროდა. ქარიშხალი ჩრდილებად ცეკვავდა საძინებლის კედლებზე. ვიწექი საბანში ბავშვივით მოკუნტული, გატრუნული და საკუთარ ავად მომზირალ ანარეკლს ავყურებდი ჭერზე უზარმაზარ აკრული სარკეში.
წლები ვცხოვრობდი განდობილებთან, წლები ისე გადიოდა, დროთა სვლას ვერ ვგრძნობდი. თანდათან მავიწყდებოდა საკუთარი თავი, ყველაფერს ფარავდა უდროო სივრცის, თუ დროის მარყუჟის დაუნდობელი მდინარება.