© 2026 ყველა უფლება დაცულია
დილა თენდება და თავს ზედმეტად ენერგიულად ვგრძნობ. ყველა სევდა საღამოს ბარდება, ახალი დღე კი ახალი სევდების დაგროვებას ეთმობა, რომ საღამოს კვლავ დაღამებას გავატანო. დილიდან ყურადღებით ვარ, რომ მეზობლის გამოჩენა არ გამომრჩეს. აივანს თითქმის არ ვცილდები. იქ ვჭამ და იქ ვსვამ, მაგრამ უშედეგოდ. ჩემი ცივი მეზობელი არსად ჩანს. კვლავ ღამდება.
მკვლელი“ ფანჯარასთან ვდგავარ. რვა საათის შესრულებას ოცი წუთი აკლია. სკვერს გავყურებ. ადგილს სადაც სამანტას უნდა შევხვდე. მსუბუქი ნიავი არხევს ხის კენწეროებს, ეს საკმარისი არ იქნება ფრანის გასაშვებად, მაგრამ მე მას დავპირდი.
ამას მეოთხე თავი აწერია, მაგრამ მესამე თავის გაგრძელებაა ამიტომაც არის პატარა. მალე მომდევნო თავსაც დავდეეებ. 😉 ,,,,,,ჭიქას თვალი ავარიდე და მაგიდაზე ისე დავდგი, რომ ხელი აღარ დამეკარებინა. „პროტოკოლი: უცხო სითხეებსა და საკვებს არ გავეკარო.,,,,,,
- დავიჯერო არ მოვეწონე თუ ნეტავ იმ უზარმაზარი სათვალის გამო ვერ ხედავს ვერაფერს? -მოღუშულმა გახედა მეზობლის სახლის სახურავს და ყვავილების მორწყვა განაგრძო, ცოტა ხანში საერთოდ აღარ ახსოვდა რაც მოხდა...
,,მკვლელი,, მთელი დღეა ჩემი ბინის სამალავიდან ვაკვირდები ობიექტს. ის დილიდან ფრანს ჩაჰკირკიტებს, მე კი დილიდან ჩემს სურვილს ვებრძვი. საღამო ახლოვდება. საათს ვამოწმებ ზუსტად შვიდია. სარკის წინ ვდგავარ და საკუთარ თავს ვაკვირდები. უცნაური გრძნობა მაქვს, იმას ვაკეთებ რასაც არ უნდა ვაკეთებდე.
დილით თვალები რომ გავახილე, პირველი, რაც გამახსენდა, იყო რომბისებრი ფრანის აწყობის ინსტრუქცია,, ღამე ვერ მოვითმინე და მაინც გადავამოწმე ყველაფერი სადაც მის აწყობაზე რამე ეწერა. მგონი, ეს ჩემი პროფესიონალიზმის სრული კრახია.
ერთი კვირა სრულდება, რაც ობიექტზე დაკვირვება დავიწყე. ჩემი სამიზნე სრულიად არაპროგნოზირებადი, ქაოსური პიროვნებაა. არანაირი განრიგი არ გააჩნია, არანაირი სტანდარტული მარშრუტები. ასეთ ტიპებს ჩემს პროფესიაში „ცოცხალ რისკებს“ ვეძახით
მეორე დღეს სამსახურში ისეთ დროს მოვდივარ, რომ პირდაპირ დამკვეთის შეხვედრას დავესწრო. ოფისში შევდივარ თუ არა საათს ვუყურებ. კარგი დროა ყავის აღებასაც მოვასწრებ. ყავით ხელში მივემართები კრების ოთახისკენ და გამჭვირვალე მინებში უკვე ვხედავ იქ შექმნილ ვითარებას,
ალბათ ყველაფერს მოედო ხავსი და ალბათ უკვე ვეღარც იხარებს: ეზო, რომელიც ძილშიღა გვახსოვს, სახლი, რომელიც გადავიყვარეთ. სამაგიეროდ... სამაგიეროდ, ქვეყნის ტალახი გვათოვს და გვაწვიმს... შენ დაიფარე, ღმერთო ძლიერო, საკუთარ ფესვებს მომწყდარი კაცი - ოთარ ჭილაძე
კიმოთე ბრუნდება, ჩემი ოფისის, ჩემი რეკლამის, ჩემს გუნდთან ერთად. ფაქტია ძალიან მიჭირს იმის გათავისება, რომ მხოლოდ მე აღარ მეკუთვნის არც ოფისი და არც საქმე. ოთახში სიცილ-კისკისით შემოდიან. ცოტა ეგოისტობა მეძალება მათ, რომ ვხედავ ასე ბედნიერებს ახალ უფროსთან ერთად, მაგრამ კიმოთე კი არა დედა ბუნება, რომ დამიდგეს წინ, მაინც ვერავინ მაიძულებს ჩემს გუნდთან ურთიერთობის გაფუჭებას.