© 2026 ყველა უფლება დაცულია
ტელიოსი, თავად სიმშვიდის წყარო, ჩემს გვერდით იყო, გარეთ თოვდა. სადღაც სასახლეში ჩემს მეგობრებს ეძინათ. და ანდრე? ანდრეც იქვე იყო. და რაც არ უნდა უცნაურად მოგეჩვენოთ, იმ წამს ანდრეზე საერთოდ არ ვფიქრობდი.
რა ხდება ჩვენს თავს? _ ისე ჩუმად მკითხა ნათიამ, თითქოს არ სურდა, უცნობი ადამიანი მისი მღელვარების მოწმე გამხდარიყო. ნერვიულობდა, ადგილს ვერ პოულობდა; გვერდით მომიჯდა და სცადა შიშისგან და გაურკვევლობისგან გამოწვეული აკანკალებული თითები ჰუდის ჯიბეში დაემალა.
რა ხდება ამა? — ჩურჩულით მკითხა ნათიამ. სწორედ მაშინ მთვარემ თავი დააღწია ღრუბლებს და იქაურობა გაგვინათა. მე სიტყვები ყელში გამეჩხირა, ძრწოლის ყინვამ მთელი სხეული დამიზაფრა. წამით კინაღამ გული გამიჩერდა. შადრევანზე არცერთი გარგულია აღარ იჯდა.
მისაღების უზარმაზარ ფანჯარას გავხედე. ნაძვებს გადაღმა მზე ამოდიოდა ცაზე. სასახლეში მთვარის ვარდების ძილის დრო დგებოდა. არაფერზე ფიქრი აღარ შემეძლო. ცოტა უნდა დამეძინა, სულ მალე გოგოები მოვიდოდნენ და მზად უნდა ვყოფილიყავი.
მთელი ღამე თათბირობდნენ კაცები. სოფლის რამდენიმე უხუცესი ესწრებოდა მათ თათბირს. არ იცოდნენ ახლა რა გზას დასდგომოდნენ, როგორ გამოერჩიათ ადამიანებში მთვარის მორჩილები. თუ სოფელს თავს მიკელე ესხმოდა, გამოდის ის, რომელიც მთაში მოკალით უდანაშაულო იყო?
ტელიოს რა მოხდა მერე? ისე ვეკითხებოდი, თითქოს მიპასუხებდა. მის გვერდით ვიჯექი და კვლავ ნაცნობი სევდის სიმძიმეს ვგრძნობდი გულში. _ ან ახლა რა ხდება? რატომ პირდაპირ არ მომიყვებით? ვფიქრობდი და არ მესმოდა. მე იმდენი მითი და ლეგენდა მქონდა წაკითხული და ყველა ერთმანეთს ჰგავდა. ყველას ერთი ფაბულა ჰქონდა.
რაციონალურობას, ასეთი რამ რომ მქონოდა, უნდა ეკარნახა, რომ ჩემივე სიმშვიდისთვის, ანდაც იქნებ უსაფრთხოებისთვისაც აჯობებდა, თუ ამ ყველაფერს მოვშორებოდი. თუ ყველაფერს, რაც აქ ვნახე, ან განვიცადე უბრალოდ დავივიწყებდი, ბარგს ჩავალაგებდი და უკან სახლში დავბრუნდებოდი.
იმ ღამეს ქარი ამოვარდა, გამეტებით ახლიდა ხის ტოტებს ერთმანეთს. საშინელი, ავი ღმუილით ქროდა. ქარიშხალი ჩრდილებად ცეკვავდა საძინებლის კედლებზე. ვიწექი საბანში ბავშვივით მოკუნტული, გატრუნული და საკუთარ ავად მომზირალ ანარეკლს ავყურებდი ჭერზე უზარმაზარ აკრული სარკეში.
სიზმარი ჩემგან მორიგი ლიგიური თამაში იყო, სადაც ერთმანეთს სიზმარს ვუძღვნიდით, ზოგს ხუმრობით, ზოგს კაცმა არ იცის რა მიზნით ☝️😉🤨 წაიკითხეთ და დაფიქრდით, რას ამბობენ ჩვენი სიზმრები? ისინი ხომ სინამდვილეში ჩვენზე უფრო მეტს ყვებიან....
ეს პატარა ამბები სადგური N 6_ ის ჩანართებია. ამბებს რიგ რიგობით ვყვებით კოცონთან, როცა ანტონიოს ქოხის წინ ვათევთ ღამეს. ყველა ცდილობს ამბავი, საინტერესო, საშიში და რეალური იყოს. თქვენ როგორ გგონიათ, ვინ მოყვა ნამდვილი ამბავი და ვინ გამოიგონა?