სახეზე ვარსკვლავის მტვერი მაყრია...
ჩემს მხრებზე ნამდვილი ზეცაა გაშლილი.
ოჰ, როგორ მჭირდები სუნთქვავ სანატრელო...
ოჰ, როგორ ირევა ჩვენს შორის ამინდი....
შენ ამ სამყაროს ვერ უშველი,
ხოდა დანებდი.
მიენდე დღეებს, ყველაფერი იყოს სულ ერთი.
ახლა სამყარო ის არაა, რაც იყო უწინ.
ამომშრალია რადგან მისი მთელი სულეთი.
სატყუარაა ეს ფერები, მინდვრები, ზეცა.
გზებად ქცეული უდაბნოა ახლა სამყარო.
მოვედი, მაგრამ
არც კი ვიცი, რისთვის,
ან რატომ....
ისე დაღლილი, სევდიანი, ისე არარა...
ცარიელია ჩემი გული ფეთქვადაცლილი...
ცარიელია ტკივილიც კი არის, აღარა...
მოვედი, მაგრამ
აღარ მქვია ძველი სახელი...
აგიჩემე და შენთვის ვწერდი
ზღაპრებს არეულს...
ცხადი სიზმრები შევიჩვიე
ფიქრის საკენკით.
გადავივიწყე ყველა სიტყვა, შენ რაც გითხარი.
რომ სხვისთვის ვერ და არ გამენდო შენთვის ნამღერი.
ლექსი მძიმე, დრამატული და სიმბოლურია — სავსეა ტკივილით, შინაგანი ბრძოლის მოტივებით, დემონისა და იარის ხატებით. დაკარგული დრო ,რომელიც სიკვდილის შიშთან და სიცოცხლის ბოლომდე გატანილ ტკივილთანაა დაკავშირებული.
ამ ლექსის ლირიკული გმირი საკუთარ თავთან დიალოგშია, აქ გადმოცემული მთავარი ხაზი შინაგანი ბრძოლაა — „დემონთან“, რომელიც სინამდვილეში ადამიანისვე „მე“-ს ტკივილიანი, ბნელი სახეა.