სახეზე ვარსკვლავის მტვერი მაყრია...
ჩემს მხრებზე ნამდვილი ზეცაა გაშლილი.
ოჰ, როგორ მჭირდები სუნთქვავ სანატრელო...
ოჰ, როგორ ირევა ჩვენს შორის ამინდი....
გავმიჯნოთ სამყარო
მკვეთრი და ხავერდი...
ეს კანი ეს თმები სხვა ქარებს დავუთმოთ...
ცხოვრება არც ისე ლამაზი ვინმეა
და მაინც ასე მსურს ასე მწამს რა ვუყოთ?
გავმიჯნოთ დღეები და ცხადი სიზმრები...
მოვედი, მაგრამ
არც კი ვიცი, რისთვის,
ან რატომ....
ისე დაღლილი, სევდიანი, ისე არარა...
ცარიელია ჩემი გული ფეთქვადაცლილი...
ცარიელია ტკივილიც კი არის, აღარა...
მოვედი, მაგრამ
აღარ მქვია ძველი სახელი...
აგიჩემე და შენთვის ვწერდი
ზღაპრებს არეულს...
ცხადი სიზმრები შევიჩვიე
ფიქრის საკენკით.
გადავივიწყე ყველა სიტყვა, შენ რაც გითხარი.
რომ სხვისთვის ვერ და არ გამენდო შენთვის ნამღერი.
ლექსი მძიმე, დრამატული და სიმბოლურია — სავსეა ტკივილით, შინაგანი ბრძოლის მოტივებით, დემონისა და იარის ხატებით. დაკარგული დრო ,რომელიც სიკვდილის შიშთან და სიცოცხლის ბოლომდე გატანილ ტკივილთანაა დაკავშირებული.
ამ ლექსის ლირიკული გმირი საკუთარ თავთან დიალოგშია, აქ გადმოცემული მთავარი ხაზი შინაგანი ბრძოლაა — „დემონთან“, რომელიც სინამდვილეში ადამიანისვე „მე“-ს ტკივილიანი, ბნელი სახეა.