© 2026 ყველა უფლება დაცულია
ed na
0
10.09.2026
1913
ამასობაში, ზღვრამდე მივედი. მე მგონი, სუნიც მეცა სუდარის. შენღა ხარ ჩემი ბოლო იმედი და ჩემი ბოლო ნავსაყუდარი. ოღონდ, შენ ჩემო ბოლო იმედო და ჩემო ბოლო ნავსაყუდარო, ვინც მე გამწირა და გამიმეტა, იმას ვეკუთვნი კვლავ… სამუდამოდ. ირგვლივ წარსულის წყვდიადი მაკრავს და მივისწრაფი თავქვე ხალისით. გული კი ფეთქავს, ჯერ ფეთქავს, მაგრამ რაღასთვის ფეთქავს, თვითონ არ იცის. - ოთარ ჭილაძე
22.07.2026
1909
ალბათ ყველაფერს მოედო ხავსი და ალბათ უკვე ვეღარც იხარებს: ეზო, რომელიც ძილშიღა გვახსოვს, სახლი, რომელიც გადავიყვარეთ. სამაგიეროდ... სამაგიეროდ, ქვეყნის ტალახი გვათოვს და გვაწვიმს... შენ დაიფარე, ღმერთო ძლიერო, საკუთარ ფესვებს მომწყდარი კაცი - ოთარ ჭილაძე
12.03.2026
3639
-შენი ერთ-ერთი საყვარელი მწერლის სიტყვები ხომ გახსოვს.. -რომლის.. -დოჩანაშილის.. „დაწოლისას, დაძინებამდე არის ერთი, რაღაც პატარა, გარდამავალი წამი, როცა საკუთარი თავი ყველამ ვიცით“.. ჰოდა, ეს გარდამავალი წამი როდესაც დამიდგა, შენზე შეყვარებული აღმოვაჩინე ჩემი თავი.
27.06.2025
1991
ყოველ დილით გაღვიძების პირველივე წამიდან, ნამსხვრევებს ვაგროვებ, საკუთარ ნამსხვრევებს და ვცდილობ ყველაფერი ადგილზე დავაბრუნო.. თითქოს არასდროს დავმსხვრეულვარ, თითქოს ისევ მთელი ვარ.. ხანდახან ამის რეალურობაში ვრწმუნდები, თუმცა მომდევნო დღე დგება და ყველაფერი თავიდან იწყება..
18.06.2025
1607
"-კიდევ რომ დაკარგო მეხსიერება, ისევ მოახერხებს თავი შეგაყვაროს. -საიდან.. -გგონია საერთოდ გყავს დავიწყებული../? შენ სულს არ დავიწყებია, როდესაც ადამიანი გიყვარს მეხსიერება ვერ წაგართმევს.. "
17.06.2025
2966
ვერ გამოვძებნე შენთვის ადგილი ამ კარჩამოხსნილ, ცარიელ გულში, დაგკარგე კიდეც ასე ადვილად, ასეთი ტანჯვით ნაპოვნი გუშინ. როცა გაქრება ის, რასაც ვუძლებ, ჩამოილევა სიზმარი ავი, მხოლოდ ამას გთხოვ - იქნებ შენს მუხლზე ესვენოს ჩემი დაღლილი თავი... - თამაზ ჭილაძე