© 2026 ყველა უფლება დაცულია
არიადნა ანარქიშვილი
3.67
04.11.2025
3250
- „გაცვალეთ პარტნიორები,“ - ისმის ხმა. ჩემი ხდება. თითები წელზე მეხება. სითბოს ტალღა სხეულს ყველა ნაწილიდან თავისკენ მიემართება და ისევ უკან ბრუნდება. მისი სუნი ჰაერში რჩება. მწარე, ტკბილი, ცივი, მამაკაცური... თვალებს ვხუჭავ. ვცდილობ ფოკუსირება მუსიკაზე მოვახდინო. ჰო, ჩვენს შორის მუსიკა დგას, მაგრამ ჩემი სხეული სხვა რიტმს მიყვება.
04.11.2025
787
მე მზე მიყვარს. სიცხე. სანაპირო. ეს ერთადერთია რასაც ვერ ვთმობ. მალაგა მენატრება. დილის ხვატი, ფართოდ გახსნილი ფანჯრები. ყავის მწარე არომატი, ტალღების დამამშვიდებელი რიტმი... იქ თითქოს მარილითა და ლიმნის სურნელით გაჯერებული ჰაერიც ფლამენგოს ცეკვავს.
10.10.2025
709
მამაკაცური ინიციატივისა და ქალური მოლოდინის დიალოგი საწყისი. თვალებს ვხუჭავ, მინდა იგრძნოს რომ ნამდვილი ძალა თავისუფალ ვნებაშია. ნელი, გაწელილი ნაბიჯები... სამყარო ჩერდება. შემდეგ ტკივილიანი ელეგანტურობის გაიელვება და წამიერი, გაუცნობიერებელი ვნების კვალი. მენჯები ერთმანეთს ეხება. მოძრაობა მკვეთრი, ვნებიანი, აგრესიული. თითოეული ნაბიჯი - დამორჩილების მცდელობა. მოძრაობა და ფანტაზია...
29.09.2025
3000
ყველა უნაკლოდ მოძრაობს. ყველა ამოსუნთქვა გათვლილია. ყველა ნაბიჯი ერთ მიზანს ემსახურება: სრულყოფილებას. მხოლოდ მე დავფრინავ სხვა გრავიტაციით. - „გაცვალეთ პარტნიორები,“ - ისმის ხმა. ჩემი ხდება. თითები წელზე მეხება. მისი სუნი ჰაერში რჩება. მწარე, ტკბილი, ცივი, მამაკაცური... თითქოს სტერილურ ჰაერში ბუნტის ელემენტი იჭრება, ელვის სისწრაფით ცდილობს თითეული მოლეკულის გაჯერებას და მეც მის ტყვეობაში ვექცევი.