© 2026 ყველა უფლება დაცულია
- დაე იქმნას ნათელი, -ვამბობ და ნათურას ავყურებ რომელიც ელექტროენერგიის დავალიანების გადაუხდელობის გამო აგერ უკვე ერთი კვირაა არ ანთებულა, უაზრობაა არა? ისეთ ასაკში აღარ ვარ ზღაპრების მჯეროდეს და არც ისეთ მდგომარეობაში ღმერთის არსებობის მწამდეს...
-ვარსკვლავი ? - per aspera ad astra -through hardships to the stars.. -თუ გადმოვაქართულებთ.. ეკლიანი გზით ვარსკვლავებისკენ.. სიძნელის თქმას ეკლიანი ჯობია..
საგულდაგულოდ გაპრიალებულ შლემში არეკლილ საკუთარ სახეს ვუყურებ, თვალებს ვხუჭავ რომ ის არ დავინახო რისი დანახვაც არ მინდა და წარმოვიდგენ, საშინელი სისწრაფით ქროლვისას როგორ მეალერსება ქარი სხეულზე, წარმოვიდგენ და სულში სიმშვიდე მეღვრება...
მამა უყვირის დედას, დედა უყვირის მამას. მე ამ ყველაფერს ვხედავ, მაგრამ არ ვიმჩნევ-ვმალავ. თავს შევაფარებ საწოლს, ყურშას ჩავიკრავ გულში. მერე ოცნებევს ვაწყობ და ჩავჩურჩულებ ყურში:
მკითხველის გასაგონად, ამბის ავტორი ბატონი Aqua Sapiens, მე უბრალოდ ვდებ, მისივე ნებართვით. ))) ნისლი ისე დაბლა გაწოლილიყო, თითქოს თოვლიან მწვერვალებს კი არ ეხვეოდა, არამედ პირდაპირ მიწის ზედაპირიდან მოდიოდა და საუკუნოვან, გაშავებულ კოშკებს ბურუსში მალავდა. თეთრი პირისახის, მწვანეთვალება და შავთმიანი, თხელი აღნაგობის გოგონა მიკროავტობუსის ფანჯრის შუშას შუბლით მიეყრდნო.....
ცხოვრება ზედმეტად ხანმოკლეა იმისთვის რომ თუნდაც ათასში ერთხელ, საკუთარ თავთან მარტო დასარჩენად ვერ გამოვნახოთ დრო, არავის და არაფრის გამო არ ღირს საკუთარი თავის დაკარგვა, ეს კარგად დაიმახსოვრე...
ქუჩის კუთხეში იწვა, ქვეითთა გადასასვლელიდან ასე ათიოდე ნაბიჯში, იქ სადაც გარემოვაჭრეებს ტროტუართან ერთად სამანქანო გზის ნაწილიც გადაეკეტათ... გვერდით მცირე ზომის ზურგჩანთა ედო.
- გოგოზე ვფიქრობ რომლის აივანიც ფერადი ყვავილებით არის მორთული და რომელიც საკუთარ ეზოზე ოცნებობს, ეზოზე რომელშიც აუცილებლად იქნება კლემატისებით დაფარული ხის ფანჩატური.
კობა ნაღვლიანად შესცქეროდა მესამე სართულის ჩაბნელებულ ფანჯრებს, სადაც უდარდელი და უზრუნველი ცხოვრება ჰქონდა. თავს ევლებოდნენ და ნებისმიერ სურვილს უსრულებდნენ. ეჰ, რა დრო იყო! მერე ხელი მოჰკიდა მძიმე ჩანთებს და მანქანამდე მიათრია.
ფსიქიატრს ეჭვი აღარ ეპარებოდა, უნიკალურ მოვლენასთან ჰქონდა საქმე. ადამიანი ჯერ გაახალგაზრდავდა, ხოლო მერე ერთ ღამეში თავის ბუნებრივ ასაკს დაუბრუნდა, ისეთ უნიკალურ მოვლენასთან, რომელსაც კაცობრიობის წერილობით ისტორიაში ანალოგი არ გააჩნია. არც ეგვიპტურ პაპირუსებში, არც შუა საუკუნეების ქრონიკებში, არც თანამედროვე მედიცინაში არ არსებობს დადასტურებული შემთხვევა ადამიანის სრული ბიოლოგიური გაახალგაზრდავებისა.