© 2025 ყველა უფლება დაცულია
ჩანჩქერის მიმდებარე ტერიტორიაზე, უხვმა ნალექმა ჩამოშალა ფერდობი. რის შედეგადაც გამოჩნდა ადამიანის სხეულის ნაწილები. მიმდინარეობს ძიება. დამატებით ინფორმაციას გაგაცნობთ, როგორც კი ჩვენი გუნდი ადგილზე ჩავა და ყველაფერს დეტალებში გაარკვევს
ჩვენს პატარა ქალაქში, სადაც ყველა ყველას სახეზე იცნობდა და შეხვედრისას ესალმებოდა, ყველა, როგორც ერთი თანხმდებოდა, რომ ჩემი ქმარი იდეალური მეოჯახე იყო და ოჯახიც ამისდა შესაფერისად თითით საჩვენებელი ჰქონდა. კი ნამდვილად, ასეც იყო, ბედის საწუწუნო არაფერი მეთქმოდა. ჩემი ოჯახი ნამდვილად საამაყო იყო ჩემთვის
ყოველ დილით გაღვიძების პირველივე წამიდან, ნამსხვრევებს ვაგროვებ, საკუთარ ნამსხვრევებს და ვცდილობ ყველაფერი ადგილზე დავაბრუნო.. თითქოს არასდროს დავმსხვრეულვარ, თითქოს ისევ მთელი ვარ.. ხანდახან ამის რეალურობაში ვრწმუნდები, თუმცა მომდევნო დღე დგება და ყველაფერი თავიდან იწყება..
ისეთი გრძნობა მქონდა თითქოს უწონადობაში ვლივლივებდი, ოდნავ შემაღლებულ ფერდობზე ვიდექი, თეთრ თხელ კაბას თბილი ნიავი მიფრიალებდა და წიწვების სურნელი მოქონდა ჩემამდე, იქვე სულ ახლოს, მზის სხივებით გაბრწყინებული პატარა ლამაზი ტბა მოჩანდა, ტბის შუაგულში ეულად ტივტივებდა წითლად შეღებილი ცარიელი ნავი...
ვერ გამოვძებნე შენთვის ადგილი ამ კარჩამოხსნილ, ცარიელ გულში, დაგკარგე კიდეც ასე ადვილად, ასეთი ტანჯვით ნაპოვნი გუშინ. როცა გაქრება ის, რასაც ვუძლებ, ჩამოილევა სიზმარი ავი, მხოლოდ ამას გთხოვ - იქნებ შენს მუხლზე ესვენოს ჩემი დაღლილი თავი... - თამაზ ჭილაძე