© 2025 ყველა უფლება დაცულია
გაცივდა ყავა. ცუდად ვარ ასეც და ისეც, მაგრამ ეს არაფერს ცვლის, მაინც ძალიან მიყვარს ეს ხანმოკლე ცხოვრება, რომელშიც ბევრი დეტალია. მაინც მეყვარება ის, ვინც დიდიხანია მიყვარს და ამით სიამოვნებას ვიღებ, მიუხედავად იმისა, რომ ცალმხრივია. ცხოვრება უსასრულო აღმოჩენაა და ამისთვის მზად უნდა იყოთ, თუნდაც გვიან, მაგრამ ღირს.
ამბავი იმისა თუ ჩვენი ძვირფასი მერია და უძვირფასესი მერი როგორ ზრუნავენ ჩვენს ფიზიკურ და ( შიგადაშიგ არც თუ ისე მდგრად და ჯანსაღ ) სულიერ მდგომარეობაზე 😁
ნინას + სოფი=💛. „ ეწერა ძალიან დაბლა, ლამის მიწის ზედაპირზე, კუთხეში, თვალისგან მოფარებულ ადგილას. პაწაწინა გაუბედავი ასოებით. შევკრთი, გავშეშდი, გავირინდე. იქვე ჩავჯექი იმ ბავშვური წარწერის გვერდით და ისე, რომ თავადაც ვერ გავიგე როგორ, თვალები ცხელი ცრემლებით ამევსო.
ადამიანებს აქვთ არჩეული პატარა ნიშნები. სულ არაფერი ისეთი, მაგრამ თუ დაუკვირდებით, თუ ეს ადამიანი ამდენად საინტერესოა თქვენთვის, ამ ნიშნებს უთუოდ აღმოაჩენთ. აღმოაჩენთ, მათ მათ სხეულზე, მათი ჩაცმის სტილში, მათ საუბარში, მათი წერის მანერაში, მათ მიმიკაში....
ძველისძველ სამხედრო ქურთუკში გამოწყობილი გრძელთმიანი და გრძელწვერიანი მოხუცი კაცი მოწყალებას ითხოვს, დასიებული თვალები აქვს, ხელები უკანკალებს, გულზე მუყაოს ნაგლეჯი ჰკიდია წარწერით, დამეხმარეთ, შვილი მყავს ავად, ყველა ამ უბნელი იცნობს ამ კაცს, მეც ვიცნობ შვილი ავად არ ჰყავს, ის კი არადა საერთოდ არ ჰყავს...
ისევ წვიმდა... დანანებით დავხედე გაციებულ ყავას, ჩანთიდან ფული ამოვიღე, მაგიდაზე დავდე და წამოვდექი, ქუჩაში გავედი და ცეკვა ცეკვით გავუყევი გზას, ქოლგა არ მქონდა, ისევ წვიმდა, წვიმდა კოკისპირულად, ცა ფეხად ჩამოდიოდა...
შოკოლადს გვერდზე ვდებ, პირსახოცს რომელიც სადაცაა შემომეხსნება ვისწორებ, თმას ვიშლი, თავს უკან ვხრი და ამომავალი მზის სხივებს ვუშვერ სახეს, ჩემს თავს ვიჭერ იმაში თუ როგორ მსიამოვნებს ეს ყოველგვარ უხამს ფიქრებს მოკლებული უწყინარი ფლირტი და სულელივით ვიღიმი...
დედა მინავლულ ნაკვერჩხლებზე შეშას აწყობდა, ალი გაუბედავად, უძლურად აპარპალდა, მერე მოძლიერდა და შეშებს მოედო. იმ კაცს თვალს ვერ ვუსწორებდი, მოჯადოებულივით შევყურებდი მოცეკვავე ცეცხლის ენებს.
ლიგური თამაშების საინტერესო ექსპერიმენტი პატარა სიზმრისეული ჩანახატების სახით, რომელსაც მოთამაშეები წერენ ან ერთმანეთზე ან საკუთარ თავზე. ჩათვალეთ უბრალო უწყინარ ხუმრობად.