© 2026 ყველა უფლება დაცულია
სულ ბოლოს ხელს ძველი ნეილონის აჟურული წინდები ამოჰყვა, ადრე „ჩულქებს“ რომ ეძახდნენ. - ეს აქ საიდან? - გაიკვირვა ნინომ, - ის ხომ დაიკარგა. ამის გულისთვის ბებიამ სულ ჭინჭრით დამისუსხა ფეხები: შენ მოიპარეო, დიდი ხანია მასზე თვალი გეჭირაო. მე კი არ ამიღია. მაშინ იმდენი ვიტირე, ვიფიცე, მაგრამ არ დამიჯერეს.
ქუჩის კუთხეში იწვა, ქვეითთა გადასასვლელიდან ასე ათიოდე ნაბიჯში, იქ სადაც გარემოვაჭრეებს ტროტუართან ერთად სამანქანო გზის ნაწილიც გადაეკეტათ... გვერდით მცირე ზომის ზურგჩანთა ედო.
- გოგოზე ვფიქრობ რომლის აივანიც ფერადი ყვავილებით არის მორთული და რომელიც საკუთარ ეზოზე ოცნებობს, ეზოზე რომელშიც აუცილებლად იქნება კლემატისებით დაფარული ხის ფანჩატური.
კობა ნაღვლიანად შესცქეროდა მესამე სართულის ჩაბნელებულ ფანჯრებს, სადაც უდარდელი და უზრუნველი ცხოვრება ჰქონდა. თავს ევლებოდნენ და ნებისმიერ სურვილს უსრულებდნენ. ეჰ, რა დრო იყო! მერე ხელი მოჰკიდა მძიმე ჩანთებს და მანქანამდე მიათრია.
დილიდან ვზივარ ოფისში და როგორც ყოველთვის ველოდები კლიენტს. გარეთ უღიმღამო ამინდია, ჟინჟლავს. კლიენტურა ძალიან შემცირდა. ყველა ამაზე წუწუნებს. ან რა მიკვირს! ვისაც საზღვარგარეთ გასამგზავრებელი საბუთები ვუთარგმნე, ოჯახით გადაიხვეწა უცხოეთში, უკან არავინ დაბრუნებულა. შემოდის ახალგაზრდა ქალი შეწუხებული სახით. მაწვდის ხელნაწერს სათარგმნად. - რა ენაზე გნებავთ თარგმნა, ქალბატონო?
დიდი ხნის შემდეგ პირველად მეძინა მშვიდად. უსიზმროდ, უშფოთველად და მისი წასვლა არ გამიგია. როცა გათენდა ის აღარ იყო. მაგრამ მისი სურნელი ავსებდა ოთახს, სახლს, ჩემს არსებას. ის მეტი იყო, ვიდრე მე. ის იყო ყველაფერი და მე შემეშინდა მისი დაკარგვის.
მაღაზიის კარი შევაღე.არყის ბოთლს ხელი დავავლე.ბევრი არჩევა არც დამიწყია.საფასური გადავიხადე და სწრაფად გამოვედი. ქუჩას მივყვებოდი.არყის ბოთლი გულში მქონდა ჩახუტებული სტაჟიანი ლოთივით...
- ქალბატონი ელი დღეიდან თავის ყოფა ცხოვრებას მოეშვება. - ამბობს გოგა და ელის მკაცრი სახით უყურებს. - თითქოს და ის არ მეყო რომ ბინაში მარტო გამაგდე. - ამოიოხრა ელიმ მობეზრებით.
ნოველა დასრულებულია. "სასაფლაოზე, მზე საშკათი ამოდის". დაბადება. სამყაროს აღქმა. სინათლე. გაურკვევლობა, ვერ ერკვევი სად ხარ. ბავშვობიდან რაღაცები გახსოვს. ასე სამი ორი წლის რომ იყავი. სიონში დასვენება. ზაფხულის თბილი საღამო. მოგონებების შეგროვებას იწყებ, უკვე სამი წლიდან. შენს შემთხვევაში ასეა, სხვისი რა გითხრა. ზოგს ისიც ახსოვს, როგორ დაიბადა და დედის მუცელში, რას აკეთებდა.
ფრენა ყველაფერი იყო პრინცესასთვის, ფრენა და თავისუფლება, თუმცა პრინცის სიყვარული უფრო მეტად უღირდა, ერთი საყვედური არ უთქვამს ისე ჩაიკლა წყენა გულში და გადაწყვიტა ფრთები საერთოდ დაევიწყებინა ოღონდ კი მის გვერდით ყოფილიყო...