4.22
antonio gover
საგულდაგულოდ გაპრიალებულ შლემში არეკლილ საკუთარ სახეს ვუყურებ, თვალებს ვხუჭავ რომ ის არ დავინახო რისი დანახვაც არ მინდა და წარმოვიდგენ, საშინელი სისწრაფით ქროლვისას როგორ მეალერსება ქარი სხეულზე, წარმოვიდგენ და სულში სიმშვიდე მეღვრება...
4.18
Ra Ve
ადმინიმკითხველის გასაგონად, ამბის ავტორი ბატონი Aqua Sapiens, მე უბრალოდ ვდებ, მისივე ნებართვით. ))) ნისლი ისე დაბლა გაწოლილიყო, თითქოს თოვლიან მწვერვალებს კი არ ეხვეოდა, არამედ პირდაპირ მიწის ზედაპირიდან მოდიოდა და საუკუნოვან, გაშავებულ კოშკებს ბურუსში მალავდა. თეთრი პირისახის, მწვანეთვალება და შავთმიანი, თხელი აღნაგობის გოგონა მიკროავტობუსის ფანჯრის შუშას შუბლით მიეყრდნო.....
4.75
antonio gover
ცხოვრება ზედმეტად ხანმოკლეა იმისთვის რომ თუნდაც ათასში ერთხელ, საკუთარ თავთან მარტო დასარჩენად ვერ გამოვნახოთ დრო, არავის და არაფრის გამო არ ღირს საკუთარი თავის დაკარგვა, ეს კარგად დაიმახსოვრე...
4.05
lucien vanserra
- გოგოზე ვფიქრობ რომლის აივანიც ფერადი ყვავილებით არის მორთული და რომელიც საკუთარ ეზოზე ოცნებობს, ეზოზე რომელშიც აუცილებლად იქნება კლემატისებით დაფარული ხის ფანჩატური.
4.47
ლალი კუტალაძე
ფსიქიატრს ეჭვი აღარ ეპარებოდა, უნიკალურ მოვლენასთან ჰქონდა საქმე. ადამიანი ჯერ გაახალგაზრდავდა, ხოლო მერე ერთ ღამეში თავის ბუნებრივ ასაკს დაუბრუნდა, ისეთ უნიკალურ მოვლენასთან, რომელსაც კაცობრიობის წერილობით ისტორიაში ანალოგი არ გააჩნია. არც ეგვიპტურ პაპირუსებში, არც შუა საუკუნეების ქრონიკებში, არც თანამედროვე მედიცინაში არ არსებობს დადასტურებული შემთხვევა ადამიანის სრული ბიოლოგიური გაახალგაზრდავებისა.
4.32
ნუნუ ბარბაქაძე
მაღაზიის კარი შევაღე.არყის ბოთლს ხელი დავავლე.ბევრი არჩევა არც დამიწყია.საფასური გადავიხადე და სწრაფად გამოვედი. ქუჩას მივყვებოდი.არყის ბოთლი გულში მქონდა ჩახუტებული სტაჟიანი ლოთივით...
4.52
ლალი კუტალაძე
გათხრილი საფლავის წინ თვალცრემლიანი კაცი მხრებჩამოყრილი იდგა და შვილების და ყველა იქ თავმოყრილი ჭირისუფლების წინაშე ფიცს სდებდა: „გპირდები, ჩემო დიანა, რომ შენს ადგილს არავინ დაიკავებს. მე ცოლს აღარ მოვიყვან! არასდროს!“ კაცის გულმხურვალე სიტყვებმა ბევრს ცრემლი მოჰგვარა თვალებზე - როგორ ჰყვარებია ცოლი.
© 2026 ყველა უფლება დაცულია