მამა უყვირის დედას,
დედა უყვირის მამას.
მე ამ ყველაფერს ვხედავ,
მაგრამ არ ვიმჩნევ-ვმალავ.
თავს შევაფარებ საწოლს,
ყურშას ჩავიკრავ გულში.
მერე ოცნებევს ვაწყობ
და ჩავჩურჩულებ ყურში:
ლექსი გამოხატავს შინაგან ბრძოლას იმედგაცრუებასთან და ტყუილთან. აჩვენებს პიროვნების სურვილს -გადაწყვეტილებას, რომ აღარ მოიტყუოს საკუთარი თავი და არავის მისცეს „ყალბი“ დაპირებებით საკუთარ თავზე გავლენის მოხდენის უფლება.
კაცობრიობის მომავალი ცოდვების თრევით
დამძიმებული , ადამს დღესაც უკვნესის სული ,
ამ კაცის ოფლის წვეთებისგან ნაშობთ და შთენილთ
დღემდე ჩვენც აგვდის მისი ოფლის მომწარო სუნი
ვიდრე ვიგრძნობდი- ბედს ვეღარსად დავემალები,
მაინც ველოდი იმ წუთისთვის შესაფერ სიტყვებს,
მაგრამ თვალები- ამეტყველდნენ მხოლოდ თვალები,
ადგნენ და ყველა ის პასუხი სახეში მირტყეს!
გამთენიისას დასახვრეტად მიჰყავდათ როცა,
ნისლი ფარავდა ყველა მათგანს ფართო მკლავებით,
ვიდრე ჯალათნი დაიწყებდნენ ტყვეების ხოცვას,
ტანსაცმლის გახდა მოსთხოვეს მათ ძალდატანებით...
მომიხმე,მომწერე,მიწამლე ან სულაც
მომკალი სხეულით-რადგან მკლავ სულითაც ,
სანამ ეს თვითგვემა პორტალში გასულა,
რომ ასე საოცრად მუქი და ჩუმი ცაც
თავზე არ დამამხოს ზრიალით ავსულმა,
მერე ჩამეძინა...პირვლად ბავშვობაში
დაფრთხა სიზმარი და სადღაც გამიფრინდა,
შიშმა გამაღვიძა ფეხზე წამოვვარდი
და გზას გადავხედე ჩვენი აივნიდან
გული გამიჩერდა,რად არ დამელოდა,
ჩემდა უნებურად იქნებ გავაბრაზე?!
...კაცის ნაბიჯები ჭიშკარს გასცდენოდა
და თოვლს შერეოდა სოფლის შარა გზაზე.