ღმერთო აცხონე შექსპირის სული
მოკლე აღწერა
ერთ კვირა დილას თეკლა ტელეფონის ზარმა გააღვიძა. ნამძინარევმა ეკრანს რომ დახედა, თვალებს არ დაუჯერა და საგულდაგულოდ მოისრისა: იქნებ მეჩვენებაო, თუმცა თვალი ნამდვილად არ ატყუებდა — ეს მისი ყოფილი კლასელი ეკუშა იყო: — გოგო, როგორ ხარ? ერთ თვეში კლასელები ვიკრიბებით, სკოლის დამთავრების იუბილე უნდა აღვნიშნოთ, გავიხსენებთ სკოლის წლებს, ძველ ცელქობებს და მთელ ამბებს — ჰიჰი, ჩაიხითხითა ეშმაკურად.
0