მომწერე თუნდ ლექსად - თუგინდა პოემად, ის - რაც არ ყოფილა ან აღარ იქნება, რომ გადაგვიარა სასტიკად დროებამ წინ გადაგვეღობა ბობოქარ ზვირთებად. მომწერე ცინიზმით- მომწერე სარკაზმით, რასაც ისურვებდი არასდროს არ გკითხო, მომწერე თუმცა კი გაფრთილებ ხაზგასმით არ შეცდე ... არ გახსნა და არ წამაკითხო ...
4.33
მარი ბაიდოშვილი
ნუ ჩამაცივდით- მე ვერ გიცანით, დიახ! არც მინდა გკითხოთ - ვინა ხართ. დაჭედილი მაქვს გულზე ფიცარი და ძველ აჩრდილებს იქ ღრმად ვინახავ. ამბობთ ,რომ ხშირად მხედავთ სიზმარში, დრო დიდ სიყვარულს ვერ მოერევა ? მე კი მგონია ,რომ ჩვენს იღბალში, ღმერთი ნამდვილად აღარ ერევა.
© 2025 ყველა უფლება დაცულია