ზღვარი რეალობასა და ფანტზიას შორის
მოკლე აღწერა
ისეთი შენიშვნები, როგორიცაა „გაიზარდე“, „დროა დაინახო რეალობა“ ან „გამოდი შენი წარმოსახვითი სამყაროდან“, ნათლად მიუთითებს იმაზე, რომ არსებობს ცალკე სამყარო, რომელსაც ფანტაზიას უწოდებენ. განხილვის თემაა, რეალურია თუ არა ის, და თუ რეალურია, მართლა ასე განსხვავდება იმ რეალობის სამყაროსგან, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ?
ზოგიერთმა ამ თემაზე კამათისას შეიძლება ძალიან მარტივი გადაწყვეტა შემოგვთავაზოს, უბრალოდ თქვას რომ განსხვავება არ არის. ზოგი ალბათ დაიწყებს კრეატიულობისა და წარმოსახვის თემაზე საუბარს, ზოგი კი ხაზს გაუსვამს აზროვნებას და ფართო მიდგომას, ზოგი პირდაპირ იტყვის: „ჩვენ არ გვაინტერესებს ფანტაზია, რადგან რეალურ სამყაროში ვცხოვრობთ“, ზოგი კი, როგორც მე, ხაზს უსვამს იმ ნაწილს, რომ რეალობა და ფანტაზია ერთი და იგივე მონეტის ორი მხარეა. ეს არის ძალიან მარტივი და თან ძალიან ბუნდოვანი განცხადება ამ თემაზე, მაგრამ სანამ ზუსტ განსხვავებაზე გადავალთ, ჯერ გავიგოთ, რაში ვართ ჩაძირულები.
რეალობა და ფანტაზია ძირითადად ცხოვრების სტილია. ამიტომ, ისინი არსებობს განზომილების ერთ სიბრტყეში. ვინმესთვის მოწოდება შეწყვიტოს ფანტაზიორობა საკმაოდ არასწორი მიდგომაა. რადგან ფანტაზია ისეთივე რეალურია, როგორც რეალობა, ისევე როგორც ადამიანის რეალობა მისი ფანტაზიაა. ეს სიტყვები უბრალოდ სიტყვათა თამაშზე მეტია. მარტივად რომ ვთქვათ, „ხაზი“, რომელზეც ვსაუბრობთ, რომელიც ერთსა და იმავეს განასხვავებს, ჩვენთვის ძალიან კარგად ცნობილია. „შესაძლებლობები და საზღვრები“. დიახ, ეს არის ზღვარი რეალობასა და ფანტაზიას შორის ნამდვილი ლოგიკური გაგებით. მაგრამ რადგან ეს ძირითადად ჩემი ლოგიკით არის განპირობებული და მე მსოფლიოში არავინ ვარ, არ შეიძლება უბრალოდ ჩემი სიტყვის დაჯერება, ამიტომ მოდით, ცოტა უფრო დეტალურად ავხსნათ, იმედია, ასე უფრო დამაჯერებელი იქნება.
ავიღოთ მდიდარი ბიჭის მაგალითი. ამ ბიჭს უყვარს თავისი სუპერმანქანებით რბოლა. ის ამაშიც კარგია, რამდენიმე ჯილდოც კი მოიგო. ეს მისი გატაცებაა, მაგრამ არის კი ის მსოფლიოში საუკეთესო მრბოლელი? არა, ის არ არის, ეს მისი გატაცებაა და იმდენად უყვარს, რომ არ მოსწონს, რომ ვინმე მასზე უკეთესი იყოს მის ინტერესის სფეროში. მაგრამ ცხადია, ის ზრდასრული ადამიანია, მან იცის, როგორია ცხოვრება და ისიც იცის რო ცხოვრებაში ყველაფერი არ ხდება ისე როგორც გვსურს. სწორედ ამიტომ, საყვარელ საქმეში საუკეთესო ყოფნა ფანტაზიად იქცევა. ეს არის რაღაც, რაც მას სურს, მაგრამ რასაც შეგნებულად არ მისდევს. დიახ, არაცნობიერად შეიძლება განაგრძოს სწრაფვა, მაგრამ თავისი „ადგილის“, „საზღვრების“ და „შესაძლებლობების“ ცოდნით, ადამიანებმა მკაფიო ზღვარი გაავლეს მის რეალობასა და ფანტაზიას შორის.
ახლა კი გადავიდეთ კიდევ ერთი ბიჭის მაგალითზე. ამ ბიჭმა, შრომისმოყვარეობის, იღბლის, გატაცების, გაკვეთილების და ბევრი სხვა რამის წყალობით, მიაღწია ცხოვრების იმ ეტაპს, სადაც მას მსოფლიოში საუკეთესო მრბოლელის ტიტული მიენიჭა. ის, რაც ოდესღაც მისი ფანტაზია იყო, ახლა მისი რეალობაა. ძვირფასო მკითხველო, შეჩერდი და დაფიქრდი. შენიშნე, ფანტაზიები რეალობად იქცევა და არ აგიხსნი, მაგრამ იგივე შეიძლება მოხდეს პირიქითაც. და რადგან ერთი რამ შეიძლება მეორედ იქცეს, რა გამოდის? რომ თავიდანვე ერთი და იგივე ბუნების იყო. მართალია, ამ ორს შორის ზღვარი არსებობს, მაგრამ მოკლედ რომ ვთქვათ, ისინი მაინც ერთი და იგივეა, უფრო წყალსა და ყინულს ჰგავს. ორივე წყალია, მაგრამ ჩვენთვის მაინც სხვადასხვა ფორმით არსებობს და მიუხედავად იმისა, რომ ერთი და იგივეა, ოდნავ განსხვავებული ბუნებისაა.
შეჯამებამდე, მოდით, ამ სურათს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი დავამატოთ. „სურვილები“. ისეთივე მნიშვნელოვანი, როგორც შეზღუდვები და შესაძლებლობები, ადამიანის სურვილი შეიძლება იყოს მისი რეალობისა და ფანტაზიის განმსაზღვრელი ხაზი. ის განსხვავდება ადამიანიდან ადამიანამდე, ამიტომ მეორეხარისხოვან ხაზს ჰგავს, მაგრამ მაინც მნიშვნელოვანია. ადამიანი, რომელსაც რაღაც სურს, შეიძლება ამას ორი ძირითადი მიზეზის გამო აკეთებდეს: რაღაც სურდეს ან რაღაცის დასაცავად იქცეოდეს ასე. ანუ, სურდეს რეალობაში ცვლილება ან სურდეს, რომ არანაირი ცვლილება არ მოხდეს. ეს დამოკიდებულია იმ ცხოვრებაზე, რომელსაც ადამიანი ცხოვრობს. ადამიანები ხშირად ურევენ ფანტაზიას ისეთ რაღაცეებში, რაც ფიზიკურად ან მეცნიერულად შეუძლებელია, მაგალითად, ვიღაცის ნათქვამი, რომ სუპერმენის მსგავსად ფრენა სურს, ფართო საზოგადოებისთვის ფანტაზია იქნებოდა, მაგრამ ღარიბი კაცი, რომელიც გზებზე მათხოვრობს და მდიდრებს უყურებს მათ მანქანებში, მისთვის ესეც შეიძლება ფანტაზია იყოს. მე, შენ და ბევრ სხვას ალბათ საკუთარი მანქანები გვყავს, ასე რომ, ეს ჩვენთვის რეალობაა. მაგრამ არა ყველასთვის. აქ იმის თქმა მინდა, რომ ჩემი რეალობა შეიძლება იყოს ვინმეს ფანტაზია და ასევე, ჩემი ფანტაზია, ან სურვილი ან რაღაც, რაც ჩემთვის არ არსებობს (ბოლოს და ბოლოს, ეს არის ფანტაზია) შეიძლება იყოს ვინმეს რეალობა.
ახლა, შეჯამებისთვის, ზღვარი ამ ორს შორის უბრალოდ არის, რა არის შესაძლებელი, მართლა შესაძლებელია? და რატომ მინდა საერთოდ, რომ ეს შესაძლებელი იყოს. ფანტაზია არარაობიდან არ იბადება. მას ყოველთვის ჰყავს დედა, შეიძლება ითქვას. რაღაც, რაც ვნახეთ, რაღაც, რაც შეგვეძლო გაგვეზიარებინა, რაღაც, რაც სხვა რამის მოსაფიქრებლად გამოვიყენეთ. და ეს რაღაც ხდება ჩვენი სურვილი, რომელიც გამორიცხულია ფიზიკური სამყაროს შეზღუდვებისა და საკუთარი გარემოებების შესაძლებლობების გათვალისწინებით. და პროდუქტი წყვეტს, გახდება თუ არა ის ფანტაზია თუ რეალობა. როგორც დაბადებული ბავშვი ერთ დღეს ზრდასრული გახდება, დაბადებული ფანტაზია შეიძლება ოდესმე რეალობად იქცეს, შეიძლება არა. იღბალი აქაც ერევა, მაგრამ თუ იღბალს გვერდზე გადავდებთ, ცხადია, რომ რეალობასა და ფანტაზიას ცალ-ცალკე ვხედავთ ისე, როგორც ვართ. და ვინ ვართ ჩვენ, ეს არის კითხვა, რომლის პასუხის გაცემაც გამოიწვევს ამ სამყაროში ყველა სხვა კითხვაზე პასუხის გაცემას, რომელსაც საკუთარ თავთან დაკავშირებით ვპოულობთ.
ასე რომ ჯობს სანამ რაღაცას შეუძლებლად მივიჩნევთ კარგად დავფიქრდეთ.
2