ზღაპრები და რეალობის სულის შემხუთველი დოზა
მოკლე აღწერა
დღვანდელი რეალითი შოუების და სოციალურ მედიაში გამოქვეყნებული პოსტების უმეტესობა, ჩვენთვის დამახინჯებულად მოწოდებული ზღაპრებიდან პირველად შეძენილ ფანტაზიებს ეფუძნება: ძვირფასი სასახლეები და ბედი, ნამდვილი სიყვარული და რომანტიული, ყველა სიკეთით შემკული მეორე ნახევარი, დავიჯერო არასდროს მოგჩვენებიათ ყალბად, ეს ყველაზე სრულყოფილი და არარეალურად ბრწყინვალე კავშირები?
რეალობა დღეს
რა თქმა უნდა, ჩვენი ზღაპრული ფანტაზიების გარდა, დღევანდელი რეალითი შოუები გაცილებით უხეშ ამპარტავნებას იყენებენ - ტყუილსა და მანიპულირებას, შიშველი სხეულის უხვად დემონსტრირებას და სადისტურ ინტერესს უარყოფილი თხოვნების მიმართ.
წარმოიდგინეთ რომ არსებობს შოუები რომლებიც სრულებით უარყოფენ სიყვარულს და მაყურებელი თავად ირჩევს, ვინ იქნება წყვილი.
გარდა ამისა, უამრავი მაყურებლის თვალწინ, ხშირად პირდაპირ ეთერში ხდება რომანტიული და ინტიმური სცენების, ბინძური სახით დემონსტრირება და ამას შემდეგ ისე ასაღებენ როგორც სიყვარულს.
ამ ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, დღევანდელი სოციალური ქსელები სავსეა ყალბი ბედნიერების გამომხატველი პოსტები და არავინ იცი რამდენი ტკივილი, გაჭირვება, ღალატი და სასოწარკვეთა იმალება ამ ყველაფრის უკან, წყვილები ყველანაირად ცდილობენ საკუთარი ურთიერთობა ზღაპრულს დაამსგავსონ, პრინცებისა და პრინცესების ''დიდხანს და ბედნიერად'' ცხოვრებას, თუმცა ბევრმა არ იცის რომ სინამდვილეში ეს ზღაპრებიც კი არ არის ისეთი როგორი სახითაც დისნეიმ მოიტანა ჩვენამდე.
ზღვარი ოცნებასა და რეალობას შორის
მათ, ვისაც რეალური ზღაპრული რომანი სურს, ვურჩევ ფრთხილად მოეპყრონ საკუთარ სურვილებს და კიდევ ერთხელ გულდასმით წაიკითხონ ზღაპრების პირველი ვერსიები.
დავიწყოთ შარლ პეროს 1697 წლის კრებულით „წარსული დროის მორალური ისტორიები“, რომელიც დღეს უფრო ცნობილია, როგორც „დედა ბატის ზღაპრები“, ეს ისტორიები სისასტიკეს, მოტყუებას, სიხარბეს, მკვლელობას და საზიზღარ სიმამრს ასახავდა.
დარწმუნებული ვარ არ იცოდით რომ, დისნეის გამოცემამდელი მძინარე მზეთუნახავს სულაც არაღვიძებს პრინცის უმანკო კოცნა, ის გზად გამვლელი პრინცის მიერ არის დაორსულებული და ტყეში იმალება. წლების შემდეგ კი პრინცის დედა მის შეჭმას ცდილობს.
პეროს „ლურჯწვერაში“ ახალგაზრდა პატარძალი, როგორც ჩანს, მიიჩნევდა რომ უკეთ წაუვიდოდა საქმე, თუ მდიდარ ქვრივზე გათხოვდებოდა. სამწუხაროდ, აღმოჩნდა, რომ მისი საქმრო სერიული მკვლელია. ერთ დღეს ის საიდუმლო ოთახში მისი ყოფილი ცოლების ცხედრებს აღმოაჩენს, რომლებიც ჩამოკიდებულნი არიან.
რაც შეეხება კონკიას, ჰოლივუდის სხვადასხვა ვერსია შეიძლება ქადაგებდეს ნამდვილ სიყვარულზე, რომელიც რეალობას სცილდება, მაგრამ პეროს ორიგინალურ ისტორიაში მომხიბვლელი პრინცი კონკიას კაბასა და ფეხსაცმელზე შეყვარებული რეგვენია, მიუხედავად იმისა რომ კარგად იმახსოვრებს მის სამოსს, ვერ ცნობს მის სახეს. ის მას მის ნახევარდებში ერევა და ფეხსაცმლის ზომაზე დაყრდნობით რწმუნდება, რომ შესაფერის პატარძალს იპოვის.
ეს ადრეული ზღაპრები იმაზე მეტყველებს, თუ რამდენად შეიცვალა ჩვენი მოლოდინები სიყვარულისა და ქორწინების შესახებ სამი საუკუნის განმავლობაში. პეროს „ზღაპრული ქორწილი“ მთლიანად გამოგონილი არ იყო. ის დაფუძნებული იყო მე-17 საუკუნის გაბატონებულ არისტოკრატულ ქორწინებაზე, mariage de raison-ზე, სადაც ახალდაქორწინებულები ხშირად უცხოები იყვნენ, ფული რომანტიკაზე უფრო მნიშვნელოვანი იყო და სიყვარული წარმატებული ქორწინების გასაღები კი არა, არამედ დაბრკოლება იყო.
მშობლების მიერ ორგანიზებული ქორწინება საქმიანი საქმე იყო. მაგალითად, ავიღოთ კეთილშობილი, მაგრამ ვალში მყოფი გრიგნანების ოჯახი, რომლებმაც თავიანთი ვაჟი 400 000 ლივრის სანაცვლოდ მდიდარი გადასახადების ამკრეფის ქალიშვილს მიჰყიდეს. „ინუგეშეთ თავი მესალიანსისთვის“, - მოუწოდებდა საქმროს დედის ბიძაშვილი 1694 წლის წერილში, - „იმ შვებით, რომელსაც იგრძნობთ, რომ კრედიტორები აღარ შეგავიწროვებენ, როდესაც თქვენს დიდ, ლამაზ, ბრწყინვალე შატოში იცხოვრებთ“.
ზღაპრის თანამედროვე რომანტიკული გაგება და განსაკუთრებით „ზღაპრული ქორწილის“ რომანტიკული იდეალს, ძირითადად, მე-20 საუკუნეს უნდა ვუმადლოდეთ, როდესაც ამერიკელებმა ქორწინებისა და ოჯახური ცხოვრების განდიდება დაიწყეს. 1937 წელს უოლტ დისნეის პირველ სრულმეტრაჟიან ანიმაციურ ფილმში „ფიფქია და შვიდი ჯუჯა“, ნაჩვენები იყო მულტფილმის გმირი, რომელიც უსტვენდა და მღეროდა კურდღლებთან და ირმებთან ერთად, სანამ ის ამზადებდა, ასუფთავებდა და წმენდდა ჯუჯების საცხოვრებელს. ანალოგიურად, 1950 წელს, დისნეის „კონკიას“ გმირი მღერის და ცეკვავს თაგვებთან და ჩიტებთან ერთად, სანამ სახლს ალაგებს და საბანკეტო კაბას კერავს, ეს არის საქმეები, რომლებიც მის მომავალ ცხოვრებას, განსაზღვრავს და მას ბედნიერ დიასახლისად აქცევს.
ამ ფილმებმა ზღაპრის გზავნილი შეცვალა, ისევე როგორც დღეს ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენივე რომანტიკული ცოლების ან ქმრების ისტორიების მოყოლას, ლამაზი პრინცისა და კონკიას ზღაპრის ჯიუტად გამეორებას, თუმცა არათუ დღეს, ისიც კი საეჭვოა რომ ოდესმე ასეთი გულუბრყვილო, ზღაპრული სიყვარულის იტორიები არსებობდა.
რისი თქმა მინდოდა ამ სტატიით?
ცხოვრება სულაც არ არის ისეთი ზღაპრული, როგორსაც დისნეი და სხვადასხვა სატელევიზიო შოუები გვისახავენ, არც მომხიბვლელი, მდიდარი, თავქარიანი პრინცები არსებობენ რომლებიც მზად არიან ჩვენს ყოველ დაძახილზე მოქროლდნენ თეთრი რაშით ჩვენს დასახმარებლად, სინამდვილეში იმისთვის რომ ბედნიერად და უსაფრთხოდ ვიცხოვროთ, ბევრი სწავლა, შრომა და თვალების ფართოდ გახელაა საჭირო 🤗
5