თვითაალება
მოკლე აღწერა
თვითაალება ერთერთი ამოუხსნელი ფენომენია. თვითაალების დროს ადამიანს ყოველგვარი მიზეზის და ზემოქმედების გარეშე ცეცხლი ეკიდება და იწვება, ისე რომ შეიძლება ძვლებიც კი დანახშირდეს, მაგრამ მის გარშემო არსებული ნივთები უმნიშვნელოდ დაზიანდეს.
თვითაალება ერთერთი ამოუხსნელი ფენომენია.
თვითაალების დროს ადამიანს ყოველგვარი მიზეზის და ზემოქმედების გარეშე ცეცხლი ეკიდება და იწვება, ისე რომ შეიძლება ძვლებიც კი დანახშირდეს, მაგრამ მის გარშემო არსებული ნივთები უმნიშვნელოდ დაზიანდეს. ძვლების დანახშირებას 1500-ზე მეტი გრადუსი სჭირდება.
ყოფილა შემთხვევა, როდესაც თვითაალება დაემართა საწოლში ნყოფ ადამიანს, მაგრამ უვნებელი გადარჩა ზეწარი.
თვითაალების დროს შეიძლება უვნებელი დარჩეს, მაგალითად: ტერფები, ხელის გულები და ზოგჯერ თავი.
ეს ფენომენი აღწერილია უძველეს წიგნებში. მე-18-19-20 საუკუნეებში 200-მდე მსგავსი შემთხვევა დაფიქსირდა. მაშინ უმეტესად რთული იყო კვლევების ჩატარება, თუმცა არც 21-ე საუკუნეში ამოუხსნიათ თვითაალების რეალური მიზეზი.
ძველად ამას ღვთის სასჯელად მიიჩნევდნენ, როგორც ,,ღმერთის მიერ მონახულება,,. ნელ-ნელა ეს ფენომენი პარანორმალურ მოვლენებს შეაწერეს, ზოგიერთი მას დედამიწის არეულობას უკავშირებდა, ზოგი - წყევლას და ზოგიც უცხოპლანეტელებს.
ვინსენტ გადისი, რომელიც ანომალიური მოვლენების კვლევით იყო ცნობილი, ფიქრობდა, რომ თვითაალების მიზეზი დეპრესიასთან და თვითმკვლელობის სურვილთან იყო კავშირში.
ედინბურგის უნივერსიტეტის მეცნიერმა დუგელ დრისდეილმა ივარაუდა, რომ სხეული რომელიც დიდი რაოდენობით ცხიმს შეიცავს შეიძლება აალდეს. ამას ,,პატრუქის თეორია,, უწოდა.
მეცნიერების გარკვეულმა ნაწილმა თვითაალება ზებუნებრივ საიდუმლოდ ჩათვალა, როგორც ,, ბერმუდის სამკუთხედი,,.
დღესდღეობით თვითაალების მიზეზებად მიიჩნევა:
ანთებული სიგარეტი.
მოჩვენებები, ან უცხო ცივილიზაციის წარმომადგენლები.
ადამიანის სხეულში არსებული აირები. მაგალითად მეთანი, რომელიც არის საჭმლის მომნელებელ სისტემაში. ის საწვავის როლს ასრულებს. ადამიანი შიგნიდან იწვის.
სფერული ელვა. (სფერულ ელვაზეც მოგიყვებით სიზარმაცეს, თუ ვძლიე)
ალკოჰოლი - თვითაალების მსხვერპლების უმეტესობა ლოთი იყო.
ქიმიური ნაერთების რეაქციაში შესვლა, რასაც არასწორი კვება იწვევს.
დეპრესია, ფსიქოსომატური პრობლემები.
თვითაალებას გადარჩენილები: დები კლარკი და სუზან მოთსჰედი აღწერენ, რომ ტკივილს საერთოდ ვერ გრძნობდნენ და მათი სხეული ლურჯად ანათებდა, და რომ წყალთან შეხებისას თვითაალება შეწყდა.
მსგავს შემთხვევასთან ახლოს მყოფი ადამიანები, მაგალითად მეზობლები ყოველთვის ამბობენ, რომ არ გაუგონიათ რაიმე ყვირილი, ან კვნესა, რაც წესით აალებას თან უნდა ახლდეს, როგორც დამწვრობით გამოწვეული ტკივილს.
p.s. თქვენ როგორ ფიქრობთ, რა შეიძლება იწვევდეს თვითაალებას?
3.2