ცნობიერების შვიდი დონე
მოკლე აღწერა
კვანტურ ფიზიკაში არსებობს ცნება: „ცნობიერების დონე“. განიხილავენ ამგვარი ცნობიერების 7 დონეს. მძინარე ადამიანი, მებრძოლი, მაძიებელი, პიროვნება, მოთამაშე, მაგი, შემოქმედი...
კვანტურ ფიზიკაში არსებობს ცნება:
„ცნობიერების დონე“.
განიხილავენ ამგვარი ცნობიერების 7 დონეს.
1. „მძინარე ადამიანი“
ეს ის ადამიანია, რომელიც მუდამ რაღაცით უკმაყოფილოა. არ მოსწონს საკუთარი ცხოვრება. არ აქვს მისწრაფება, არ აქვს მიზანი. მისთვის ცხოვრება ერთგვარ „სანსარას ბორბალს“ ჰგავს.
ცხოვრობს მუდმივ რუტინაში, ერთფეროვნებაში, სახლი სამსახური, სამსახური_სახლი. მის გარშემო ყველა და ყველაფერი ცუდია. აქვს მუდმივი უკმაყოფილების გრძნობა.
2. „მებრძოლი“
ამ ადამიანს ყველაფერი რთულად ეძლევა, მისი ცხოვრება ბრძოლაა. მას აქვს საშუალება და უნარი, იცის, როგორ გამოიმუშაოს ფული. თუმცა მას ყველაფრისთვის ომი უწევს. მას ძალიან მაღალი ეგო აქვს და საკუთარ თავსა და საჭიროებაზე მაღალი წარმოდგენა. რაც იწვევს მასში დეპრესიულ გრძნობებს.
3. „მაძიებელი“
ამ ადამიანს უკვე გაცნობიერებული აქვს, რომ ძველებურად ვერ გააგრძელებს ცხოვრებას. რომ ის ცხოვრება, რომელსაც აქამდე ირჩევდა მისი არაა. თუმცა ახალი გზის დასაწყებად ჯერ მზად არაა. მას ეშინია გაურკვევლობის და ეძებს იმ ცოდნას, რაც არჩევანის გაკეთებაში და გადაწყვეტილების მიღებაში დაეხმარება. ის მუდმივად ფიქრის რეჟიმშია, კითხვებს სვამს, ეძებს, მიისწრაფვის, ის ძიების პროცესშია. მისი ინტერესი უკიდეგანოა.
4. „პიროვნება“
მან უკვე ზუსტად იცის, როგორ მუშაობს სამყაროს ენერგია. იცის, როგორ მუშაობს სამყაროს კანონზომიერება. ამ დონის ცნობიერების მქონე ადამიანმა უკვე მიაგნო საკუთარი სიმშვიდის წერტილს. მისი შინაგანი ბალანსი და სიწყნარე ნაპოვნი აქვს. ახლა უკვე თავად შეუძლია გადასცეს ინფორმაცია, იმაზე თუ როგორ არის მოწყობილი ეს სამყარო. მისგან შეიძლება ვისწავლოთ, როგორ ვიმუშაოთ სწორად საკუთარ ეგოზე და როგორ მოვიპოვოთ შინაგანი სიმშვიდე.
5. „მოთამაშე“
მისთვის ყველაფერი მარტივია. ის აღარ იბრძვის. მასთან ყველაფერი ადვილად მოდის. ფულიც, სტატუსიც, შესაძლებლობაც. ის ყველაფერს თამაშით იღებს. თითქოს დინებას არის მინდობილი. და შეიძლება ვთქვათ, რომ მისთვის ცხოვრება ბევრად მარტივია.
6. „მაგი“
მაგი ის ადამიანია, რომელსაც შეუძლია რეალობის წყებიდან იმ ტოტის არჩევა, რომელიც თავად სურს. მისი ცნობიერება ისეთ დონეზე იმყოფება, რომ მატრიცული სისტემის ციხეს თავს აღწევს და იმ რეალობას ირჩევს, რომელიც სურს
7. „შემოქმედი“
ამ ადამიანს არ სჭირდება მენტორი და წინამძღოლი, რათა შეუერთდეს შემოქმედს. ის მაგისგან განსხვავებით არსებული რეალობიდან სასურველს კი არ ირჩევს, არამედ თავად ქმნის იმ რეალობას, რომელიც სურს. ის სამყაროს ენერგიასთან სრულ ჰარმონიაშია. ის თავადაა ბალანი, ცხოვრობს სიმშვიდესა და სიკეთეში.
5