ცხადი სიზმრები_ჩვენი თავშესაფარი, თუ ხაფანგი ჩვენივე თავისთვის?!
მოკლე აღწერა
მეოცნებე აცნობიერებს, რომ ფანტაზია არარეალურია და შეუძლია სურვილისამებრ გამოვიდეს და დაუბრუნდეს მას. ეს განასხვავებს ობსესიურ მეოცნებეს ფსიქოზის ან ჰალუცინაციებისგან, როდესაც ადამიანს უჭირს აღქმის ბოდვისა და რეალობის გარჩევა.
ცხადი სიზმრები_ჩვენი თავშესაფარი,
თუ ხაფანგი ჩვენივე თავისთვის?!
მეოცნებე აცნობიერებს, რომ ფანტაზია არარეალურია და შეუძლია სურვილისამებრ გამოვიდეს და დაუბრუნდეს მას. ეს განასხვავებს ობსესიურ მეოცნებეს ფსიქოზის ან ჰალუცინაციებისგან, როდესაც ადამიანს უჭირს აღქმის ბოდვისა და რეალობის გარჩევა.
იყო მეოცნებე,ნიშნავს შეგეძლოს „ცხად სიზმრებში“ მოგზაურობა.
დღის სიზმრები, ანუ ობსესიური ფანტაზიები, არ წარმოადგენს რაიმე ფსიქოლოგიური გადახრის ცალკეულ ერთეულს და არცერთ დაავადების სახელმძღვანელოში არ არის განხილული, თუმცა, ეს მდგომარეობა მაინც შეიძლება ჩაითვალოს ფსიქიკური აშლილობის ერთ-ერთ სიმპტომად.
ჰაიფას უნივერსიტეტის კლინიკური ფსიქოლოგიის პროფესორმა, ისრაელელმა მეცნიერმა ელი სომერმა, დღის სიზმრების შესახებ ფართომასშტაბიანი კვლევა ჩაატარა.
მსგავსი სიზმრები ფსიქოლოგიური კონცეფციაა, რომელიც პირველად სწორედ ელი სომერმა შემოგვთავაზა. მუდმივი, ინტენსიური გონებრივი აქტივობის აღსაწერად, რომელიც ძირითადად ფოკუსირებულია სხვადასხვა სცენარებისა და სამყაროების ფანტაზიებში შექმნასა და წარმოდგენაზე. მუდმივად ამ სიზმრებში მოგზაურობა ცვლის ადამიანის ნორმალურ ცხოვრებას და ხელს უშლის მისი გონების ნორმალურ ფუნქციონირებას.
შესაძლოა დაირღვეს ინდივიდის ინტერპერსონალური და პროფესიული ფუნქციონირებაც.
არსებობს მრავალი სიმპტომი, რომლითაც შეიძლება ობსესიური სიზმრების მქონე ადამიანის იდენტიფიცირება, მაგრამ ამ აშლილობის მქონე ყველა ადამიანს არ აწუხებს მათი უმეტესობა.
ამ აშლილობის მქონე ადამიანები ხშირად განიცდიან დღის სიზმრებს, რომლებიც გამოწვეულია „ტრიგერებით“, რაც შეიძლება მოიცავდეს საუბარში ფრაზებს, მათ მიერ დანახულ ნივთებს, ხმამაღალ ხმებს ან ფიზიკურ შეგრძნებებს, რომლებიც მათ ნეგატიურ მოვლენებს ახსენებს, რომლებასაც ობსსესიურ ცხად სიზმრებში გაურბიან. ობსესიური დღის სიზმრების მქონე ადამიანებს ხშირად უჭირთ ყოველდღიური აქტივობების შესრულება და ძილიც კი. მათ მუდმივად აქვთ
სიზმრების გაგრძელების სურვილი. ძალიან ხშირად, დღის სიზმრების დროს, ამ აშლილობის მქონე ადამიანები ჩურჩულებენ, საუბრობენ, უბრალოდ ამოძრავებენ ტუჩებს, რითაც ცხადად განახასიერებენ საკუთარი წარმოსახვითი პერსონაჟების მეტყველებას და ემოციებს. საკუთარ ფანტაზიებში ხმამღლა ახმოვანებენ მათ ფრაზებს, გამოხატავენ ემოციებს, რომლებსაც ამ დროს თავად განიცდიან, ასრულებენ განმეორებად მოქმედებებს (მაგალითად, ხელის მოძრაობას, ტემპს).
ობსესიური სიზმრების მქონე ადამიანს შეუძლია საათები უბრალოდ ოცნებაში გაატაროს. ეს ფანტაზიები ძალიან დახვეწილია, უმცირეს დეტალებამდე, ხშირად შედარებადია სრულმეტრაჟიან რომანთან ან ფილმთან. ობსესიური სიზმრების მქონე ბევრ ადამიანს შეიძლება თავში ერთზე მეტი ფანტაზია ჰქონდეს, თითოეულს თავისი სიუჟეტით.
პერსონაჟები, გარემო... ამ აშლილობის მქონე ადამიანს შეიძლება ჰქონდეს ემოციური მიჯაჭვულობა თავისი პერსონაჟების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ იცის, ისინი არარეალურები არიან. ზოგჯერ სიუჟეტები საკმაოდ დრამატულია.
რა იწვევს ობსესიურ სიზმრებს? იწვევს რეალობა, რომლის გაძლება და ატანაც ადამიანს აღარ სურს და შეუძლია. ამიტომ ის ერთგვარ თავშესაფარს ქმნის.
როგორ დავაღწიოთ თავი ამგვარი ცხადი სიზმრების ხაფანგს? თვალი გავუსწოროთ რეალობას, ვცადოთ და მივიღოთ ის ისეთი, როგორიც არის. ვითხოვოთ დახმარება, როცა გავაცნობიერებთ, რომ მარტო ვეღარ ვერევით. თვითკონტროლი, და რეალობის სწორი აღქმა დაგეხმარებათ გადარჩენაში.
5