სტივენ კინგი

სტივენ კინგი

შეფასება

3.67

(3)

234

გაზიარება:

18.07.2025

მოკლე აღწერა

ბევრს არ მოსწონს ეს ჟანრი, მაგრამ თუ ერთი პროცენტით მაინც დავუშვებთ, რომ რეალობაა, დამიჯერეთ სხვა თვალით შეხედავთ ფენტეზის ჟანრს. სულ ცოტა ოცი წლის უკან ხომ, უცხოპლანეტელების არსებობაც ეჭვქვეშ იდგა? მაგრამ ახლა დადასტურებული ფაქტია, როგორც არ უნდა უარვყოთ იგი.

ცოტა რამ, ერთერთი ძალიან ნიჭიერი მწერლის შესახებ.

სტივენ ედვინ კინგი - ფენტეზისა და ჰორორის მეფე.

ბევრს არ მოსწონს ეს ჟანრი, მაგრამ თუ ერთი პროცენტით მაინც დავუშვებთ, რომ რეალობაა, დამიჯერეთ სხვა თვალით შეხედავთ ფენტეზის ჟანრს. სულ ცოტა ოცი წლის უკან ხომ, უცხოპლანეტელების არსებობაც ეჭვქვეშ იდგა? მაგრამ ახლა დადასტურებული ფაქტია, როგორც არ უნდა უარვყოთ იგი.

კინგს ფანტაზია იმდენად რეალურად აქვს გადმოცემული საკუთარ ნაწარმოებებში, რომ თითქოს თავად არის მოთხრობების მთავარი მონაწილე. კითხულობ და ისე გითრევს მისი ამბები, რომ ეჭვიც არ შეგაქვს აღნიშნულ არარეალურობაში.

სტივენ ედვინ კინგი დაიბადა 1947 წლის 21 სექტემბერს. პორტლენდში, მეინის შტატში. რონალდ ედვინ კინგისა და ნელი რუთ პილსბურის ოჯახში.

კინგი ორი წლის იყო, როდესაც მამა დაკარგა. მარტოხელა დედას კი მარტოს მოუხდა სტივენისა და მისი უფროსი აყვანილი ძმის გაზრდა.

ამ დრომდე უცნობია მამის - რონალდ ედვინ კინგის გაუჩინარების ფაქტი.

გარკვეული პერიოდი კინგების ოჯახი დიდ სიდუხჭირეს განიცდიდა.

ბავშვობაში კინგი მეგობრის ტრაგიკულ სიკვდილს შეესწრო, რომელსაც მატარებელმა გადაუარა.

როგორც ოჯახი იხსენებს, სტივენი და დაღუპული ბიჭი ერთად გავიდნენ სახლიდან სათამაშოდ, მოკლე ხანში კი სტივენი შოკირებული დაბრუნდა შინ. ოჯახმა ბიჭის დაღუპვის ამბავი მოგვიანებითღა შეიტყო.

ზოგი სწორედ ამ შემთხვევას უკავშირებს კინგის წყვდიადისეული და ჩახლართული ლიტარატურული ქმნილებების შექმნის იდეას.

თავად კინგი ამ მოსაზრებას კატეგორიულად უარყოფს.

სტივენმა და მისმა უფროსმა ძმამ 1959 წელს ადგილობრივი გაზეთის გამოცემა დაიწყეს და კინგის მწერლობაც აქდან დაიწყო.

1960 წელს მან პირველად გამოუშვა 18 მოთხრობიანი კრებული. ხოლო ერთი წლის თავზე კი, წიგნის მეორე ნაწილი გამოსცა.

1966 წელს კინგმა საშუალო სკოლა დაამთავრა და მენის უნივერსიტეტში ჩააბარა, სადაც გაიცნო ტაბითა სპრიუსი, მისი მომავალი მეუღლე.

1970 წელს მან უნივერსიტეტი ბაკალავრის ხარისხით დაასრულა.

პირველი ხანები ოჯახს ფინანსურად უჭირდა, რადგან მხოლოდ კინგის ხელფასზე ცხოვრობდნენ, რომელსაც ის სამრეცხაოში იღებდა. კინგს ცოტაოდენი შემოსავალი პრესაში დაბეჭდილი მოთხრობებიდანაც ჰქონდა. იმ ხანებში მათ ვაჟი და ქალიშვილი შეეძინათ.

1971 წელს კინგმა შტატ მენის ქალაქ ჰემფდენის სკოლაში ინგლისური ენის მასწავლებლად დაიწყო მუშაობა.

იმხანად მეუღლემ სანაგვე კალათში რომან „კერის“ ნაწერები იპოვა, რომელიც კინგს წარუმატებლად მიეჩნია და გადაეგდო. ტაბითამ ქმარი აიძულა ნაწარმოები დაესრულებინა.

1974 წელს რომანი ,,კერი,, გამოიცა.

1999 წელს კინგი ავტოსაგზაო შემთხვევაში მოჰყვა და სერიოზული ზიანი მიიღო, რაც მოგვიანებით მემუარებში ,,როგორ დავწეროთ წიგნი,, და ,,ბნელი კოშკის,, მეშვიდე ნაწილში აღწერა.

მწერლობის გარდა კინგი არის მუსიკოსი, ფილმების რეჟისორი და პროდიუსერი, სცენარების ავტორი.

მას გაყიდული აქვს წიგნების 350 მლნ-ზე მეტი ეგზემპლარი.

მისი ნაწარმოებებია:

კერი,

სიზმართმჭერი,

უძილიბა,

მიზერი,

გუმბათის ქვეშ,

მწვანე მოლი,

გაქცევა შოუშენკიდან,

ნათება,

ექიმი ძილი,

უიმედოთა ქალაქი,

მაიმუნი,

ჯოილენდი,

ნისლი,

მისტერ მერსედესი,

სალემის ხვედრი,

მრისხანება,

წინააღმდეგობა,

მკვდარი ზონა,

გრძელი გზა,

ცეცხლის წამკიდებელი,

გზის სამუშაოები,

კუჯო,

მორბენალი,

ბნელი კოშკი: მსროლელი,

კრისტინა,

შინაური ცხოველების სასაფლაო,

მაქციის ციკლი,

თილისმა,

უფრო გამხდარი,

ის,

დრაკონის თვალები,

ტომინოკერები,

ბნელი ნახევარი,

ჯერალდის თამაში,

საჭირო ნივთები,

მძინარე მზეთუნახავები,

უცხო,

და სხვა მრავალი შესანიშნავი მოთხრობა.

იკითხეთ ბევრი და ასეთ ვრცელ სამყაროში, ნუ ეცდებით რამის არარსებობის მტკიცებას, მით უფრო მაშინ, თუ თვალით არასდროს გინახავთ ესა თუ ის მოვლენა.

👑

დატოვე შეფასება

3.67

(3)
კომენტარები