სტიგ ლარსონი

სტიგ ლარსონი

შეფასება

3

(3)

924

გაზიარება:

15.08.2025

მოკლე აღწერა

დღეს სტიგ ლარსონის დაბადების დღეა. კარლ სტიგ-ერლანდ ლარსონი დაიბადა 1954 წლის 15 აგვისტოს, შვედეთის ქალაქ, უმეოში. იგი არის მილენიუმის ტრილოგიის დეტექტიური ჟანრის რომანების ავტორი.

დღეს სტიგ ლარსონის დაბადების დღეა.

კარლ სტიგ-ერლანდ ლარსონი დაიბადა 1954 წლის 15 აგვისტოს, შვედეთის ქალაქ, უმეოში.

იგი არის მილენიუმის ტრილოგიის დეტექტიური ჟანრის რომანების ავტორი.

ტრილოგია გამოქვეყნდა მისი გარდაცვალების შემდეგ და ლარსონი 2008 წელს გახდა მეორე ყველაზე გაყიდვადი ავტორი მსოფლიოში.

მისი რომანებია:

- გოგონა დრაკონის ტატუთი,

- გოგონა, რომელმაც კრაზანების ბუდე დაანგრია,

- გოგონა, რომელიც ცეცხლს ეთამაშებოდა.

ლარსონი ერთი წლიდან, ცხრა წლამდე ცხოვრობდა ბებია - ბაბუასთან სოფელ ბიურსელში. მათ ჰქონდათ პატარა ხის სახლი, რომელიც ლარსონს ძალიან უყვარდა. იგი სწავლობდა სოფლის სკოლაში, სადაც ზამთრის პერიოდში თხილამურებით დადიოდა.

სწორედ ამ ადგილმა შთააგონა მისი პირველი რომანის ლოკაცია, ჩრდილოეთ შვედეთი. როგორც ღმერთის მიერ მივიწყებული ადგილი.

სტიგ ლარსონი ათი წლის ასაკში გადავიდა საცხოვრებლად მშობლებთან, ქალაქ უმეოში, თუმცა მას ეს ქალაქი არ უყვარდა.

ლარსონმა 1974 წელს მოიხადა სამხედრო სავალდებულო სამსახური.

მას 1991 წელს დაეღუპა დედა მკერდის გართულებული კიბოთი და ანევრიზმით.

ლარსონი 15 წლის ასაკში შეესწრო, თუ როგორ გააუპატიურეს მისმა მეგობრებმა ახალგაზრდა გოგო. მისი დიდი ხნის პარტნიორი, ევა გაბრიელსონი თავის წიგნში წერს, რომ ამ ინციდენტმა სტიგზე დიდი გავლენა მოახდინა.

სტიგი საკუთარ თავს ვერ პატიობდა, რომ ვერ დაეხმარა გოგონას, რამაც შთააგონა თავის წიგნებში ქალთა მიმართ სექსუალური ძალადობის თემებზე დაეწერა.

ლარსონი კრიმინალური ჟანრის გარდა წერდა სამეცნიერო ფანტასტიკას.

სტიგ ლარსონი 2004 წლის 9 ნოემბერს, სტოკჰოლმში 50 წლის ასაკში გულის შეტევით გარდაიცვალა. მას შემდეგ, რაც თავის ოფისში შვიდი სართული ფეხით აიარა, რადგან ლიფტი არ მუშაობდა.

თუმცა გავრცელდა ჭორები მის გარდაცვალების მიზეზთან დაკავშირებით, თითქოს ის ხშირად იღებდა მუქარებს. მაგრამ ეს ფაქტი ევა გედინმა, ლარსონის გამომცემლობამ უარყო.

სტიგ ლარსონი მილენიუმისთვის ათი წიგნის დაწერას აპირებდა, თუმცა მხოლოდ სამი მოასწრო.

ამ სერიის პირველი წიგნი გამოიცა შვედეთში, 2005 წელს, შვედურ ენაზე: Män som hatar kvinnor — სიტყვასიტყვით — ქალთმოძულე კაცები.

ხოლო გაყიდვაში ინგლისურ ენაზე გამოვიდა, როგორც

- გოგონა დრაკონის ტატუთი.

მას მიენიჭა Glass Key-ის ჯილდო, როგორც საუკეთესო სკანდინავიური კრიმინალური რომანი.

მისმა მეორე რომანმა, Flickan som lekte med elden (გოგონა, რომელიც ცეცხლს ეთამაშებოდა), მიიღო საუკეთესო შვედური დანაშაულის რომანის ჯილდო.

მესამე რომანი, Luftslottet som sprängdes ( "ჰაერის ციხესიმაგრეების ამფეთქებელი"), ინგლისურ ენაზე გამოიცა, როგორც

- გოგონა, რომელმაც კრაზანების ბუდე დაანგრია.

სტიგ ლარსონის ტრილოგია გააგრძელა დევით ლაგერკრანცმა.

სახელწოდებებით:

- გოგონა ობობას ქსელში,

- გოგონა, რომელიც სამაგიეროს ყველას უხდის,

- გოგონა, რომელიც უნდა მომკვდარიყო.

გავლენა.

ლარსონმა აღიარა, რომ მის ლიტერატურულ ნაშრომებზე დიდი გავლენა მოახდინეს ამერიკულმა და ბრიტანულმა კრიმინალის/დეტექტივების ავტორებმა.

მის გმირს (ლიზბეთ სალანდერს) აქვს გარკვეული მსგავსება კაროლ ოკონერის "Mallory"-თან.

თავის ნაშრომებში, ლარსონი თავისი ჩვევით, იყენებდა მისი საყვარელი ავტორების გმირების სახელებს.

ერთ-ერთი უძლიერესი გავლენა მოახდინა ლარსონზე, მისი საკუთარი ქვეყნის ნაწარმოებმა: პეპი გრძელიწინდა, რომელიც ეკუთვნის შვედ ავტორს ასტრიდ ლინდგრენს.

ლარსონმა განმარტა, რომ მისი ერთ-ერთი მთავარი გმირი მილენიუმის სერიიდან, ლიზბეთ სალანდერი, ფაქტობრივად ზრდასრული პეპი გრძელწინდაა.

ასევე მეორე მთავარი გმირი, მიქაელ ბლუმკვისტი, რომელსაც ხშირად დამცინავად მოიხსენიებენ, როგორც "კალე ბლუმკვისტს", სახელი გამოგონილია ლინდგრენის მიერ.

სახელი სალანდერი სინამდვილეში შთაგონებულია ასტრიდ ლინდგრენის ბლუმკვისტის ტრილოგიიდან, რომელიც ძლიერ ქალ პერსონაჟს, კალე ბლუმკვისტის მეგობარ გოგოს ჰქვია,

ევა-ლოტა ლისანდერი.

და ბოლოს, ზემოთ აღნიშნული ექვსივე წიგნის მიხედვით გადაღებულია ფილმები.

დატოვე შეფასება

3

(3)
კომენტარები

by: Irakli Iremadze & Beka Badagadze