სექსი სამოთხის ბაღში 🍎
მოკლე აღწერა
ხომ არ მოვიდა დრო ყველაფერს თავისი სახელი დავარქვათ? აი ასე, პირდაპირ და შეულამაზებლად, ყოველგვარი სპეც ეფექტების და სასცენო გრიმის გარეშე, უხეშად, მტკივნეულად, მაგრამ ნამდვილად...
დაე იქმნას ნათელი...
ყველაფერი დაიწყო მაშინ როცა ღმერთს მობეზრდა მარტოდმარტო თამაში და გადაწყვიტა საკუთარი თავისთვის რამე უფრო საინტერესო შეექმნა ვიდრე სადღაც სიცარიელეში გამოკიდებული პატარა ფერადი ბურთი იყო, სადაც არაფერი ხდებოდა ისეთი რაც მის ყურადღებას მიიპყრობდა, იფიქრა, იფიქრა და მიხვდა რომ თუ თავის მსგავს არსებებს შექმნიდა, თავისზე ბევრად სუსტებს და ბევრად ნაკლები ჭკუა გონების მქონეებს, გასართობი ნამდვილად არ მოაკლდებოდა, ასე დაიბადნენ ადამი და ევა,
ახლადშექმნილი ადამიანები ფიზიკურად ლამაზები, თუმცა არც თუ ისე ბრძენები იყვნენ ( ეს ასეც იყო ჩაფიქრებული ) ადამის ბუნება ყოველგვარ ვნებას გამორიცხავდა. არ ყოფილა არც ერთი წამი, როდესაც მას ირაციონალურის ოდნავი მინიშნება, რისხვის ან ვნების ოდნავი კვალიც კი ეგრძნო. მართლაც, ჩვენი პირველი მშობლები რომ დარჩენილიყვნენ უმანკოების იმ მდგომარეობაში, როგორებიც შეიქმნენ, მათ ნამდვილად არ შეეძინებოდათ შთამომავლობა იმ მეთოდით ( სქესობრივი კავშირით ) რა მეთოდითაც ახლა მრავლდებიან ადამიანები. ჩვენი რასა კი სრულიად არახორციელი გზით გამრავლდებოდა, ისეთი გზით, რომელიც შეეფერებოდა უაღრესად რაციონალურ, უვნებო არსებებს, რომლებიც ოდესღაც ვიყავით. და როგორც მათ თავდაპირველ სრულყოფილებას შეეფერებოდა.
როგორც უკვე იცით, ღმერთმა თავისი ქმნილებები სამოთხის ბაღში დაასახლა, ადამმა და ევამ კი იმ ბაღში თავიდანვე სრულად გაიგეს სიკეთესა და ბოროტებას შორის განსხვავება მაშინ როცა მიიღეს ღვთაებრივი მცნება, არ ეჭამათ სიკეთისა და ბოროტების შეცნობის ხის ნაყოფი. თუმცა ამ აკრძალვის შესრულება სიგიჟის მწვერვალი იქნებოდა. რადგან როგორ შეეძლო ღმერთს დანაშაულის აკრძალვა მისთვის, ვინც არ იცოდა, რომ დანაშაული ცუდი რამ იყო?
ყველაფერი ნათელია...
ცხოვრობდნენ ადამი და აევა სამოთხის ბაღში და არ ჰქონდათ არანაირი სირცხვილის და რიდის შეგრძნება „და ორივენი შიშვლები იყვნენ, ადამიანიც და მისი ქალიც, და არ რცხვენოდათ“. როგორ აჩვენეს მათ, რომ არ რცხვენოდათ? ღია ცის ქვეშ, გარშემომყოფი ყველა არსების თვალწინ სქესობრივი აქტით. გველი, ყველაზე ცბიერი მხეცი ბაღში, აღფრთოვანებული იყო ამ სანახაობით. მან მოისურვა ქალი და გადაწყვიტა მასთან საუბარი.
ადამს განუწყვეტლად ჰქონდა სქესობრივი აქტი თავის თანამგზავრთან და ეს აქტები ყველა შემთხვევაში სრულიად სიამოვნებისა და ინტერესის გარეშე ხდებოდა. ეს იყო მშვიდი, გააზრებული და რაციონალური მოქმედება. ადამიანისთვის საინტერესო იყო ცხოვრება არსებასთან, რომელიც მისივე სხეულიდან იყო გამოსული: „ბოლოს და ბოლოს, ეს არის ძვალი ჩემი ძვლებიდან და ხორცი ჩემი ხორციდან“.
რაკი ეს ყველაფერი ბაღის სხვა ბინადართა თვალწინ ხდებოდა, არ არის გასაკვირი რომ გველი მოიხიბლა ევათი და გადაწყვიტა მასთან დაახლოება, მისი შეცდენა და მისით სიამოვნების მიღება, სხვა ყველაფერი კი რაც დროთა განმავლობაში დაემატა ამ ისტორიას მხოლოდ და მხოლოდ საკმაზია რომ გემო და არომატები უკეთ ვიგრძნოთ და გონებაშიც დიდხანს დაგვრჩეს დაგემოვნების დროს მიღებული მძაფრი ემოციები.
ანუ ეს ყველაფერი ასეთი უბრალო და ბანალურია? ალბათ ნებისმიერს ეს კითხვა გაგიჩნდებათ, სად არის ინტრიგები, სად არის ბრძოლა სიკეთესა და ბოროტებას შორის, სად არიან ანგელოზები და დემონები და ბოლოს, სად არის თავად ღმერთი რომელმაც თავისი შექმნილი არსებები სამუდამო ტანჯვისა და სიბნელისთვის გაიმეტა...
-
გაინტერესებთ ამ ამბის გაგრძელება? დააკომენტარეთ და შემდეგი სტატია უფრო გრძელი და საინტერესო იქნება.
4