სექსი და საზოგადოება: რას გვეუბნება ისტორია სექსუალური თავისუფლების გავლენის შესახებ

სექსი და საზოგადოება: რას გვეუბნება ისტორია სექსუალური თავისუფლების გავლენის შესახებ

ავტორი
lucien vanserra

lucien vanserra

შეფასება

0

(0)

487

გაზიარება:

07.10.2025

მოკლე აღწერა

საუკუნეების განმავლობაში კულტურების აღზევებისა და დაცემის მიმოხილვა აჩვენებს, რომ სექსი და კულტურა, ზედმეტად მჭიდროდ არის გადაჯაჭვული ერთმანეთთან, სექსუალური თავისუფლებისადმი ადამიანთა დამოკიდებულებას, შეხედულებებს და სიყვარულის სახელით შენიღბულ ვნებას და მიზიდულობას ხშირად უზარმაზარი იმპერიები შესწირვია მსხვერპლად...

არსებითად, ისტორია აჩვენებს, რომ ისეთი საზოგადოება, რომელსაც ჩვენი ახალი თაობის წიგნები, ფილმები და ყოველდღიური ცხოვრება უყალიბებს აზროვნებას, - საზოგადოება, რომელშიც ქორწინება და ოჯახი მეორეხარისხოვანია და სადაც ამბიციები, ოცნებები და „მეგობრობა შეღავათებით“ მცნება ბატონობს - არ არის ისეთი საზოგადოება, რომელიც კულტურის აყვავებას უწყობს ხელს.

სამაგიეროდ, ისეთი საზოგადოება, როგორიც ჩვენ ვართ, რომელიც „სრულ სექსუალურ თავისუფლებას იღებს“, მალევე ინგრევა...



სექსუალური შეზღუდვების ეფექტი:
სექსუალური შეზღუდვების ზრდა, როგორც ქორწინებამდე, ასევე მის შემდეგ, ყოველთვის იწვევდა კულტურის აყვავებას. პირიქით, სექსუალური თავისუფლების ზრდა ყოველთვის იწვევდა კულტურის კოლაფსს სამი თაობის შემდეგ.

ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფაქტორი:
გასაკვირია, რომ მონაცემებმა აჩვენა, კულტურის აყვავებასთან დაკავშირებული ყველაზე მნიშვნელოვანი კორელაცია იყო ის, საჭირო იყო თუ არა ქორწინებამდელი უმანკოება. მას ორივე შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანი გავლენა ჰქონდა.


კულტურის უმაღლესი აყვავება:
ყველაზე ძლიერი კომბინაცია იყო ქორწინებამდელი უმანკოება „აბსოლუტურ მონოგამიასთან“ ერთად. რაციონალისტური კულტურები, რომლებმაც ეს კომბინაცია შეინარჩუნეს მინიმუმ სამი თაობის განმავლობაში, ყველა სხვა კულტურას აღემატებოდნენ ყველა სფეროში, მათ შორის ლიტერატურაში, ხელოვნებაში, მეცნიერებაში, ავეჯში, არქიტექტურაში, ინჟინერიასა და სოფლის მეურნეობაში. ოთხმოცდაექვსი კულტურიდან მხოლოდ სამმა მიაღწია ამ დონეს.



ისტორიული გადმოცემები გვეუბნება რომ თუ კულტურა სრულ სექსუალურ თავისუფლებას მიიღებდა, იგი სამი თაობის განმავლობაში აყვავების ყველაზე დაბალ დონემდე დაეცემოდა - რასაც აღწერენს, როგორც „ინერტულს“ და „კონცეფციის მკვდარ დონეზე“ მყოფს და ხასიათდება იმ ადამიანებით, რომლებსაც საკუთარი სურვილებისა და მოთხოვნილებების გარდა სხვა არაფერი აინტერესებთ.
ამ დონეზე დაცემულ კულტურას, როგორც წესი, იპყრობს ან ითვისებს სხვა კულტურა, რომელსაც უფრო დიდი სოციალური ენერგია აქვს.

უკვე რამდენიმე ათწლეულია, რაც ჩვენი კულტურა სექსუალურ თავისუფლებას ქალების განთავისუფლების ფორმად მიიჩნევს. მაგრამ შეიძლება თუ არა ამ თავისუფლებამ, უფრო მეტი ბედნიერების მიღწევის ნაცვლად, საბოლოოდ დაამხოს ჩვენი საზოგადოება?

დატოვე შეფასება

0

(0)
კომენტარები

by: Irakli Iremadze & Beka Badagadze