სატურნი და მისი ექვსკუთხა ქარიშხალი

სატურნი და მისი ექვსკუთხა ქარიშხალი

ავტორი
Ra Ve

Ra Ve

ადმინი
შეფასება

4

(4)

641

გაზიარება:

16.03.2026

მოკლე აღწერა

სატურნის ჩრდილოეთ პოლუსზე მუდამ გრიალებს ქარიშხალი, რომელიც 30 ათას კილომეტრზეა გადაჭიმული. ეს ქარიშხალი თავისი ფორმიდან გამომდინარე, ბუნებაში სულ არ უნდა არსებობდეს. რადგან ეს არის იდეალური ჰექსაგონი.

სატურნი ყველაზე დიდებული და ფოტოგენური პლანეტაა ჩვენს მზის სისტემაში. ის შორეულ ცაზე თითქოს სიმშვიდის სიმბოლოდ აღიქმება, მაგრამ მისი ოქროსფერი ბრჭყვიალა ნისლის მიღმა იმალება სამყარო, რომელიც თავად ფიზიკას უცხადებს ომს. ეს ის ადგილია, სადაც რეალობა კოშმარშია არეული. სატურნი  გიგანტია, რომელიც ერთ დიდ უდაბნოს ჰგავს შორიდან. თუმცა მიუხედავად მისი გიგანტური ზომისა, მას წონა ლამის არ გააჩნია, რადგან მისი მატერია მთლად მყარი არაა. რომ შეგვძლებოდეს მისი ოკეანეში ჩაგდება, ის არ ჩაიძირებოდა და წყალზე იტივტივებდა, როგორც გემი მოჩვენება. სწორედ ეს არის იმის ცხადი მაგალითი, თუ როგორი მატყუარაა ხშირად კოსმოსის სიღრმეში  არსებული მატერია.

მის ჩრდილოეთ პოლუსზე მუდამ გრიალებს ქარიშხალი, რომელიც 30 ათას კილომეტრზეა გადაჭიმული. ეს ქარიშხალი თავისი ფორმიდან გამომდინარე, ბუნებაში სულ არ უნდა არსებობდეს. რადგან ეს არის იდეალური ჰექსაგონი. სწორი ექვსკუთხედი. და ეს უზარმაზარი გეომეტრიული სიგიჟე ფორმას არ იცვლის უკვე ათასწლეულებია. წარმოიდგინეთ ამხელა გეომეტრიულად სწორი მუდმივი შტორმი, რომლის ბუნებაც მეცნიერებმა დღემდე ვერ გაიგეს, ამ უცნაურ ჰექსაგონს მეცნიერები ჩიხში შეჰყავს. თითქოს ის ვიღაცამ სპეციალურად დახატა შიგ მოქმედი შტორმის გულში.

მაგრამ სატურნის მთავარი ტრაგედია იმაშია, რომ ის თანდათან კლავს საკუთარ სილამაზეს, მისი ცნობილი რგოლები მუდმივი გვირგვინი კი არა მხოლოდ ნელი სუიციდია, რადგან პლანეტა საკუთარი გრავიტაციით ჭამს მათ. მიზიდულობის ძალით თანდათან იწოვს იმ ნამსხვრევებს, რისგანაც შედგებიან ეს რგოლები.

ჩვენ შეიძლება ვიყოთ იმ დიდებული ეპოქის მოწმეები, როცა სატურნი ბოლომდე შემოიხსნის საკუთარ ქამრებს და შიშველი დარჩება. სატურნი საკუთარ გულში მოძრავ ყინულის მორევს მეტალად აქცევს, ციდან კი ალმასის წვიმა ცვივა, რომელსაც ვერავინ ხედავს. მიუხედავად ყველაფრისა ეს გიგანტი მშვიდად დრეიფობს კოსმოსის ოკეანეში და ჩვენ მხოლოდ წამიერი ლანდები ვართ სატურნის უზარმაზარ ჩრდილში. 

დატოვე შეფასება

4

(4)
კომენტარები

by: Irakli Iremadze & Beka Badagadze