საშიში ადამიანის(?) რვა ნიშანი

საშიში ადამიანის(?) რვა ნიშანი

ავტორი
Ra Ve

Ra Ve

ადმინი
შეფასება

4.67

(3)

2688

გაზიარება:

27.11.2025

მოკლე აღწერა

არსებობს რამდენიმე ნიშანი, რაც ადამიანს სახიფათოს ხდის გარეშე მაყურებლის თვალში. ეს არ არის ღია აგრესიულიბა, ფიზიკურად საშიში შესახედაობა, ანდაც მისი "ყოვლისშემძლეს" სტატუსი ცხოვრებაში. წაიკითხეთ სტატია და გაიგეთ, რა წარმოაჩენს ადამიანს რეალურად სახიფათოს.

საშიში ადამიანის(?) რვა ნიშანი

1.     თქვენ არ ჩქარობთ მოვლენებზე რეაგირებას. თქვენ დაკვირვებას ირჩევთ. თქვენგან ამგვარი ქცევა გარშემომყოფებს ძაბავს  მათ აშინებთ ის, რომ რთულია თქვენი შემდეგი ნაბიჯის გათვლა. რადგან ისინი გარკვეულ ქმედებაზე ვერ იღებენ  თქვენგან ზოგადად ჩვეულ რეაქციას. ამიტომ ხშირად ქვეცნობიერად ცდილობენ თავი აგარიდონ.

2.     თქვენ შეგიძლიათ სხვებისთვის ტკივილის მიყენება. ეს თქვენთვის ადვილია, მაგრამ ამას არ ირჩევთ. კონტროლირებადი ძალა, მით უფრო კონტროლირებადი აგრესია, რომელიც თქვენ გემორჩილებათ აფექტის ნაცვლად, ბევრად სახიფათოა გაუაზრებელ აგრესიაზე.

3.     თქვენ გეტყობათ, რომ ბევრი გამოიარეთ და არ გატყდით. თქვენ ის , რაც სხვებს გასტეხდა შინაგან საყრდენად გაიხადეთ. თითქოს ტკივილი დაიმორჩილეთ. ამის გაცნობიერება თქვენ სახიფათო ადამიანად გაქცევთ. სხვებს ეშინიათ იმის, რასაც თავად ვერ აკონტროლებენ.

4.     თქვენ მშვიდად ხვდებით იმას, რომ შესაძლოა სხვებს არ მოსწონდეთ. არც კი ცდილობთ მათთვის თავის მოწონებას. და იმიტომ რომ თქვენ არ აძლევთ სხვებს უფლებას თქვენზე მოლოდინები შეიქმნან, თქვენი მართვა და თქვენით მანიპულაცია შეუძლებელია. ეს მიზეზიც კმარა, რომ მათ თქვენ სახიფათოდ მიგიჩნიონ.

5.     თქვენ ცოტას საუბრობთ, ანდა სულაც დუმილს ურჩევთ. საუბარს არ იყენებთ, როგორც თვითგამოხატვის ფორმას. თქვენი ყოველი სიტყვა გათვლილი, მოზომილი და საქმიანია. ნაკლებ ავლენთ მეტყველებაში ემოციას. ამიტომ თქვენ სიტყვებს აქვს წონა და თქვენ ყურადღებით გისმენენ. ეს ერთგვარ იდუმალ ამოუცნობ ეფექტს ქმნის.

6.     თქვენ არ გეშინიათ, რომ ვერ გაგიგებენ. და მუდამ სიმართლეს ურჩევთ, თუნდაც ეს არაკომფორტული იყოს და ამ სიმართლის გამო საფასურის გადახდა მარტოობით მოგიწიოთ. თქვენ მარტოობის არ გეშინიათ, მარტოობა თქვენი კომფორტის ზონაა. ეს აფრთხობს მათ. ამიტომ თქვენს გარშემო იშვიათად არის ხალხმრავლობა.

7.     თქვენ ურთიერთობას ასრულებთ ემოციების გარეშე. თუ ისინი გადმოლახავენ უხილავ საზღვარს, რომელიც თქვენ გაავლეთ, თქვენ უბრალოდ ქრებით. ახსნის, დრამების, ცარიელი სიტყვების გარეშე. ეს სიჩუმე და გამოუხატავი ემოცია იდუმალს და მოუხელთებელს გხდით. ესეც სახიფათო ადამიანად(?) გაქცევთ მათ თვალში.

8.     თქვენ არ იქებთ თავს. სიტყვებით არ ახდენთ საკუთარი თავის პრეზენტაციას. თქვენს ნაცვლად თქვენი ქმედებები და მათი შედეგები საუბრობენ. თუმცა ეს რთული აღსაქმელია მათთვის და  რთული გასაგები. თუმცა თქვენ თვლით, რომ ეს მათი პრობლემაა. თქვენი მშვიდი თავდაჯერებულობა სიტყვებზე მეტყველია.

იყო სახიფათო_ აგრესიულობას კი არა, არამედ თვითკონტროლს, თავშეკავებას, თავის ფლობას და ნათელ გონებას გულისხმობს.

თუ რამდენიმე პუნქტში მაინც იცანით თავი, თქვენ შეძლებთ დაინახოთ, როგორ გხედავთ სამყარო.

 

 

დატოვე შეფასება

4.67

(3)
კომენტარები

by: Irakli Iremadze & Beka Badagadze