საინტერესო ფაქტები სპილოებზე

საინტერესო ფაქტები სპილოებზე

შეფასება

0

(0)

14

გაზიარება:

09.06.2025

მოკლე აღწერა

სპილოებს აქვთ იშვიათი ნეირონები, რომლებიც გვხვდება ადამიანებშიც. ისინი პასუხისმგებელნი არიან თვითშეგნებაზე, თანაგრძნობაზე და რთულ სოციალურ აღქმაზე. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სპილო გიგანტია არამხოლოდ ზომებში, არამედ გიგანტია სულიერადაც. ის გრძნობს, ესმის, თანაუგრძნობს და გონივრულად მოქმედებს. მისი ბუნებით მოხიბლული ლეონარდო და ვინჩი სპილოს შესახებ წერდა: "სპილო წარმოადგენს სამართლიანობას, ინტელექტს და ზომიერებას."

1. ისინი მსოფლიოში ყველაზე დიდი ხმელეთის ცხოველები არიან

აფრიკული სავანის (ბუჩქის) სპილო მსოფლიოში ყველაზე დიდი ხმელეთის ცხოველია - ზრდასრული მამრი სპილოების სიმაღლე საშუალოდ 3 მეტრს აღწევს და წონა 6000 კგ-მდეა. მამრები სრულ ზომას მხოლოდ 35-40 წლის ასაკში აღწევენ - ეს მათი სიცოცხლის ხანგრძლივობის ნახევარზე მეტია, რადგან ველურ სპილოებს 60-70 წლამდე შეუძლიათ ცხოვრება. ეს მხოლოდ ზრდასრულ სპილოებს არ ეხებათ - სპლიყვებიც კი უზარმაზრები არიან! დაბადებისას, სპლიყვი შეიძლება 120 კგ-ს იწონიდეს.

2. სპილოთა სახეობის გარჩევა ყურების ფორმაზე დაკვირვებით შეგიძლიათ

სპილოს სამი სახეობა არსებობს: აფრიკული სავანა (ბუჩქი), აფრიკული ტყის და აზიური. აფრიკული სპილოების ყურები გაცილებით დიდია, ვიდრე მათი ბიძაშვილების და აღწერილია, როგორც აფრიკის კონტინენტის ფორმის, ხოლო აზიური სპილოების ყურები ინდოეთის სუბკონტინენტის ფორმის. ასევე არსებობს განსხვავება ხორთუმში - აფრიკულ სპილოებს ხორთუმის წვერზე ორი „წამონაზარდი“ აქვთ, აზიურ სპილოებს კი ერთი.

3. სპილოების ხორთუმებს საოცარი უნარები აქვთ

სპილოებს ხორთუმში დაახლოებით 150 000 კუნთოვანი ერთეული აქვთ. მათი ხორთუმი, ალბათ, ყველაზე მგრძნობიარე ორგანოა ნებისმიერ ძუძუმწოვარში. სპილოები ხორთუმს იყენებენ წყლის შესაწოვად - ზოგჯერ შეიძლება 8 ლიტრამდეც კი შეიწოვონ. ისინი ხორთუმს ასევე იყენებენ ცურვის დროს სასუნთქად.

4. მათი ეშვები სინამდვილეში კბილებია

სპილოს ეშვები სინამდვილეში გადიდებული საჭრელი კბილებია, რომლებიც პირველად სპილოებს დაახლოებით 2 წლის ასაკში ეჩვენებათ. ეშვები მთელი ცხოვრების განმავლობაში აგრძელებენ ზრდას. ეშვები გამოიყენება კვებისთვის - ხეების ქერქის მოსაშორებლად ან ფესვების ამოთხრისთვის - ან თავდაცვისთვის ბრძოლის დროს. თუმცა, ეს ლამაზი ეშვები ხშირად საფრთხეს უქმნის სპილოებს. რადგან სპილოს ეშვი საკმაოდ ძვირად ფასობს.

5. მათ ძალიან სქელი კანი აქვთ

სპილოს კანი უმეტეს ადგილას 2.5 სმ სისქისაა. მათ კანზე არსებული ნაკეცები და ნაოჭები ბრტყელ კანთან შედარებით 10-ჯერ მეტ წყალს ინარჩუნებს, რაც მათ გაგრილებას უწყობს ხელს. ისინი კანს სისუფთავეს ინარჩუნებენ და მზისგან დამწვრობისგან თავს რეგულარულად მტვრისა და ტალახის აბაზანების მიღებით იცავენ.

6. სპილოები გამუდმებით ჭამენ

სპილოები სეზონისა და მათი გეოგრაფიული არეალის მიხედვით ბალახს, ფოთლებს, ბუჩქებს, ხილსა და ფესვებს მიირთმევენ. განსაკუთრებით მშრალი ამინდის დროს სპილოები ჭამენ ხეებისა და ბუჩქების ნაწილებს, როგორიცაა ტოტები და ქერქი. მათ დღეში 150 კგ-მდე საკვების ჭამა სჭირდებათ, თუმცა ამ რაოდენობის ნახევარი შეიძლება ორგანიზმიდან მოუნელებელი დარჩეს. სპილოები იმდენს ჭამენ, რომ დღის სამ მეოთხედს მხოლოდ ჭამაში ატარებენ.

7. ისინი ვიბრაციების საშუალებით ურთიერთობენ

სპილოები სხვადასხვა გზით ურთიერთობენ - მათ შორის ისეთი ხმებით, როგორიცაა საყვირისმაგვარი ძახილი (ზოგიერთი ხმა ძალიან დაბალია ადამიანისთვის გასაგონად), სხეულის ენით, შეხებითა და სურნელით. მათ ასევე შეუძლიათ კომუნიკაცია სეისმური სიგნალების საშუალებით - ხმებით, რომლებიც ქმნიან ვიბრაციებს მიწაში - რომელთა აღმოჩენაც მათ შეუძლიათ ძვლების მეშვეობით.

8. სპილოს პატარას დაბადებიდან 20 წუთში შეუძლია ფეხზე დადგომა

გასაოცარია, მაგრამ პატარა სპლიყვებს დაბადებიდან 20 წუთში შეუძლიათ ფეხზე დგომა და 1 საათში სიარული. ორი დღის შემდეგ მათ შეუძლიათ ჯოგთან ერთად წასვლა. გადარჩენის ეს წარმოუდგენელი ტექნიკა ნიშნავს, რომ სპილოების ჯოგებს შეუძლიათ შეუფერხებლად განაგრძონ მიგრაცია საკვებისა და წყლის საპოვნელად.

9. სპილო არასდროს ივიწყებს

სპილოს საფეთქლის წილი (ტვინის ის უბანი, რომელიც მეხსიერებასთან ასოცირდება) უფრო დიდი და მკვრივია, ვიდრე ადამიანების - აქედან მოდის გამოთქმა „სპილოები არასდროს ივიწყებენ“.

10. აფრიკული სპილოების დაახლოებით 90% გასულ საუკუნეში გადაშენდა

აფრიკული სპილოების დაახლოებით 90% გასულ საუკუნეში გადაშენდა - ძირითადად სპილოს ძვლებით ვაჭრობის გამო - დღეს დაახლოებით 415,000 ველური სპილო დარჩა ცოცხალი. აზიური სპილოებიც საფრთხის ქვეშ არიან, ბოლო სამი თაობის განმავლობაში მათი რაოდენობა მინიმუმ 50%-ით შემცირდა. ველურ ბუნებაში მხოლოდ 48,000–52,000 ინდივიდია დარჩენილი. მათი გეოგრაფიული არეალის ცვლილების, ფრაგმენტაციისა და ადამიანის დასახლებებისა და სოფლის მეურნეობის გამო თავისუფალი მიწის დაკარგვის მიზეზით, აზიური სპილოების პოპულაციებს უჭირთ ტრადიციული მიგრაციის მარშრუტების გავლა წყლის, საკვებისა და გამრავლების ადგილების მისაღწევად და ისინი ხშირად სახიფათო კონტაქტში შედიან ადამიანებთან.




დატოვე შეფასება

0

(0)
კომენტარები