Sagittarius A_  ირმის ნახტომის მასიური შავი ხვრელი   

Sagittarius A_ ირმის ნახტომის მასიური შავი ხვრელი  

ავტორი
Ra Ve

Ra Ve

ადმინი
შეფასება

5

(1)

218

გაზიარება:

30.01.2026

მოკლე აღწერა

დაგისვამს ასეთი კითხვა? მაინც რა არის ჩვენი გალაქტიკის ცენტრში ასეთი საინტერესო? შენ იცი, რომ დედამიწა მზის გარშემო ბრუნავს, მაგრამ თუ დაინტერესებულხარ, რის გარშემო ბრუნავს თავად მზე? ისიც ხომ მუდმივად მოძრაობს და არ დგას ერთ ადგილას?

Sagittarius A_ ირმის ნახტომის მასიური შავი ხვრელი

 

დაგისვამს ასეთი კითხვა? მაინც რა არის ჩვენი გალაქტიკის ცენტრში ასეთი საინტერესო?

შენ იცი, რომ დედამიწა მზის გარშემო ბრუნავს, მაგრამ თუ დაინტერესებულხარ, რის გარშემო ბრუნავს თავად მზე? ისიც ხომ მუდმივად მოძრაობს და არ დგას ერთ ადგილას?

მზე, სხვა მილიარდობით ვარსკვლავთან ერთად, ბრუნავს ირმის ნახტომის გალაქტიკის ცენტრს გარშემო. ეს ცენტრი შეიცავს უზარმაზარ შავ ხვრელს, რომელსაც sagittarius A ( მშვილდოსანი ა) ეწოდება.

მზე ამ ცენტრს დაახლოებით 230 მილიონ წელში ერთხელ შემოუვლის. ამ შავი ხვრელის მასა 4 მილიონჯერ აღემატება თავად მზის მასას. მშვილდოსნის შავი ხვრელი ერთ_ერთი ყველაზე შესწავლილი შავი ხვრელია, თუ შეიძლება ასე ვთქვათ, რადგან ის ჩვენთან ყველაზე ახლოს მდებარეობს. სულ რაღაც 25000 სინათლის წელში. ის გალაქტიკური ცენტრის როლშია და მზის მოძრაობას აკონტროლებს. სწორედ მისი უზარმაზარი გრავიტაცია იზიდავს მზეს და სხვა ყველა ვარსკვლავსაც. ამ გალაქტიკაში მზე სწორედ მის გარშემო საკუთარ ორბიტაზე მოძრაობს და თან მიაქროლებს ჩვენს პლანეტარულ სისტემასაც.

 

.რა მოხდებოდა ეს შავი ხვრელი რომ არ არსებობდეს? მაშინ ირმის ნახტომი სრულიად სხვანაირი იქნებოდა. განვიხილოთ რამდენიმე შესაძლო სცენარი.

. გალაქტიკის ფორმა შეიცვლებოდა. შავი ხვრელის მიზიდულობა ვარსკვლავებს და გაზს იზიდავს. მის გარეშე ჩვენი გალაქტიკა უფრო გაფანტული იქნებოდა. ვარსკვლავების მოძრაობა შეიცვლებოდა.

. ირმის ნახტომი შესაძლოა სხვა გალაქტიკას უფრო ადვილად დასჯახებოდა.

 

 თავად შავი ხვრელი ამ მომენტში მზისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს. რადგან მისგან საკმაოდ შორსაა.

 

რაც შეეხება თეორიულ საფრთხეებს:

.გარდაუვალი არასტაბილურობა.

თუ მზე ძალიან ახლოს მივა მშვილდოსანთან, მისი გრავიტაციის ძალა ვარსკვლავების სტრუქტურას დაარღვევს.

.გაზის და მტვრის ღრუბლები, თუ მზე მშვილდოსანს მიუახლოვდა გაზის და მტვრის ღრუბლები მზის სისტემაში შეაღწევს და ეს პლანეტებს ორბიტიდან ააცილებს.

 

ახლა მზე სრულიად უსაფრთხოდაა. მას კიდევ 5_6 მილიარდი წელი აქვს დარჩენილი, სანამ ის სრულად ამოწურავს საკუთარ წყალბადის მარაგს და იქცევა წითელ გიგანტად.

ამჟამად მზე 4_6 მილიარდი წლისაა. ანუ მისი სიცოცხლის ნახევარი გავლილია.

მზის მომავალი რამდენიმე ეტაპს მოიცავს.

. წითელი გიგანტი_ მზე გაფართოვდება და გადიდდება, საკუთარ პლანეტებს გადაყლაპავს.

.თეთრი ჯუჯა_ მზე შემჭიდროვდება, შეიკუმშება და მკვრივი ვარსკვლავი გახდება.

.შავი ჯუჯა_მზე საბოლოოდ გაცივდება და უხილავი გახდება.

 

გსურთ მეტი ინფორმაცია ამ თემაზე?

 

 

დატოვე შეფასება

5

(1)
კომენტარები

by: Irakli Iremadze & Beka Badagadze