როგორ მოვხიბლოთ და შევინარჩუნოთ მამაკაცი  😉

როგორ მოვხიბლოთ და შევინარჩუნოთ მამაკაცი 😉

ავტორი
lucien vanserra

lucien vanserra

შეფასება

5

(2)

110

გაზიარება:

02.02.2026

მოკლე აღწერა

რამდენიმე მარტივი რჩევა, რისი გათვალისწინების შემთხვევაში მყარი, ხანგრძლივი ურთიერთობა თქვენს პარტნიორთან, გარანტირებული გექნებათ, პატივისცემა, სითბო და ცოტაოდენი გამჭრიახობა, ეს არის და ეს 😉

1) მიეცი კარგ ადამიანს შანსი.

ხანდახან შეიძლება შენთვის თავიდანვე ნათელი იყოს ვინ არის კარგი და ვინ არის ცუდი ადამიანი მაგრამ იმდენად ხარ შეპყრობილი და დაბრმავებული უაზრო, არაფრისმომცემი კლიშეებით, პარტნიორის არჩევისას შეცდომას უშვებ! ნუ მოიქცევით ასე! მიეცი კარგ ადამიანს შანსი. ნუ დაგაბრმავებს გარეგნული ბრწყინვალება, ფული, ძვირფასი ავტომობილი ან დაკუნთული სხეული, შეიძლება შენი ცხოვრების თანამგზავრი არ გამოიყურებოდეს სრულყოფილად, მაგრამ არა უშავს, განაგრძე მასთან ურთიერთობა! ეცადე გაიცნო კარგად, აღმოაჩინო მისი დადებითი თვისებები და საბოლოოდ მერე გადაწყვიტო ღირს თუ არა ურთიერთობის გაგრძელება.



2) ურთიერთობის შენარჩუნება.

არ აქვს მნიშვნელობა ვის ხვდები ან ესაუბრები, პატივისცემა ყოველთვის მნიშვნელოვანია. მამაკაცებს ეს სწყურიათ, ასე შეიქმნენ! ქალებს სიყვარული სჭირდებათ, მამაკაცებს კი - პატივისცემა. რა ადვილია არა?
პატივისცემის გამოხატვა შენი ცხოვრების თანამგზავრის მიმართ რამდენიმე გზით შეგიძლია. ერთ-ერთი მათგანია სიტყვიერად უთხრათ: „ვაუ, მე ნამდვილად პატივს ვცემ იმას, თუ რამდენად ბევრს მუშაობ შენს სამსახურში!“. პატივისცემა შეგიძლია გამოხატო თვალებში ყურებით და ყურადღების მიქცევით, როდესაც ის გელაპარაკება. პატივისცემა ასევე შეგიძლია გამოხატო მასთან გულწრფელობით. მისი დაფასებით და შემჩნევით, მერწმუნე თუ ასე მოიქცევი ბევრად მყარი გახდება შენი ურთიერთობა მასთან.



3) ეცადე გამოიყურებოდე ქალურად.

მამაკაცურ მამაკაცებს იზიდავთ ქალური ქალები! ეს ძალიან მარტივია! მშვიდად გაიაზრე ეს სიტყვები და მიხვდები რომ მართალი ვარ. მამაკაცებს უყვართ როცა ქალზე ზრუნავენ, თავს სრულყოფილად მაშინ გრძნობენ როცა შენთვის რამეს აკეთებენ. ასე რომ გამოავლინე შენი ქალური მხარე, რათა მას საშუალება მისცე, გაგიღოს კარი, გაგიხსნას ქილა, დაგეხმაროს მძიმე ტვირთის ზიდვაში, გადაიხადოს შენი შეკვეთა, წაიყვანოს და დაგეგმოს თქვენი პაემანი. ჩაიცვი ლამაზი კაბა და ისწავლე ნაზი მანერები! მიეცი უფლება დაგაფასოს და უბრალოდ გადაუხადე მადლობა.



4) იცოდე შენი ფასი.

იცხოვრე ისეთ მამაკაცთან რომელსაც შენი დაფასება შეუძლია, არცერთი წამი არ დაკარგო მისთვის ვინც ვერ ამჩნევსროგორი კარგი, ძვირფასი და შეუდარებელი ხარ.



5) ნუ დაედევნები მას.

თუ შენს გვერდით სწორი მამაკაცია მისი დევნა არ მოგიწევს, თუ მაინც მოხდება ეს ესე იგი შეცდომას უშვებ და აუცილებლად უმოკლეს ვადაში უნდა დაასრულო ეს ურთიერთობა, ის არ უნდა იქცეს შენთვის პრიზად, შენ უნდა იყო მისი ჯილდო. მისი დევნის ნაცვლად, გააცნობიერე, რომ ღირსი ხარ გააკეთო ის, რაც გსიამოვნებს! შეიღებე ფრჩხილები, წადი კინოში, მოუსმინე ცოცხალ მუსიკას! ბევრი იარე ქუჩაში ფეხით არასდროს იცი, ვის შეხვდები : )



6) ნუ ითამაშებ თამაშებს.

კარგად დაიმახსოვრე რასაც გეტყვი, თუ მამაკაცის ყურადღების მისაქცევად თამაშების თამაში მოგიწევთ, დიდი შანსია, რომ ვერ შეძლებთ მის შენარჩუნებას. მყარი ურთიერთობა მარტივი და უპრობლემო უნდა იყოს და არა შეჯიბრი თუ ვინ ვის, ასე რომ მოერიდეთ თამაშს, იყავით მშვიდი, გულღია და გულწრფელი.

დატოვე შეფასება

5

(2)
კომენტარები

by: Irakli Iremadze & Beka Badagadze