როგორ გავხდეთ უკეთესი მწერალი 🤔 რამდენიმე რჩევა
მოკლე აღწერა
არ აქვს მნიშვნელობა დამწყები ხართ თუ ათწლეულების განმავლობაში წერთ, კარგად წერა ყოველთვის ძალიან შრომატევადი საქმეა. შესაძლოა, ყოველდღიურად წერდეთ, მაგრამ გრძნობდეთ, რომ რაღაც ისე არ გამოგდით როგორც გსურთ. მართალია ეს სტატია ბესტსელერების ავტორად ვერ გაქცევთ მაგრამ, აუცილებლად დაგეხმარებათ გახდეთ უკეთესი მწერალი დიდებისკენ მიმავალ გზაზე...
1. გამოტოვეთ ზედმეტი სიტყვები.
ყოველთვის ეცადეთ რაც შეიძლება ნაკლები არასაჭირო სიტყვა გამოიყენოთ, შეეშვით არასაჭირო მაღალფარდოვნებას, მარტივი, მსუბუქი და ყველასთვის გასაგები ენით წერეთ. გახსოვდეთ რომ თქვენი ლექსიკის წამდაუწუმ დემონტრირებით ან მაღალფარდოვანი ფრაზების სხვადასხვა ვერსიებით მკითხველს აიძულებთ ყურადღება ნაწერზე გაამახვილოს და არა ნაწარმოების შინაარსზე.
2. მოერიდეთ ატრიბუციის მანერებს.
მიეცით ადამიანებს საშუალება, თქვან სათქმელი და არა იხიხინონ, ახველონ, იკისკისონ, იბღავლონ, იკივლონ და ა.შ.
ზოგჯერ ადამიანები ჩურჩულებენ, ყვირიან ან ბუტბუტებენ, მაგრამ თქვენი სიტყვების არჩევანში უნდა ჩანდეს ეს და დეტალურად არ უნდა გჭირდებოდეთ ამის აღწერა.
თუ მნიშვნელოვანია, რომ მათ მაინცდამაინც ამოიოხრონ ან გაიცინონ, გამოყავით მოქმედება დიალოგისგან:
ჯიმმა ამოიოხრა. „უბრალოდ აღარ შემიძლია ამის ატანა“.
3. მოიშორეთ კლიშეები, არა მხოლოდ სიტყვები და ფრაზები.
ეცადეთ აღმოფხვრათ სიტუაციური კლიშეები, როგორიცაა:
ამბის დაწყება მთავარი გმირის გაღვიძებით
პერსონაჟის მიერ საკუთარი თავის აღწერა სარკის წინ დგომისას
მომავალი სასიყვარულო ინტერესების პირდაპირი შეჯახება პირველი შეხვედრისას
გასროლა, რის შემდეგაც მსროლელი, მოულოდნელად მესამე მხარე კლავს მას, ვინც გმირს ესროლა.
ერთი შეხედვით მკვდარი, უგონო ან ქმედუუნარო ბოროტმოქმედი ცოცხლდება ზუსტად მაშინ, როდესაც გვეგონა, რომ გმირმა საბოლოოდ გადაარჩინა დღე.
ასე რომ, უბრალოდ მოუხმეთ ფანტაზიას და მიყევით საკუთარ ად არა სხვათა მიერ გაკვალულ ბილიკს.
მოერიდეთ სიზმრების კლიშეს.
არა უშავს, რომ ადამიანები ოცნებობდნენ, მაგრამ მოიშორეთ საშინელი კლიშე, რომელიც მთელი შემზარავი სცენის დაწერას და შემდეგ მკითხველის გაოცებას პერსონაჟის გაღვიძებით გულისხმობს.
ეს უკვე ხშირად არის გამოყენებული და საკმაოდ მომაბეზრებელია, ასევე, მოერიდეთ გულისა და სუნთქვის კლიშეებს: ცემა, აჩქარება, ბაკუნი, დარტყმა, სუნთქვა, ჰაერი შეისუნთქა და ა.შ.
თუ საშიშ სიტუაციას საკმარისად დამაჯერებლად წარმოაჩენთ, არ არის საჭირო მკითხველისთვის თქვენი პერსონაჟის გულისცემის ან სუნთქვის შესახებ რაიმეს თქმა. მკითხველმა ეს თავად უნდა განიცადოს.
4. მოერიდეთ პირდაპირ წერას.
ჰოლივუდური ტერმინი, რომელიც აღნიშნავს რეალურ ცხოვრებას და არ ასახავს სიუჟეტის წინ წაწევას, პირდაპირი წერა ყველაზე გავრცელებული შეცდომაა, უბრალოდ წერთ და სიუჟეტი არსაით მიდის.
5. ზედსართავი სახელები ზომიერად გამოიყენეთ.
კარგი წერა ძლიერი არსებითი სახელებისა და ზმნების და არა ზედსართავი სახელების თვისებაა.
6. მოერიდეთ ზედმეტად ხშირად წარმოთქმულ სიტყვებს
თუ ისინი ნამდვილად არ არის საჭირო.
მან ტელევიზორი ჩართო.
ქალი დივანზე ჩამოჯდა.
7. ნუ დაღლით მკითხველს.
მათ უფრო მეტი ესმით, ვიდრე თქვენ გგონიათ.
მოერიდეთ ზედმეტ დეტალიზაციას ( ყველაფრის დაღეჭვას ) მაგალითი: „ისინი ღია კარიდან შევიდნენ და ერთმანეთის პირისპირ, სკამებზე დასხდნენ“.
თუ ისინი შევიდნენ და დასხდნენ, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ კარი ღია იყო და — თუ სხვაგვარად არ არის მითითებული — იქ სკამები იყო.
ასე რომ, შეგიძლიათ დაწეროთ: „ისინი შევიდნენ და ერთმანეთის პირისპირ დასხდნენ“.
8. მოერიეთ იმის სურვილს რომ ყოველთვის ყველაფერი დეტალებში ახსნათ.
მარიამი გაბრაზებული იყო. მან მაგიდას ხელი დაარტყა. „გიორგი, გამაგიჟებ“, - თქვა მან გაბრაზებულმა.
თუ დავინახავთ, რომ მარიამი მაგიდას ურტყამს, არ უნდა გვეთქვა, რომ გაბრაზებული იყო. და ვიცით, რომ მან ის, რაც თქვა, გაბრაზებულმა თქვა.
მან მაგიდას ხელი დაარტყა და თქვა ''გიორგი გამაგიჟებ''
9. ჩაატარეთ თქვენი კვლევა.
მიუხედავად იმისა, რომ მხატვრული ლიტერატურა, გამოგონილია, წარმატების მისაღწევად ის დამაჯერებელი უნდა იყოს. ფანტაზიებსაც კი უნდა ჰქონდეს აზრი.
მას შემდეგ, რაც მკითხველი მიიღებს თქვენს წინაპირობას, შემდგომი მოვლენები ლოგიკური უნდა იყოს. ეფექტური კვლევა მნიშვნელოვანია ამ პროცესის მუშაობისთვის საჭირო სპეციფიკურობის დასამატებლად.
ზუსტი დეტალები ნაწარმოებს მატებს არომატს და ავთენტურობას. დეტალების არასწორად დაშვების შემთხვევაში, თქვენი მკითხველი დაკარგავს ნდობას - და ინტერესს - თქვენი ისტორიის მიმართ.
აუცილებელი ინფორმაცია:
გაეცანით ატლასებსა და მსოფლიო ალმანახებს, რათა დაადასტუროთ გეოგრაფიული და კულტურული ნორმები და იპოვოთ პერსონაჟების სახელები, რომლებიც შეესაბამება გარემოს, პერიოდს და წეს-ჩვეულებებს. თუ თქვენი ახლო აღმოსავლელი პერსონაჟი ვინმეს ცერა თითს აუწევს, დარწმუნდით, რომ ეს მის კულტურაში იგივეს ნიშნავს, რაც თქვენს კულტურაში.
და გახსოვდეთ, რომ კვლევის დეტალები სანელებლად უნდა გამოიყენოთ. ნუ გახდით მას მთავარ კერძად - ეს თავად თქვენი ისტორია უნდა იყოს.
10. გახდი მგზნებარე თვითრედაქტორი.
აგენტებსა და რედაქტორებს შეუძლიათ ორი გვერდისწაკითხვის შემდეგ გადაწყვიტონ, ღირს თუ არა ხელნაწერი შემდგომი განხილვისთვის.
ეს უსამართლოდ ჟღერს და შესაძლოა ასეც იყოს. მაგრამ ეს არის რეალობა, რომელსაც ჩვენ, მწერლებმა თვალი უნდა გავუსწოროთ.
ისწავლეთ რედაქტირება, არასდროს წარადგინოთ ნაშრომი განსახილველად, რომლითაც სრულად არ ხართ კმაყოფილი.
ვიმედოვნებ რომ ეს რჩევები დაგეხმარებათ, რჩევების მესამე ნაწილსაც მალევე მოგაწვდით 😊
0