როგორ გავხდეთ უკეთესი მწერალი 🤔 რამდენიმე რჩევა

როგორ გავხდეთ უკეთესი მწერალი 🤔 რამდენიმე რჩევა

შეფასება

4

(1)

67

გაზიარება:

22.10.2025

მოკლე აღწერა

არ აქვს მნიშვნელობა დამწყები ხართ თუ ათწლეულების განმავლობაში წერთ, კარგად წერა ყოველთვის ძალიან შრომატევადი საქმეა. შესაძლოა, ყოველდღიურად წერდეთ, მაგრამ გრძნობდეთ, რომ რაღაც ისე არ გამოგდით როგორც გსურთ. მართალია ეს სტატია ბესტსელერების ავტორად ვერ გაქცევთ მაგრამ, აუცილებლად დაგეხმარებათ გახდეთ უკეთესი მწერალი დიდებისკენ მიმავალ გზაზე...

საუკეთესო რჩევები

1. ნუ დაისახავთ მიზნად ბესტსელერის დაწერას.

ეს არის უკანასკნელი, რაზეც უნად იფიქროთ, როდესაც ახალ წიგნს იწყებთ. თქვენ არ მაქვს კონტროლი ბაზარზე, გაყიდვებზე, მიმოხილვებზე და ყველაფერ დანარჩენზე. ერთადერთი, რისი კონტროლიც შეგიძლიათ, არის ის, თუ რამდენად უთმობთ საკუთარ თავს თქვენს ახალ ქმნილებას.

წარმატების შანსის მისაღებად, იდეა უნდა მოდიოდეს თქვენი ვნებებიდან, იმ მამოძრავებელი ფაქტორებიდან რაც თქვენში აღმაფრენას იწვევს, რა არის თქვენი ვნება? თქვენი ძლიერი მხარე? რა გაძლევთ მოტივაციას? დაწერეთ ამის შესახებ. თქვენი ვნება კლავიატურაზე გადაიტანეთ და ნახავთ როგორ საოცარ შედეგს მიიღებთ.


2. პირველ რიგში ყოველთვის მკითხველზე იფიქრეთ.

წებოვან ფურცელზე დაწერეთ „პირველ რიგში მკითხველზე იფიქრე“ და ეკრანზე ან სხვა ისეთ ადგილას დადეთ, სადაც წერის დროს დაინახავთ.

თქვენი ერთადერთი ამოცანაა მოყვეთ ისტორია იმდენად დამაჯერებელი, დასამახსოვრებელი, რომ თქვენი მკითხველი თავიდანვე ჩაიძიროს მასში.

მოეპყარით თქვენს მკითხველს ისე, როგორც გსურთ, რომ თქვენ მოგექცნენ და დაწერეთ ის, რისი წაკითხვაც გსურთ. ეს არის წერის ოქროს წესი.

არასოდეს დანებდეთ, არასოდეს მოიწყინოთ. ყოველთვის დააყენეთ თქვენი მკითხველი პირველ ადგილზე.


3. დაამკვიდრეთ მკაცრი წერის რუტინა.

წიგნის წერას დრო სჭირდება და თან ძალიან ბევრი. თუ მხოლოდ შთაგონების გრძნობის დროს წერთ, ვერასდროს დაასრულებთ. თქვენ გჭირდებათ რეგულარული ჩვევის დისციპლინა.

ჩაწერეთ თქვენი წერის დრო კალენდარში და გახადეთ ის უცვლელი.

თვალყური ადევნეთ თქვენს პროგრესს: თქვენი სიტყვები ან გვერდები დღეში, ან წერა გარკვეული დროის განმავლობაში.

დააწესეთ ვადა. განსაზღვრეთ სიტყვების ან გვერდების რაოდენობა, რომლებიც ყოველდღიურად უნდა დაწეროთ ვადის შესასრულებლად. უბრალოდ დარწმუნდით, რომ თქვენი დღიური წარმოების მიზნები რეალისტურია, რათა არ დადარდიანდეთ და არ დანებდეთ.

და ბოლოს, მაშინაც კი, თუ დროდადრო დღეში დასრულებული გვერდების რაოდენობის კორექტირება მოგიწევთ, ნებისმიერ ფასად დაიცავით თქვენი ვადა.


4. აღმოფხვრეთ ყურადღების გამფანტველი ფაქტორები.

შექმენით წერისთვის განკუთვნილი სივრცე. ის არ უნდა იყოს იდეალური - მწერალს ყველგან უნდა შეეძლოს წერა.

შეიძინეთ საუკეთესო სკამი, რომლის შეძენაც შეგიძლიათ. ვერ იქნებით პროდუქტიული, თუ თავს არაკომფორტულად გრძნობთ.

გქონდეთ ხელთ და ახლოს ყველა საჭირო ნივთი.

დაუნდობლად დაიცავით თქვენი წერის დრო. ნუ მისცემთ დაუგეგმავ შეხვედრებს, შეფერხებებს, საოჯახო საქმეებს ან ინტერნეტს უფლებას, ხელი შეგიშალოთ. გამორთეთ ელ.ფოსტა და სოციალური მედია, დაბლოკეთ შეტყობინებები და კართან დაკიდეთ „არ შემაწუხოთ“ ნიშანი.


5. დაიწყეთ წერა.

კარგი მოსამზადებელი სამუშაოები დაგეხმარებათ ნაკლები იმედგაცრუებით წეროთ.

დაგჭირდებათ სულ მცირე საბაზისო სტრუქტურა — მაშინაც კი, თუ არ გაქვთ მონახაზი — იქნება ეს მხატვრული თუ არამხატვრული ლიტერატურა.

მომზადებას სჭირდება კვლევა, მაგრამ ესეც კი შეიძლება გახდეს პროკრასტინაციის ხელშემწყობი ფაქტორი. გადაწყვიტეთ, როდის გაქვთ საკმარისი ინფორმაცია წერის დასაწყებად და შეუდექით მას.

თუ მხატვრულ ლიტერატურას წერთ, შეისწავლეთ მოთხრობის დაწყების საუკეთესო გზები.


6. მოერიდეთ მკითხველის გადაღლას.

არ არის აუცილებელი ნაწარმოები აუცილებლად რამე კარგით იწყებოდეს, ნუ იქნებით ბანალურები, მოუხმეთ ფანტაზიას, შექმენით რამე განსხვავებული.

შეწყვიტეთ ინსტრუქციების მაგვარი აჭრერები, დაუსრულებელი საუბარი გარემოზე, ფილოსოფოსობა და განაგრძეთ მოთხრობა.


7. აჩვენე, ნუ ყვები.

ნაცვლად იმისა რომ მკითხველს კოვზით ჩაუდო პირში დაღეჭილი ინფორმაცია, მიეცი საშუალება თავად წარმოიდგინოს რა ხდება ისტორიაში. ( იხ. მეათე რჩევა )

თხრობა: გვიანი შემოდგომა იყო.

თხრობა: ფოთლები შრიალებდა მის ფეხქვეშ.

თხრობა: ციოდა.

თხრობა: მან საყელო შეიკრა და სახე მძვინვარე ქარს მოარიდა.

„ნუ მეტყვი, რომ მთვარე ანათებს; მაჩვენე სინათლის ნათება დახეთქილ მინაზე.“ - ანტონ ჩეხოვი


8. მოერიდეთ იმის თქმას, რაც არ ხდება.

„მან არ უპასუხა.“

„მან არაფერი თქვა.“

„ოთახში არ შევიდა.“

თუ არ იტყვით, რომ ეს მოხდა, მკითხველი არ ივარაუდებს, რომ ეს მოხდა.


9. თქვენი მთავარი გმირი თავიდანვე, სახელით წარადგინეთ.

ახალბედა მწერლების ყველაზე დიდი შეცდომა ის არის, რომ ისინი თავიანთ მთავარ პერსონაჟს ძალიან გვიან წარადგენენ.

როგორც წესი, ის სცენაზე პირველი უნდა გამოვიდეს და მკითხველს მისი სახელის დაკავშირება უნდა შეეძლოს იმასთან, თუ როგორ ხედავს მას.


10. გაააქტიურეთ თქვენი მკითხველის გონების თეატრი.

ოდესმე დაფიქრებულხართ, რატომ არის წიგნი, როგორც წესი, ფილმზე უკეთესი?

ჰოლივუდსაც კი, მთელი თავისი შემოქმედებითა და მაღალტექნოლოგიური CGI შესაძლებლობებით, არ შეუძლია კონკურენცია გაუწიოს ჩვენი წარმოსახვის თეატრს.

ჩვენი გონება ქმნის ყველაფრის სურათებს, რასაც ავტორი გულისხმობს. მიეცით თქვენს მკითხველს საკმარისი ინფორმაცია მათი წარმოსახვის ჩასართავად, რათა ისინი გახდნენ გამოცდილების თანამონაწილეები და არა მხოლოდ აუდიტორიის წევრები.


11. დიალოგი ბოლომდე შეამცირეთ.

თუ პერსონაჟს გონებამახვილად ან ცელქად არ წარმოაჩენთ, დიალოგიდან ზედმეტი სიტყვები გამოტოვეთ.

ცხადია, საუბარი ისე არ უნდა გადმოსცეთ, როგორც სასამართლო ჩანაწერი მაგრამ ყველანაირად ეცადეთ დიალოგებიდან არაფრისმთქმელი და უშინაარსო წინადადებები ამოიღოთ.


-

ვიმედოვნებ რომ ეს რჩევები დაგეხმარებათ, რჩევების მეორე ნაწილსაც მალევე მოგაწვდით 😊



დატოვე შეფასება

4

(1)
კომენტარები

by: Irakli Iremadze & Beka Badagadze