როგორ ამოვიცნოთ ნამდვილი ჯადოქარი
მოკლე აღწერა
რა უნდა გააკეთოთ უბრალო ადამიანებმა თუ თქვენ გსურთ საზოგადოების დაცვა ერესისა და ჯადოქრობისგან, და ამასთან თუ თქვენ მე-16 ან მე-17 საუკუნეებში ცხოვრობთ?
კარგად დააკვირდით თქვენს მეზობლებს. ზოგიერთი მათგანი შეიძლება საეჭვოდ მოგეჩვენოთ, განსაკუთრებით თუ მათი სახლი ქალაქის (სოფლის) გარეუბანშია, თუ ისინი ერიდებიან ხალხს ან ცნობილნი არიან როგორც ბებიაქალი ან მკურნალი, ან თუ მათ რომელიმე ხანდაზმულ ნათესავს უკვე ჰქონდა ჯადოქრის რეპუტაცია. ეჭვის გაჩენა არა მხოლოდ ხანდაზმულ ქალს, არამედ ახალგაზრდასაც შეუძლია. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ მათ, ვინც ცნობილია თავისი გარყვნილი ცხოვრების წესით: თანაცხოვრება მამაკაცთან კანონიერი ქორწინების გარეშე, მღვდლის საყვარელად ყოფნა, ბორდელის მართვა ან უბრალოდ ტავერნის მართვა, სადაც ჯარისკაცები და ვაჭრები ჩერდებიან. მამაკაცის მოჯადოებისა და საკუთარ თავზე მიბმის უნარიც ნამდვილი ჯადოქრის ერთ-ერთი მთავარი უნარია. საეჭვო ადამიანზე მეთვალყურეობა დაამყარეთ. დააკვირდით, სად დადის ის ჩვეულებრივ და ვისთან ურთიერთობს. აგროვებს თუ არა ბალახებსა და ფესვებს ტყეებსა და მინდვრებში? ჰყავს თუ არა უცხო უცნაური შინაური ცხოველები, კვებავს თუ არა მათ თავისი ძუძუთი, ანდაც საკუთარი სისხლით? დააკვირდით, მიმართავენ თუ არა დახმარებისთვის ეჭვმიტანილ ჯადოქარს ადგილობრივი მაცხოვრებლები ან უცნობები. ესაუბრეთ ამ ვიზიტორებს და გაარკვიეთ მათი ვიზიტის მიზანი (განსაკუთრებით საეჭვოდ უნდა ჩაითვალოს განუკურნებელი დაავადებებისგან განკურნების თხოვნები).დაკარგული ან მოპარული ნივთების პოვნაში დახმარების თხოვნა, მომავლის წინასწარმეტყველების სურვილი. შეეცადეთ გაიგოთ, რამდენად წარმატებული (ან წარუმატებელი) იყო ეს ვიზიტები მთხოვნელებისთვის და რა იყო საფასური გაწეული მომსახურებისთვის. გახსოვდეთ, რომ ნამდვილი ჯადოქრები ასეთ კონტაქტებს იყენებენ ახალი წევრების თავიანთ სექტაში მოსაზიდად.სწორედ ამიტომ, კლიენტებთან ამგვარ „საქმიან“ შეხვედრებზე ხშირად, თითქოს შემთხვევით, ჩნდება რაიმე უცნაური ცხოველი, რომლის სახითაც ეშმაკი ეცხადება თავის მიმდევრებს და ჰპირდება ნებისმიერ სურვილს, რომ მსხვერპლის სულის, სისხლის წვეთის ან სხეულის ნაწილის სანაცვლოდ შეუსრულებს. შეეცადეთ, შეძვრეთ სავარაუდო ჯადოქრის სახლში. კარგად დააკვირდით: დაათვალიერეთ ღუმელზე დადებული ქოთნები, გადააბრუნეთ საწოლები და გახსენით სკივრები, დაათვალიერეთ კარადა და სარდაფი. აიღეთ ნებისმიერი საეჭვო ნივთი და კარგად დამალეთ:თუ სასამართლოში წასვლა დაგჭირდებათ, ისინი მტკიცებულებად გამოგადგებათ. ესაუბრეთ თქვენს მეზობლებს — მაგრამ მხოლოდ მათ, ვისაც ენდობით და შეუძლიათ სასამართლოში სანდო მოწმეები იყვნენ. ჰკითხეთ, შენიშნეს თუ არა რაიმე საეჭვო ადამიანის ქცევაში, ან ხომ არ უნახავთ ის ღამით უჩვეულო ადგილას.(სახრჩობელთან ახლოს, სხვის ბეღელში, გზაჯვარედინზე) იმის გასარკვევად, ხომ არ ყოფილა მათ საკუთრებაში რაიმე პრობლემა (მოსავლის უეცარი გაფუჭება, პირუტყვის სიკვდილი, რძის მოსავლიანობის შემცირება), რაც შეიძლება ჯადოქრობას მივაწეროთ. გაიცანით სავარაუდო ჯადოქარი. პირველივე შესაძლებლობისთანავე შეეცადეთ თავიდან ფეხებამდე გამოიკვლიოთ იგი.თუ მის სხეულზე უცნაურ წანაზარდებს, ხალებს, დაბადების ნიშნებს, ნაკბენებს ან სხვა საეჭვო დეფექტებს შეამჩნევთ, იცოდეთ: ეს ჯადოქრობის უტყუარი ნიშანია, რადგან ეშმაკი ასეთ ნიშნებს თავის მსახურებს ანიჭებს. შესთავაზეთ თქვენს ეჭვმიტანილს მდინარეში ან ტბორში ცურვა. ნამდვილი ჯადოქარი ამას ადვილად დათანხმდება, რადგან ისინი არასდროს იხრჩობიან.ამავდროულად, ერთად დაბანა საშუალებას მოგცემთ, კიდევ უფრო დეტალურად დაათვალიეროთ მისი სხეული ნებისმიერი ფარული ეშმაკური ნიშნის აღმოსაჩენად. თუ გარემოებები ხელს გიშლით ამ ინსტრუქციებიდან რომელიმეს შესრულებაში, მაგრამ თქვენი ეჭვები გაძლიერდება, უნდა შეიტანოთ სარჩელი ინკვიზიციურ სასანართლოში და შეიტანოთ სათანადო სამხილების საფუძველზე.სისხლის სამართლის საქმის აღძვრის შემდეგ, მოსამართლეები თავად განახორციელებენ ზემოთ ჩამოთვლილ ყველა პროცედურას: ისინი ბრალდებულს მეთვალყურეობის ქვეშ მოათავსებენ, პირად ჩხრეკას ჩაატარებენ, საჩვენებელ დაბანას მოაწყობენ, მატერიალურ მტკიცებულებებს შეაგროვებენ, მოწმეებს იპოვიან და დამნაშავეს კოცონზე გაგზავნიან.
ეს ყველაფერი ხუმრობით, მაგრამ სულაც არ არის ხუმრობა ის, რომ სწორედ ამ ბნელ საუკუნეებში ინკვიზიციის ცეცხლმა შეიწირა სრულებით უდანაშაულო ადამიანების სიცოცხლე. მათი თმის ფერის, ხელების და კიდევ ათასგვარი უაზრო ნიშან_თვისების გამო. ადამიანებს მუდამ აფრთხობდათ ია, რასაც ახსნას ვერ უძებნიდნენ და სწორედ ამიტომ იმეტებდნენ განსხვავებულ ადამიანებს სასიკვდილოდ. ვფიქრობ ლიგის წევრებს ამ საუკუნეში რომ ეცხოვრათ ინკვიზიციის ცეცხლზე დაბრაწვა არ აცდებოდათ.
დატოვე შეფასება
3
კომენტარები