რჩევები, თუ როგორ შეაყვაროთ თავი მამაკაცს 😉
მოკლე აღწერა
რჩევები ქალებისთვის, რომლებსაც სურთ მამაკაცს თავი შეაყვარონ. ეს რჩევები ეს რჩევები შეიძლება უცნაურად მოგეჩვენოთ, შეიძლება იფიქროთ რომ სექსისტური, ძველმოდური, წარმოუდგენლად გულუბრყვილო და უბრალოდ სასაცილოა. მაგრამ იცით, რა არ არის სასაცილო? მეცნიერება! 😉
მძევლად აიყვანეთ ( სერიოზულად ვამბობ )
იმის გათვალისწინებით, რომ უკვე განიხილავთ უკიდურესობებზე წასვლას თქვენს პარტნიორზე მანიპულირებისთვის, რათა მან არასოდეს მიგატოვოთ, რატომ არ უნდა გაიტაცოთ იგი უბრალოდ? მისმა მძევლად აყვანამ სახიფათო და შემაშფოთებელ სცენარში შეიძლება გამოიწვიოს სტოკჰოლმის სინდრომი, რაც გააძლიერებს თქვენ შორის არსებულ ნებისმიერ კავშირს სასიკვდილო საფრთხისა და ბატონობის მექანიზმის მეშვეობით. ის გახდება თქვენზე შეყვარებული, თქვენი ყურმოჭრილი მონა, თქვენს შვილიშვილებს ძალიან მოეწონებათ ამ რომანტიკული ისტორიის მოსმენა.
შესთავაზეთ მრავალფეროვანი თამაშები
მამაკაცები დიდი ბავშვები არიან და რაც არ უნდა სერიოზულად და მკაცრად მოგაჩვენონ თავი, მაინც იცოდეთ რომ თამაში და გართობა ყველაფერს ურჩევნიათ, მითუმეტეს თუ ამ თამაშებში ვარდისფერი ფუმფულა ხელბორკილები და კურდღლის ყურები მოიაზრება.
გამოეწყვეთ ყურპარტყუნა, ხტუნია კურდღლის სექსუალურ სამოსში, შეიტყუეთ საძინებელში, მიაბით საწოლზე ვარდისფერი ბორკილებით და საფუძვლიანად გაამათრახეთ, მერე კი უფლება მიეცით “შური იძიოს“ მერწმუნეთ ეს რჩევა აუცილებლად გასათვალისწინებელ რჩევებში პირველ ადგილზეა.
აგრძნობინეთ თავი უძლეველად
დაე იფიქროს რომ ძლიერი და დაუმარცხებელია, მანამ სანამ ორივე ფეხით აღმოჩნდება თქვენს მახეში გაბმული, ამისთვის საჭიროა მცირედი მსახიობური ნიჭის გამოვლენა, მაგალითად შეკრთომა ქუხილის ხმაზე ან წივილ-კივილი თაგვის დანახვისას, კონსერვის ქილის თავსახური რომელიც არაფრით არ გემორჩილებათ, ან იმაზე წუწუნი რომ მისი ძალის ნახევარიც არ გაგაჩნიათ.
მამაკაცებს უყვართ როცა იცავებ, როცა გრძნობენ რომ საჭირონი არიან, როცა იციან სად არის მათი ადგილი, დაე სულ ცოტა ხნით იფიქრონ რომ მათ გარეშე შეიძლება სული გააფრთხოთ, ჩათვალეთ რომ ეს უდიდესი ნაბიჯია გამარჯვებისკენ.
ითამაშეთ მიამიტი გულუბრყვილო ქალის როლი
მამაკაცები გიჟდებიან მიამიტ, გულუბრყვილო ქალებზე, თუ დარწმუნებულები არიან იმაში რომ ქალი ვერაფერს ხვდება მთლიანად გახსნლები ხდებიან და მთელ თავის საიდუმლოებებს ხელის გულზე გიწყობენ.
დაე იფიქროს რომ ვერ იგებ ან ვერ ხვდები, სამაგიეროდ შესაძლებლობა გექნება მისი ყველაზე ბნელი საიდუმლოებებიც კი გაიგო და მერე საშენოდ გამოიყენო.
გარდა ამისა, მიამიტი და გულიბრყვილო შესახედაობის მქონე ქალები რომ უფრო მეტად აღაგზნებთ კაცებს ვიდრე ზედმეტად გამომწვევი ქცევის მქონეები, იცოდით?
და ბოლოს...
კარგად დაფიქრდით, გიღირთ კი თქვენს გვერდით მყოფი, ან სხვა ნებისმიერი კაცი იმად რომ ეს ყველაფერი გააკეთოთ?
4