რას ნიშნავს ნარკოლეფსია?

რას ნიშნავს ნარკოლეფსია?

ავტორი
Ra Ve

Ra Ve

ადმინი
შეფასება

3

(1)

378

გაზიარება:

06.09.2025

მოკლე აღწერა

მათ ვისაც ნარკოლეფსიის დიაგნოზი აქვთ დასმული, ახასიათებთ ერთი მოულოდნელი უცნაურობა. ისინი სრულებით მოულოდნელად და შეუსაბამო მომენტში წამიერად ითიშებიან, უბრალოდ მათ ეძინებათ.

. რას ნიშნავს ნარკოლეფსია

ნარკოლეფსია (ბერძ. νάρκη — „გაშეშება“ და λῆψις — „შეტევა“) — დაავადება, რომლის ძირითადი ნიშნებია ძილის დაუძლეველი სურვილის შეტევები და კუნთების ტონუსის ბლოკადა (კატალეფსია). შეიძლება განვითარდეს ინფექციური დაავადებების, თავის ტვინის ტრავმის, სიმსივნის და სხვათა შედეგად. ზოგ შემთხვევაში აშკარა გამომწვევი მიზეზი არ ჩანს. ნარკოლეფსიის შეტევების ხანგრძლივობა 1-30 წუთია. ასაკის მატებასთან ერთად შეტევების ინტენსივობა კლებულობს.

ნარკოლეფსია ძილის დარღვევაა, რომელიც ხასიათდება მოჭარბებული ძილიანობით დღისით ან ღვიძილის საათებში დროდადრო ჩაძინებით, რაც არ ექვემდებარება კონტროლს და თან ახლავს კუნთთა უეცარი სისუსტე (კატაპლექსია). ზოგჯერ ჩაძინების ან გამოღვიძების დროს ვითარდება ძილის დამბლა, შთამბეჭდავი სიზმრები ან ჰალუცინაციები.

დიაგნოზის დასადასტურებლად გამოიყენება გამოკვლევა ძილის ლაბორატორიაში, პოლისომნოგრაფია და ძილის ლატენტობის მრავლობითი ტესტირება;

სიფხიზლის შესანარჩუნებლად და სხვა სიმპტომებისთვის მედიკამენტები ინიშნება.

ნარკოლეფსია 2000-დან 1 ადამიანში გვხვდება აშშ-სა და ევროპაში. ზოგჯერ დაავადება ოჯახურია, მაგრამ მისი მიზეზი უცნობია. მიუხედავად იმისა, რომ ნარკოლეფსია რაიმე მძიმე სამედიცინო გართულებებს არ იწვევს, ის შესაძლებლობების შემზღუდველი შეიძლება იყოს და ასევე, ზრდის საავტომობილო ან სხვა ავარიების რისკს. დაავადება მთელი ცხოვრება რჩება, მაგრამ სიცოცხლის ხანგრძლივობაზე გავლენას არ ახდენს.

 

 

.რას ნიშნავს კატალფსია?

კატალეფსია (ცვილისებრი მოქნილობა) - ტერმინი, რომელიც კატატონიის ტონუსს აღწერს. კატალეფსიის დროს პაციენტის კიდურების მდგომარეობა შენარჩუნებულია ხანგრძლივი დროის მანძილზე, ხოლო კუნთების ტონუსი თანდათან იზრდება. ასევე, ამ ანომალიის მქონე პაციენტებს ზოგჯერ თავი ბალიშის ოდნავ ზემოთ უჭირავთ („ფსიქოლოგიური ბალიში”), რაც ძალზე მოუხერხებელი პოზაა ჯანმრთელი ადამიანისთვის. კატალეფსია არ უნდა აგვერიოს კატაპლექსიაში.

 

.რას ნიშნავს კატატონია?

კატატონია - (catatonia), მდგომარეობა, რომლის დროსაც მომატებულია კუნთების ტონუსი, რაც გავლენას ახდენს გაშლასა და მოხრაზე და წყდება მიზანმიმართული მოძრაობის შედეგად. (ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში)

ფსოქომოტორული და ნებითი სფეროების ხარისხობრივ დარღვევათა რიგი, რომელიც მოიცავს სტერეოტიპიას, მანერულობას, ავტომატურ მორჩილებასკატალეფსიას, ექოკინეზიას ან ექოპრაქსიას, მუტიზმს, ნეგატივიზმს, ავტომატიზმებს, იმპულსურ ქმედებებს. ყველა ეს ფენომენი შეიძლება აღინიშნოს როგორც ჰიპერკინეზიის,ასევე ჰიპოკინეზიის ფონზე.

კატატონია Kahlbaum-მა აღწერა 1874 წელს, როგორც დამოუკიდებელი დაავადება, თუმცა მოგვიანებით Kraepelin-მა ის შეაფასა, როგორც dementia praecox (შიზოფრენიის) ერთ-ერთი ქვეტიპი. კატატონიური ფენომენები შეიძლება შეინიშნებოდეს როგორც შიზოფრენიული ფსიქოზებისას, ასევე თავის ტვინის ორგანული დაავადებების (მაგ.: ენცეფალიტის დროს) ან სხვა სომატური დაავადებისა და აფექტური აშლილობის დროს. (ფსიქიატრიის ლექსიკონები)

 

დატოვე შეფასება

3

(1)
კომენტარები

by: Irakli Iremadze & Beka Badagadze