რამდენიმე უტყუარი ხერხი მამაკაცის მოსახიბლად 😉

რამდენიმე უტყუარი ხერხი მამაკაცის მოსახიბლად 😉

შეფასება

3.63

(8)

389

გაზიარება:

07.08.2026

მოკლე აღწერა

თუ სერიოზულად ფიქრობთ თქვენი სასიყვარულო ცხოვრების გაუმჯობესებაზე, მაშინ უნდა ისწავლოთ როგორ აღაგზნოთ მამაკაცი, როგორ გაუჩინოთ სურვილი და როგორ გახადოთ თქვენზე დამოკიდებული...

ერთი შეხედვით თითქოს მარტივია იყოთ სექსუალური კონკრეტული მამაკაცისთვის, მაგრამ სინამდვილეში ეს მთელი ფილოსოფიაა, იმიტომ რომ სხვადასხვა მამაკაცს სხვადასხვა რამ იზიდავს და აღაგზნებს. ზოგიერთ მამაკაცს უყვარს საწოლში დომინანტური პარტნიორის როლის შესრულება, ზოგს კი სრულიად დამორჩილება, ზოგს უყვარს თამაშები, ზოგი პარტნიორზე ზრუნვისას იღებს სიამოვნებას, ზოგი კი პირდაპირი და უხეშია.

თუმცა, უმეტესობა ამ ყველაფრის ნაზავს ამჯობინებს: ურჩევნია ზოგჯერ დომინანტური პარტნიორი იყოს, ძლიერი და უხეში. ზოგჯერ კი უფრო რბილი და პარტნიორზე დამოკიდებული.

არსებობს ასობით განსხვავებული იდეა რომელიც შეგიძლიათ საწოლში სცადოთ, რომლებიც დაკავშირებულია სხვადასხვა სახის ექსცენტრიკულ იდეებთან და ფეტიშებთან, რომლებმაც თქვენი მამაკაცი შეიძლება წარმოუდგენლად აღაგზნოს.

მას შეიძლება მოეწონოს თქვენი ზესექსუალურ, ან მოკრძალებულ ტანსაცმელში ჩაცმა. შეიძლება მოეწონოს, როდესაც მისი საყვარელი ვიდეო თამაშის პერსონაჟის როლს ირგებთ. ან იქნებ მას მხოლოდ ის მოსწონს, როდესაც მის ფეხის თითებს ლოკავთ.

სერიოზულად! არსებობს ასობით განსხვავებული ფეტიში და უამრავი ექსცენტრიული სექსის იდეა, რომელთა ერთად შესწავლაც შეგიძლიათ.

შეიძლება არ დაიჯეროთ მაგრამ ზოგიერთ მამაკაცს ზედმეტად აღაგზნებს როცა ქალს ბილწსიტყვაობა შეუძლია, არსებობს უამრავი განსხვავებული გზა, რომ თქვენს მამაკაცს უწმაწურად ელაპარაკოთ, იმისდა მიხედვით, თუ როგორ გრძნობთ თავს ყველაზე კომფორტულად თქვენ და ის.

მთვავარი ის არის რომ იყოთ თქვენს პარტნიორთან გახნილი და მოურიდებელი, თუ მისიონერულ პოზაში სექსი არ გერიდებათ, რატომ უნდა მოგერიდოთ ზემოდან ყოფნა ან რატომ უნდა იგრძნოთ თავი უხერხულად თუკი თქვენს პარტნიორს აქვს სურვილი თქვენი თმა მაჯაზე დაიხვიოს, მითუმეტეს რომ სულ მცირე ერთხელ მაინც გიოცნებით ამ პოზაზე, ანდა სულაც რატომ უნდა იუხერხულოთ სექსუალური მონაზონის სამოსში გამოწყობა თუ ეს თქვენ პარტნიორს აღაგზნებს, სამაგიეროთ თქვენც შეგიძლიათ სთხოვოთ, რომაელი გლადიატორის სამოსი მოირგოს ან თქვენს ფეხებთან დაიჩოქოს და ქვემოდან მორჩილი მონის მზერით ამოგხედოთ, ზუსტად ისე როგორც კლეოპატრას წინ იჩოქებდნენ მონები.
ასე რომ, ეცადეთ კარგად გაიცნოთ თქვენი პარტნიორი, თუ რა თქმა უნდა სრულყოფილი სიამოვნების მიღება გსურთ.


რჩევები

დაიწყე პრელუდიით ( ეს ძალიან მნიშვნელოვანია ) კოცნით და მთელ სხეულზე შეხებით, ნელა და მგრძნობიარედ გააკეთე ეს ყველაფერი, პარტნიორმა უნდა იგრძნოს რომ შენთვის მნიშვნელოვანია.

-
არ დაგავიწყდეს თვალებით კონტაქტი, ნუ იფიქრებ მხოლოდ საკუთარ თავზე, ეცადე შეამჩნიო რა მოსწონს, რა სიამოვნებს შენს პარტნიორს და არც იმის თქმა მოგერიდოს შენ რა განიჭებს სიამოვნებას.
-

ეცადე იყო მოქნილი, არ შეგრცხვეს ხმამაღლა ემოციების გამოხატვა, არავის სიამოვნებს უსულო, უმოძრაო და უხმო სხეულთან ურთიერთობა ( ნეკროფილების გარდა რა თქმა უნდა )
-
აუცილებლად უთხარი როცა მოგწონს რასაც აკეთებს, თუ მოგწონს მისი კოცნა, მოფერება ან მისი შერჩეული გარკვეული პოზა, ეს აუცილებლად აღნიშნე.
-
იაქტიურე, არ არის სავალდებულო დაელოდო როდის გააკეთებს მამაკაცი თავად ყველაფერს, ასევე არ არის სავალდებულო მაინცდამაინც საძინებლამდე მიხვიდეთ, მრავალფეროვნება აუცილებელიც კია სრულყოფილი ურთიერთობის შესანარჩუნებლად, არ შეგეშინდეს ექსპერიმენტების, ხანდახან სამზარეულოში, მისაღების ხალიჩაზე, ავტომობილის სავარძელზე, ან სულაც ბაღში მთვარის შუქზე, რბილ ბალახზე სექსი საოცრად სასიამოვნოა 😉


დატოვე შეფასება

3.63

(8)
კომენტარები

by: Irakli Iremadze & Beka Badagadze