რამდენიმე საინტერესო წიგნი
მოკლე აღწერა
ნაკლებად ცნობილი და თითქმის მივიწყებული წიგნები, რომლებიც თუნდაც მოცალეობის დროს აუცილებლად უნდა წაიკითხოთ, გადაავლეთ თვალი, რადგან თუ მხოლოდ იმას წაიკითხავთ, რასაც ყველა კითხულობს...
მიურიელ სპარკი
განზრახ უსაქმურობა (1981)
შოტლანდიელმა ქალი ავტორის რომანი რომელსაც თავისუფლად შეუძლია ნებისმიერი გააოცოს, ყველას გიყვართ მიურიელ სპარკი, არა? თუ არა ძალიან ცდებით 🙂
„განზრახ უსაქმურობა“ სრულიად უცნაური რომანია. ახალგაზრდა ქალი, რომელიც საკუთარი ლიტერატურული მიზნების რეალიზების ზღვარზეა, ექსცენტრიული მდიდრების ჯგუფს ხვდება, რომლებიც ცდილობენ თავიანთი მემუარების დაწერას. შემდეგ არის მედიტაცია საკუთარი ცხოვრების თხრობის სისულელეზე. როდის ავლენს ისტორია სიმართლეს? ამ კითხვაზე პასუხის გაცემის გზაზე არის რამდენიმე კარის მიჯახუნების ფარსი და ჰალუცინაციური სცენები, მაგრამ ჩვენ ყოველთვის მიწაზე ვრჩებით. უბრალოდ ეს ნაწარმოები უკიდურესად სახალისოა.
ბარბარა ტრაპიდო
ცნობილი ჯეკის ძმა (1982)
ვერ დაივიწყებთ მომხიბვლელობას ქალისას, რომელიც „გვიან და შემთხვევით გახდა რომანისტი“. თავდაპირველად 1982 წელს გამოქვეყნებული ტრაპიდოს სადებიუტო რომანი პირველი სიყვარულის სევდითაა და მოულოდნელობებითაა გაჟღენთილი. წიგნი მოგვითხრობს კეტრინზე, მამაც ბრიტანელ უნივერსიტეტის სტუდენტზე, რომელიც ექსცენტრიულ პროფესორს უყვარდება. ჩვენს გულღია გმირს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, ცხოვრებისეული გამოცდილება შეითვისოს. ის თავის გონების დაკარგვას, გულისტკივილს და ცნობიერების აჩქარებას სასიამოვნოდ აღწერს. 60-იანი წლების ლონდონის და ოქსფორდისა ფონად კი პროზა უბრალოდ ბრწყინავს. ცოტათი ლინ ბარბერის „განათლებას“ ჰგავს, მაგრამ ბევრად უკეთესია.
ნორა ეფრონი
გულძმარვა (1983)
საწყალი რეიჩელ სამსტატი; ორსულობის შვიდი თვის ასაკში აღმოაჩენს, რომ მისი ქმარი, მარკი, სხვა ქალზეა შეყვარებული. რომანში დიდი სიუჟეტი არ არის, გარდა იმისა, რომ რეიჩელი თავის წარუმატებელ ქორწინებას უმკლავდება და იმაზე მსჯელობს, სცადოს თუ არა მარკის დაბრუნება, თუ იქნებ გაუშვას, - მკითხველი ჯგუფური თერაპიის სესიებს, მეგობრობასა და კარიერულ ზრდის შესაძლებლობებს ესწრება, ტკბება ოთხმოციანი წლების რეცეპტებით (ნაღებისა და სოკოს წვნიანის ქილაში მომზადებული შემწვარი კერძი, მსხლის დესერტები და ლობიოს კერძები), რომელიც ყველგანაა მიმოფანტული. თუმცა, აქ და მთლიანად ეფრონისთვის მამოძრავებელი ძალა ხმაა - ის სასაცილო და სახალისოა. რა თქმა უნდა, არის ნაკლებად პოლიტიკურად კორექტული მომენტები, მაგრამ არაფერია ისეთი შეურაცხმყოფელი, რომ წაუკითხავი იყოს, მით უმეტეს, რომ რეიჩელი წარმოუდგენლად თვითკრიტიკულია; ის საკუთარ თავს ყველაზე მკაცრ კრიტიკას უწევს.
რობერტ პლანკეტი
უორენ ჰარდინგის ძიებაში (1983)
ეს ნამდვილად სასაცილო რომანია, პლანკეტის წიგნის პერსონაჟები უცნაურები და უხერხულები არიან და ისინი თავს ხშირად არასტაბილურ სიტუაციებში ამოყოფენ ხოლმე, - ეს არის ლიტერატურული ინტერპრეტაცია იმ ტიპის კომედიისა, რომლის ნახვასაც უფრო მეტად ეკრანზე ვარ მიჩვეული. იუმორის სტრიქონები და სამიზნეები ზოგან მოძველებულია მაგრამ საერთო ჯამში საკმაოდ ეფექტური დახალისიანი.
პლანკეტის რომანი მწარე და სატირულია - ამ წიგნს აქვს ბოროტი ელფერი. პერსონაჟებისა და ვითარების გარდა, ტონი პლანკეტის მთხრობელისგან მოდის, რომელიც არის მოჩვენებითი აჩრდილი, ბოდვითი ადამიანი, რომელიც მთელ მსოფლიოში დარბის და ყველას განსჯის საკუთარი თავის გარდა. ის სასტიკი, მაგრამ სასაცილო და გაუფილტრავი ადამიანია, ისეთი ადამიანი, რომლის გვერდითაც გინდა, მოსაწყენ ვახშამზე დაჯდე.
ფილის როუზი
პარალელური ცხოვრება (1983)
ჩვენ ქორწინებისა და განქორწინების ეპოქაში ვცხოვრობთ: და თუ ქორწინებაზე მხოლოდ ერთი წიგნის წაკითხვა გიწევთ, რომელიც ყველაფერს ამართლებს, ეს უნდა იყოს ფილის როუზის „პარალელური ცხოვრება“.
როუზი პირდაპირ საუბრობს თავის თემაზე და მკაფიოდ განსაზღვრავს მითითებებს წიგნის კითხვისას: ის იყენებს ხუთი ვიქტორიანული ლიტერატურული წყვილის ნაწერებს, რათა ღრმად ჩაუღრმავდეს მათი კავშირების შინაგან პროცესებს, გაიგოს მათი კანონზომიერებები, სექსუალური ცხოვრება, ძალაუფლების ბალანსი და ზოგადი ბედნიერება, ამავდროულად მუდმივად უბრუნდება ქორწინების იდეას, როგორც მთლიანობას, და იმას, თუ რამდენად მნიშვნელოვანი იყო ეს ისტორია ჩვენი ყველას ცხოვრებისთვის.
კამერონ რიდი
იღბლიანი დაცემა (1996)
მოქმედება მომავალში დაახლოებით 200 წლით გვიან ვითარდება, სადაც გაძლიერებული ადამიანები ახალ ამბებს (და ყველაფერს, რასაც გრძნობენ) ავრცელებენ და აფრიკა მსოფლიოს ტექნოლოგიური ცენტრია.
ეს არის ძლიერი და დროული ისტორია (როგორც ერთ-ერთი ყველაზე შესანიშნავი სამეცნიერო და ფანტასტიკური ჟანრის) გენოციდზე, ქვიარ სიყვარულზე, თვალთვალზე, რევოლუციასა და იმ საფრთხეებზე, რომლებიც ჩვენი ადამიანობის დათმობა და მოწინავე ტექნოლოგიებისკენ სწრაფვა იწვევს.
0