რა მოსწონთ მამაკაცებს ქალებში ყველაზე მეტად?

რა მოსწონთ მამაკაცებს ქალებში ყველაზე მეტად?

ავტორი
lucien vanserra

lucien vanserra

შეფასება

0

(0)

39

გაზიარება:

22.07.2025

მოკლე აღწერა

რაში იკვეთება ქალის ქალურობა? რა აღაგზნებს და რა აღაფრთოვანებს მამაკაცს საპირისპირო სქესში? არსებობს უამრავი ცხადი მიზეზი და ასევე არსებიობს რამდენიმე გარკვეული, არაცხადი რამ, რაც შეიძლება მამაკაცებს მოსწონდეთ, მათი გაცნობიერების გარეშეც კი.

1. მამაკაცები ძალიან იხიბლებიან როცა ხედავენ როგორ არის ქალი გატაცებული რაიმე გარკვეული ჰობით.

2. მოსწონთ სათვალიანი გოგოები, ხშირად არ აღიარებენ ამას, მაგრამ ეს ასეა, ( იგულისხმება მხედველობის სათვალე )

3. მამაკაცები გიჟდებიან კარგი იუმორის გრძნობის მქონე ქალებზე. ასევე მათზე ვისაც აქვს გააზრებული საუბრების წარმოებისა და საუბრის გაგრძელების უნარი და ფლირტის უნარი უხერხულობის გარეშე.


4. შეიძლება ზედმეტად დაუჯერებლად ჟღერდეს მაგრამ კაცები გიჟდებიან ქალებზე რომელთაც აცვიათ კაპიშონიანი ზედები, პიჟამოები და ფართო მაისურები და ხანდახან გამოიყურებიან ისე თითქოს ეს ესაა საწოლიდან ადგნენ.

5. უყვართ როდესაც ფიქრებში ჩაძირულ, მხოლოდ საკუთარი თავისთვის მომღიმარ ქალებს ხედავენ და თუ ისინი თმის ღერს თითზე იხვევენ და გაუცნობიერებლად იწევენ ყურსუკან... -ეს მათთვის ნამდვილი მაგია“.


6. უმეტეს შემთხვევაში უყვართ ქალის დეკოლტე, ლავიწები და მხრები. ფიქრობენ რომ სწორედ აქ ბრწყინავს და ჩანს ქალის ქალურობა. ოდრი ჰეპბერნი ამის შესანიშნავი მაგალითია. კაცები განსაკუთრებით იხიბლებიან ად იღგზნებიან მაშინ თუ ქალს დაფარული აქვს სხეულის უმეტესი ნაწილი და უჩანს მხრები და მკერდის გარკვეული ზონა.


7. მამაკაცებს მოსწონთ ქალები, რომლებსაც გულწრფელად და ნამდვილად გართობა და მხიარულება შეუძლიათ, ნამდვილი ღიმილი და გულიანად სიცილი.


8. კაცებს ქალში ხიბლავს გონებრივი სიმწიფე და არა მხოლოდ გონებრივი სიმწიფე, არამედ ემოციური სიმწიფეც. მხოლოდ იმიტომ, რომ ქრონოლოგიური ასაკი გაქვს, ეს ნიშნავს, რომ შენც იგივენაირად მოიქცევი.“


9. გიჟდებიან აბურდულ კოსებზე და ზოგადად მაღლა აწეულ თმაზე. ასევე იმის ყურებაზე თუ როგორ იწევს და იკრავს ქალი თმას კეფაზე.



10. რაც შეეხება ჩაცმულობას, მამაკაცი თანაბრად შეიძლება მოხიბლოს და აღაგზნოს, კეპიანმა ქუდმა უკანა მხრიდან გამოჩრილი ცხენისკუდად შეკრული თმით. მამაკაცის პერანგმა და ჯინსის შარვალმა. ასევე მაღალქუსლიან ჩექმასა და კაბას შორის გამომკრთალმა, ფეხის შიშველმა მონაკვეთმა, თუნდაც კლასიკურმა ჩაცმულობამ და სამკაულებმა, ეს უმეტეს შემთხვევაში გემოვნებაზეა დამოკიდებული.


11. კაცებს ხიბლავთ ქალის თავდაჯერებულობისა და მის მიერ სიკეთის გაკეთების უნარი, რადგან ეს იმაზე იშვიათია, ვიდრე თქვენ გგონიათ.


12. ბუნებრივი ტუჩები და სხეული, ყველანაირი კოსმეტიკური ოპერაციის გარეშე.


13. მოწონთ მიზანდასახული ქალები, რომელთაც შეუძლიათ საქმეზე კონცენტრირება და მისი ბოლომდე მიყვანა.


14. გულწრფელად რომ ვთქვათ, კაცებს მოსწონთ უბრალოდ ჩვეულებრივი ქალები, ჩვეულებრივი ტანსაცმლით, ჩვეულებრივი ვარცხნილობით და თუნდაც აცაბაცა ოღროჩოღრო კბილებით, ასე რომ იდეალურობისძებნაში საკუთარ თავს ნუ დაკარგავთ.


15. და ბოლოს, კაცებს უყვართ ქალები რომელთაც უყვართ საკუთარი თავი 🙂


დატოვე შეფასება

0

(0)
კომენტარები