
რა განსხვავებაა მეტეორს, მეტეორიტს, მეტეორიდსა და ასტეროიდს შორის?
მოკლე აღწერა
ალბათ თქვენშიც გამოუწვევია ამ ერთმანეთის მსგავს ტერმინებს შინაარსობრივი გაუგებრობა. ამიტომ დღეს ვისაუბროთ იმაზე: თუ რა განასხვავებს მათ ერთმანეთისგან.
რა განსხვავებაა მეტეორს, მეტეორიტს, მეტეორიდსა და ასტეროიდს შორის?
თქვენ ალბათ შეგხვედრიათ მსგავსი სათაურის სიახლეები:
„ესპანეთის ცაზე გამოჩნდა კაშკაშა მეტეორი.“
„ ავსტრალიელი კაცი ცდილობდა მეტეორიტიდან ოქროს მოპოვებას.“
„მიკრომეტეორიდმა ჯეიმს ვების ტელესკოპის სარკე დააზიანა.“
და ალბათ თქვენშიც გამოუწვევია ამ ერთმანეთის მსგავს ტერმინებს შინაარსობრივი გაუგებრობა. ამიტომ დღეს ვისაუბროთ იმაზე: თუ რა განასხვავებს მათ ერთმანეთისგან.
. რა არის მეტეორი?
დავიწყოთ მეტეორით, გავრცელებული მცდარი აზრის საწინააღმდეგოდ, მეტეორი სულაც არ ნიშნავს კოსმოსიდან მიწაზე ჩამოვარდნილ ციურ სხეულს. არამედ ეს არის, ის ციური სხეული, რომელიც ჩვნს ატმოსფეროში შემოსვლისას იწვის და ცაზე ნათელ კვალს ტოვებს, თუმცა მწამდე ვერ აღწევს. რასაც ჩვენ ვარსკვლავის ჩამოვარდნას ვეძახით, სწორედ ეს არის მეტეორი. მეტეორების უმრავლესობა ქვიშის მარცვლის ზომას არ აღემატება.
მაგრამ, რა თქმა უნდა, ზოგჯერ დედამიწისკენ უფრო დიდი ობიექტებიც ვარდება, რასაც თან ახლავს გაცილებით კაშკაშა მეტეორების წარმოქმნა. თუ მეტეორის სიკაშკაშე -4 ვარსკვლავურ სიდიდეს აღემატება (ანუ ღამის ცაზე ვენერაზე კაშკაშაა), მაშინ მას ბოლიდს უწოდებენ. თუ მისი სიკაშკაშე -17 ვარსკვლავურ სიდიდეს აღემატება (ანუ სავსე მთვარის დროს მთვარეზე მნიშვნელოვნად კაშკაშაა), მაშინ უკვე სუპერბოლიდზე ვსაუბრობთ.
.რით განსხვავდება მეტეორიტი მეტეორისგან?
თუ მეტეორიტი ატმოსფეროში მხოლოდ მანათობელ კვალს ტოვებს, მაშინ რა არის მეტეორიტი? ყველაფერი მარტივია. მეტეორიტი არის ციური სხეული, რომელმაც დედამიწის ზედაპირს მიაღწია. ეს შეიძლება იყოს როგორც მთლიანი ობიექტი, ასევე ატმოსფეროში მისი განადგურების შემდეგ დარჩენილი შედარებით მომცრო ფრაგმენტები.
ირონიულია, რომ ისტორიაში ყველაზე ცნობილი მეტეორიტი სინამდვილეში არავის უნახავს. ეს არის ე.წ. ტუნგუსკას მეტეორიტი, ან უფრო სწორად ტუნგუსკას ფენომენი. ფაქტია, რომ მისი წარმომქმნელი ციური სხეული დედამიწის ატმოსფეროში აფეთქდა ვიდრე ზედაპირამდე მიღწევამდე - და დღემდე ვერავინ შეძლო მისი ფრაგმენტების პოვნა.
თუმცა, ჩელიაბინსკის მეტეორიტის შემთხვევაში სიტუაცია განსხვავებულია. ისიც ტუნგუსკელი „კოლეგის“ მსგავსად, ატმოსფეროში აფეთქდა. თუმცა, რამდენიმე ფრაგმენტმა, რომელთა საერთო მასა 654 კილოგრამი იყო (ობიექტის საწყისი მასა 9100 ტონა იყო), მაინც მოახერხა დედამიწის ზედაპირამდე მოღწევა. ასე რომ, ამ შემთხვევაში ნამდვილად შეგვიძლია ვისაუბროთ მეტეორიტზე.
.რა განსხვავებაა მეტეორების ნაკადსა და მეტეორების წვიმას შორის?
მაშ ასე, შემდეგი კითხვა: რით განსხვავდება მეტეორების ნაკადი მეტეორების წვიმისგან? ამ შემთხვევაშიც, მიუხედავად იმისა, რომ ტერმინები ძალიან ჰგავს ერთმანეთს, ისინი ძალიან განსხვავებულ რამეს გულისხმობენ.
მეტეორული ნაკადი არის ფენომენი, როდესაც გარკვეული პერიოდის განმავლობაში ცის ერთი უბნიდან, მეორისკენ მრავალი მეტეორი ერთ ნაკადად „ფრენს“. ასეთი წვიმა ხდება მაშინ, როდესაც მზის გარშემო მოძრაობისას დედამიწა რომელიმე ციური სხეულის მიერ დატოვებული მტვრის კვალს გადის. ყველაზე ხშირად ეს კომეტებია,
თუმცა ზოგჯერ მათი წყარო შეიძლება ასტეროიდებიც იყოს. ამიტომ, მეტეორების წვიმა რეგულარული და პროგნოზირებადი ფენომენია. თითოეული წვიმა წელიწადის მკაცრად განსაზღვრულ დროს შეინიშნება და თავისი პიკი აქვს. მაგალითად, ცნობილი პერსეიდები ცას ივლისის შუა რიცხვებიდან აგვისტოს ბოლომდე ამშვენებენ და მათი მაქსიმალური აქტივობა, როგორც წესი, 12 აგვისტოს ფიქსირდება.
მეტეორების წვიმას სრულიად განსხვავებული ხასიათი აქვს. ეს არის მეტეორიტების მრავალჯერადი ერთდროული ვარდნა დედამიწის ატმოსფეროში დიდი ციური სხეულის განადგურების გამო. მაგალითად, შეიძლება მოვიყვანოთ სიხოტე-ალინის ( მთათა სისტემა რუსეთის ტერიტორიაზე)
შემთხვევა
1947 წლის 12 თებერვალს,რუსეთის შორეულ აღმოსავლეთში, სიხოტე-ალინის მთებში ჩამოვარდა რამდენიმე ათასი რკინა-ნიკელის ფრაგმენტი, რომელთა საერთო მასა 30 ტონას აღემატებოდა. ეს მოვლენა კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთ უდიდეს მეტეორიტულ წვიმად ითვლება.
.რა არის მეტეოროიდები?
ჩვენ უკვე განვიხილეთ მეტეორები და მეტეორიტები. ახლა დროა ვისაუბროთ მეტეოროიდებზე. საერთაშორისო მეტეორების ორგანიზაციის (IMO) ამჟამინდელი განმარტების თანახმად, მეტეოროიდი არის მყარი ობიექტი, რომელიც მოძრაობს პლანეტათშორის სივრცეში, რომლის ზომაა 30 მიკრონიდან 1 მეტრამდე. ამრიგად, შეგვიძლია შევადგინოთ შემდეგი ლოგიკური ჯაჭვი:
დედამიწის ატმოსფეროში მოხვედრილი მეტეოროიდი მეტეორს წარმოქმნის, ხოლო ზედაპირამდე მისული ფრაგმენტები მეტეორიტებად იქცევა.
ზოგჯერ ასევე შეგიძლიათ წააწყდეთ ტერმინ „მიკრომეტეროიდს“. თუმცა ეს ოფიციალური ტერმინი არ არის — IMO-მ მისი გამოყენება 2017 წელს შეწყვიტა, როგორც ზედმეტის. თუმცა, ეს ხელს არ უშლის სხვადასხვა ორგანიზაციას, მათ შორის NASA-ს, რომ გამოიყენის . მიკრომეტეოროიდები პატარა მეტეოროიდებია.
ვინაიდან ტერმინი ოფიციალური აღარ არის, მიკრომეტეოროიდის ზომის ოფიციალური განმარტება არ არსებობს, მაგრამ ზოგადად გაგებულია, რომ ის რამდენიმე მილიმეტრამდე ზომის ობიექტებს აღნიშნავს.
.რა არის ასტეროიდი?
და ბოლოს, მოდით ვისაუბროთ ასტეროიდებზე. შეიძლება უცნაურად მოგეჩვენოთ, მაგრამ ამ ტერმინს ფორმალური განმარტება არ აქვს. წარსულში, საერთაშორისო ასტრონომიული კავშირი იყენებდა ტერმინს „მცირე პლანეტები“, რომელიც ასტეროიდის კონცეფციის სინონიმად ითვლებოდა. თუმცა, 2006 წელს ის შეიცვალა ტერმინით „მზის სისტემის პატარა სხეული“.
ოფიციალური განმარტების თანახმად, ისინი მოიცავს ყველა ციურ სხეულს, რომელიც არც პლანეტაა, არც ჯუჯა პლანეტა და არც ბუნებრივი თანამგზავრი. ამრიგად, „მცირე სხეულების“ კატეგორიაში შედის ასტეროიდები, კომეტები და მზის სისტემაში მცხოვრები ყველა სხვა ტიპის ობიექტი - კენტავრებიდან ნეპტუნის ორბიტის მიღმა მდებარე სხეულებამდე.
როგორც მიკრომეტეოროიდების შემთხვევაში, ფორმალური განმარტების არარსებობა ხელს არ უშლის მეცნიერებს აქტიურად გამოიყენონ ტერმინი „ასტეროიდი“. ისინი, როგორც წესი, გამოიყენება ობიექტების აღსანიშნავად, რომლებიც მეტეოროიდზე დიდია და არ წარმოადგენს კომეტებს - ანუ ისინი არ ავლენენ დამახასიათებელ ნიშან-თვისებებს მაგალითად კომეტის კუდის სახით.
მართალია, თუ ცოტა უფრო მეტად ჩაუღრმავდებით, კიდევ ბევრი ნიუანსი გამოვლინდება. მაგალითად, კომეტას შეუძლია „დაიწვას“ - მთლიანად დაკარგოს ყველა აორთქლებადი ნივთიერება და შეწყვიტოს ნებისმიერი აქტივობის დემონსტრირება. ასევე არსებობენ კენტავრები - ობიექტები, რომლებიც თავიანთი თვისებებით გარდამავალნი არიან ასტეროიდებსა და კომეტებს შორის.
თავის მხრივ, კოიპერის სარტყლის ყინულოვანი ობიექტები არ ავლენენ კომეტურ აქტივობას უბრალოდ იმიტომ, რომ ისინი მზიდან ძალიან დიდ მანძილზე არიან განლაგებული.
ამიტომ, იმისათვის, რომ არ დავიბნეთ მრავალი ნიუანსით, გამარტივების მიზნით შეგვიძლია განვიხილოთ, რომ ასტეროიდები არიან ობიექტები, რომლებიც აკმაყოფილებენ შემდეგ კრიტერიუმებს:
_ისინი არიან მეტრზე დიდი;
_მათი ორბიტები მზიდან 5 ასტრონომიულ ერთეულზე ნაკლები მანძილითაა დაშორებული (დაახლოებით იუპიტერის ორბიტის რადიუსი). ეს არის მანძილი, საიდანაც ყინული არ ორთქლდება მზის პირდაპირი სხივების ზემოქმედების ქვეშაც კი;
_ისინი კომეტური აქტივობის ნიშნებს არ ავლენენ.
იმედია სტატია სასინტერესო იყო. ამ შემთხვევაში მოიწონეთ ის დატოვეთ კომენტარი კიდევ რა თემაზე გსურთ საინტერესო ამბების წაკითხვა. აქტიურიბისთვის მადლობა წინასწარ.
https://universemagazine.com/ru/meteor-meteoroid-meteorit-i-asteroid-v-chem-raznicza/
4.5